ტელეკომპანია “რუსთავი-2“ განახლებული ბადით ხვალ გავა ეთერში

ტელეკომპანია “რუსთავი-2“ განახლებული ბადით ხვალ გავა ეთერში. “23 სექტემბერს გავდივართ ეთერში“ - განაცხადა პაატა სალიამ. საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“, მთავარი პროდიუსერი, "ევროპული საქართველოს" PR-სამსახურის ყოფილი უფროსი, ხათუნა ბერძენიშვილი გახდა, 9 საათიან “კურიერს“ ნა­თია ლა­ზაშ­ვილი და ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვილ­ი წაიყვანენ. ახალი "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო პოლიტიკას განსაზღვრავენ ირაკლი იმნაიშვილი და ნინო შუბლაძე. “კურიერს“ შეუერთდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი გურამ როგავაც. ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს ყოფილი ჟურნალისტებიც უბრუნდებიან. თავის დროზე სხვადასხვა უწყების პრეს-სამსახურებში გადასული რეპორტიორები აქტიურ ჟურნალისკიტაში დაბრუნებას გეგმავენ. მათ შორის არიან დავით კაკულია და ნათია მღებრიშვილი. ნათია მღებრიშვილი, რომელიც შს სამინისტროს პრეს-სამსახურში მუშაობდა, "რუსთავი 2"-ს უბრუნდება. 

 

23 სექტემბერს დაიწყება “სხვა შუადღეც“. როგორც “2020NEWS“-ს გადაცემის პროდიუსერმა თამარ კობერიძემ რამდენიმე დღის წინ განუცხადა, ახალი სეზონისთვის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. “გადაცემის წამყვანებად რჩებიან გვანცა დარასელია, თიკა ფაცაცია, არჩილ სოლოღაშვილი და ქრისტინე იმედაძე. ბაიას რაც შეეხება, სეზონის ბოლოს შეგვითანმხდა და ვიცოდით, რომ დეკემბრის ბოლომდე ვერ იქნებოდა“, - განუცხადა სააგენტოს თამარ კობერიძემ. მისივე თქმით, “სხვა შუადღეს“ ახალი სახეებიც ეყოლება. “გარდა ძველი სახეებისა, გვეყოლება ახალი წაყვანებიც. მათ სახელებს ჯერ ვერ გაგიმხელთ. თუმცა გეტყვით, რომ ახალ რუბრიკებს ვამატებთ“, - გვითხრა “სხვა შუადღის“ პროდიუსერმა.

 

ცნობისთვის, ბაია დვალიშვილის შემდეგ, “სხვა შუადღე“ ნინო ხოშტარიამაც დატოვა. ხოშტარიამ “რუსთავი 2“-დან წასვლის შესახებ, საზოგადოებას სოციალური ქსელიდან აცნობა. “კომედი ჯგუფის“ ძირითადი შემადგენლობა “რუსთავი2“-ზე დარჩა. ისინი მაყურებლის წინაშე 27 სექტემბერს წარსდგებიან. “ვანოს შოუს“ კი “ნიკას შოუ“ ჩაანაცვლებს, რომელსაც ნიკა არაბიძე წაიყვანს.

 

 

 

“2020NEWS“





მსგავსი სიახლეები
„არ მინდა დავიჯერო, რომ განწირულები ვართ!“
„თუ გსურთ ჩემი ბედნიერება‚ საქართველოში დაბრუნების ნება მიშოვნეთ‚ სხვა არა გამხდის-რა ბედნიერად“
ემიგრაციაში მყოფი ქართველი მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში მოათავსეს
ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ევროკავშირის სამი ორგანიზაციის მმართველთა საბჭოს წევრად აირჩიეს
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქე ლაშა ხეთერელი გაათავისუფლა
თბილისის საშიში უბნები - სიცოცხლისთვის სახიფათო „თამაშები“
„მამუკა ხაზარაძე 1989 წლის 18 თებერვლის დარბევაში მონაწილეობდა - მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო ეს აწოწილი, შავტუხა ზონდერ-კომკავშირელი“
„მილის დაზიანების გამო, ვენტილაციის არხებით გაზი კაზინო „ბეთლაივსა“ და აფთიაქ „ფარმადეპოში“ შევიდა - საპატრულო პოლიციამ ხალხის ევაკუაცია მოახდინა“
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
„გუშინ, თანამენემსეებმა "ღუდუშაურშიც" მიიყვანეს ნარკოკომით ახალგაზრდა და გაიქცნენ - ამ იდიოტებმა კიდევ კანაფის ფესტივალიო“
როგორ „ერთობიან“ 13 -16 წლის ბავშვები დღეს - დაუყონვნებლივ მიმართეთ ნარკოლოგს ან ფსიქიატრს, რათა გამოირიცხოს სამომავლოდ მძიმე შედეგები
თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში” ორგანიზებული საპროტესტო აქცია ეროვნული ჰიმნით დასრულდა
ბარსელონას აეროპორტში ამ დროისათვის დარჩენილია საქართველოს 7 მოქალაქე - ისინი დღესვე შეძლებენ გამგზავრებას დანიშნულების მიხედვით
„თქვენ ხართ სახე ჩვენი ქვეყნისა - ამიტომაც, თქვენი კარგი, თუ ცუდი ქმედება საქართველოს სახელზე ახდენს გავლენას“
„ბრიტანელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა წერილზე ასევე, აღმოჩნდეს მაკედონელის, ნაპოლეონის, სტალინის, ბადრი ჯაფარიძის, ნიკანორ მელიას და სხვა დიდი ადამიანების თითის ანაბეჭდები“
"გილოცავთ ამბროსი ხელაიას ხსენების დღეს - უწმინდესი და უნეტარესი იყო დიდი მოღვაწე, თავდადებული მოღვაწე და ჩვენ თავსა და ქედს ვიხრით მის წინაშე“
ადესა – მომაკვდინებელი ღვინო, რომლის მიღებაც დაუშვებელია
„რომ გამოვეწერე, მას მერე ყოველ დილას 3 სანთელს ვანთებ - დიდია უფლის რწმენა, მე გადავრჩი”
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან, მთაში, ქართველმა მესაზღვრეებმა მამაკაცი გარდაცვლილი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კი დახოცილი იპოვეს