საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, ურუგვაისთან გამარჯვების შემდეგ, გულშემატკივრებს მადლობა ქართულად გადაუხადა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ახალზელანდიელმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ურუგვაისთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს დროშა მოიხვია და გულშემატკივრებს მადლობა ქართულად გადაუხადა: “საოცარი გულშემატკივრობა იყო. ძალიან დიდი მადლობა“. lelo.ge-ს ცნობით, მსოფლიო თასის ოფიციალურ საიტთან მიცემულ კომენტარში ჰეიგმა საქართველოს გამარჯვების მიზეზები ახსნა. „ურუგვაისთან მატჩი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ბიჭები ამას კარგად აცნობიერებდნენ. მსოფლიოს თასისთვის ბოლო ოთხი თვე თავდაუზოგავად ვვარჯიშობდით, ისევე როგორც ბოლო ოთხი წელი. ვიცოდით, რომ ურუგვაი სწრაფი გუნდია, თუმცა ჩვენი წინახაზელების შეჩერება გაუჭირდებოდა. ვეცადეთ მეტოქისთვის ჩვენი თამაში მოგვეხვია, დაცვაში ნაკლები შეცდომა დაგვეშვა, შეტევისას კი ძლიერად მივძალებოდით. ყველაფერი კარგად გამოვიდა. პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, მეორეში მეტი ენერგია ვიგრძენით და ამიტომაც გავიმარჯვეთ,“ - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველებმა ურუგვაის ნაკრებს ანგარიშით 33-7 სძლიეს და პრემიალური ქულის მოპოვებაც მოახერხეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ქართველთა 8 ნომერი ოთარ გიორგაძე დასახელდა.





მსგავსი სიახლეები
ქართულმა წყვილმა ფიგურულ სრიალში იუნიორთა გრან პრის ოქროს მედლები მოიპოვა
ბატუტზე მხტომელი ქართველი გოგონები იაპონიაში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ
ნონა გაფრინდაშვილი ისევ მსოფლიო ჩემპიონია
მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ თურქეთში სამი ოქროს მედალი მოიპოვა
სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა
მარიამ ჭანტურია ძიუდოში ევროპის ჩემპიონია
ძიუდოისტები ლაშა ბექაური და ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ
ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
17 ოქტომბერს, თბილისში გოლფის საერთაშორისო ტურნირი “Taste & Play” საზეიმოდ გაიხსნება - დეტალები
ლუკა კურტანიძე მსოფლის სამგზის ჩემპიონი გახდა ვეტერან მოჭიდავეთა შორის
რა უპასუხა მილტონ ჰეიგმა იაპონელი მასპინძლების შეცდომას - რაგბის დასრულების შემდეგ ორგანიზატორებმა ვალერი მელაძის რუსული სიმღერა ჩართეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, ურუგვაისთან გამარჯვების შემდეგ, გულშემატკივრებს მადლობა ქართულად გადაუხადა
ალინა ბუტაევას და ლუკა ბერულავას წყვილმა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია აიღო
ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
"საქართველო უნდა დაამატონ 6 ერში, ისინი გაიზრდებიან ტოპ გუნდებთან ხშირი თამაშით და არა ოთხ წელიწადში ერთხელ"
„საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბებს, რომ ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოეცათ“
ბექა ლომთაძემ ფინალში რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
პარიზის მსოფლიო ველორბოლის გამარჯვებული ქართველი ალექსანდრე გეგეჭკორი გახდა
ბევრ მწვრთნელს მაგალითად მოუყვანია შენგელიას საგოლე ალღო, მაგრამ იმასაც დასძენდნენ, ეს არ ისწავლება, გოლს შენგელიასავით უნდა გრძნობდეო.''