„ის საქართველო, ლაღი, ნიჭიერი, რომანტიული, გულუბრყვილო, ლამაზი, სულელი და თავგანწირული, კეთილი და თავზეხელაღებული, თავის უკანასკნელ ომში მოკვდა - ომში და არა ლოგინში!"

კაცები!


·
"როდესაც აფხაზეთის ომის კადრებს ვუყურებ, როცა მახსენდება, ამ არაორგანიზებულ, არეულ შპანას, რომლის ყოველი ათეულიდან, ერთი პოეტი იყო, მეორე ფიზიკოსი, მესამე ნარკომანი, მეოთხე ძველი ბიჭი, მეხუთე შილდელი მოჭიდავე, მეექვსე ციხიდან გამოქცეული, მეშვიდე მეოცნებე, მერვე შეყვარებული, მეცხრე გიჟი და მეათე პარლამენტის დეპუტატი, როგორ ეჭირა ზუსტად 13 თვე და 13 დღე ფრონტის ხაზი, როგორ იგერიებდა სოხუმზე შეტევებს და 14-16 მარტს როგორ გადაუარეს მტერს, როგორ გაანადგურეს ტამიშთან დესანტად გადმოსხმული ყველაზე ელიტარული და გასაიდუმლებული რუსული სამხედრო სპეციალური ქვედანაყოფი „ლეტუჩიე მიში“, როგორ ებრძოდნენ ყველას, რუსულ რეგულარულ არმიას, თავისი ავიაციითა და არტილერიით, კაზაკებსა და ადიღებს, ჩეჩნებსა და ყაბარდოელებს, ბაგრამიანის სომხურ ბატალიონს და აფხაზებს, იბრძოდნენ უიარაღოდ, მოუმზადებლად, სულელურად, უდისციპლინოდ, აბსოლუტურად მარტოები, ჩვენი თბილისელი ქურთის ბიჭების ანაბარა და მაინც როგორ მაგრად იდგნენ, თეთრი გაცვეთილი ბოტასებით და გახუნებული, სხვადასხვანაირი კამუფლაჟებით და კიდევ დიდხანს იდგებოდნენ, შევარდნაძის დედა და მისი ცნობილი ხელშეკრულებები რომ არა, როცა მახსენდება როგორ იბრძოდნენ და როგორ წავიდნენ უკანმოუბრუნებლად, ჟილკიანები და ოხრები, ტარტაროზები და მაგრები, სულ მგონია, რომ ამ ომში საქართველო კი არ დამარცხდა - მოკვდა!

 

არა, საქართველო ყოველთვის იარსებებს, განათებული, შეღებილი, გამჭვირვალე პოლიციის განყოფილებებით, სარფის საბაჟოებით, სასტუმროებით, "ფანტანებით", „მოტო-ველოთი“, ისევ დამარცხდება და ისევ იზეიმებს. მაგრამ ეს სხვა საქართველო იქნება. ის საქართველო კი, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე, ლაღი, ნიჭიერი, რომანტიული, გულუბრყვილო, ლამაზი, სულელი და თავგანწირული, კეთილი და თავზე ხელაღებული საქართველო თავის უკანასკნელ ომში მოკვდა. ომში და არა ლოგინში!"

 


ბექა ქურხული





მსგავსი სიახლეები
როგორ უნდა დავიცვათ თავი მომაკვდინებელი კორონავირუსისგან
როგორ უნდა დავიცვათ თავი მომაკვდინებელი კორონავირუსისგან
„როცა მოახლოვდება ის საშინელი დღეები, წინასწარ გაგაფრთხილებთ და გზას გიჩვენებთ - საშინელი დღეები იქნება და უნდა დავძლიოთ, შვილებო, ერთმანეთის დახმარებითა და სიყვარულით”
„ახლა კი დადგა დუმილის დარღვევის დრო - ვიწყებ ამ საქმის შესახებ ყველა არსებული მტკიცებულების და ფაქტის, რომელიც გამაჩნია, თარგმნას და მომზადებას უცხოელი პარტნიორებისთვის“
„რაგბის კავშირის პრეზიდენტის, სვანიძის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო! - პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც ზეგ უნდა გამართულიყო, ერთი თვით გადაიდო!“
„მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ მიიღო გადაწყვეტილება საავადმყოფოში მყოფი ცოტნეს სრული იზოლაციის შესახებ - ამის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთია“
პროფკავშირები და უფლებამდაცველები მთავრობას მიმართავენ
22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თავდასხმის ორი შემთხვევა თანამშრომლებზე ბოლო ერთ თვეში - რა ხდება „სპარის“ სუპერმარკეტებში
კორონავირუსი - როგორ მოვიქცეთ? - დავით ნანობაშვილის ვიდეომიმართვა
"ალბათ ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება მოგვიწევს"- ნათია თურნავა
„ნიკუტას 96%-ით გაეპარა! - ადრეც არაერთხელ შემინიშნავს გვარამიას ,,ყალბი სოციოლოგია'', მაგრამ გადაცემიდან გადაცემამდე ერთიდაიგივე 96%-იანი შედეგი, ამ უბადრუკისთვისაც კი ნამეტანია!“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე
ანიტა რაჭველიშვილმა და მისმა ოჯახმა დავით ქაცარავას აღკვეთის ღონისძიების გირაოს თანხა დაფარა
„ამათ ადარდებთ ქვეყანაში უმუშევრობა და დამლაგებლების ბედი ხომ? ან გაძეძგილი საფულე სულ ხელფასი იქნებოდა, ალალი შრომით მოპოვებული“
ბრიტანელი ტურისტი, რომელსაც თბილისში ველოსიპედი მოპარეს, მოქალაქეებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დაასაჩუქრეს
საქართველოს საკონსულოს, ამ დროისთვის, ჩინეთში მყოფმა 100-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მიმართა
საქართველოს ტერიტორიაზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა
ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
კათარზისიდან მილიონამდე - ვალიკო ბაბუს დაუჯერებელი ისტორია