წლის ბოლოს ორნიშნა ინფლაცია იქნება - პირველი ნახტომი უკვე შესრულებულია

“სექტემბერში ინფლაცია არნახულად გაიზარდა და ერთბაშად 6.4%-ს მიაღწია. პირველადი დანიშნულების საგნები კი უკვე 11%-ით გაძვირდა. ახლა შედარებით იაფი პერიოდია და ფასების ზრდის შეჩერება ვერაფრით ხერხდება. წლის ბოლოდ, როცა იმპორტდამოკიდებულება გაიზრდება, ინფლაცია დიდი ალბათობით ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწევს. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის განახლებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რამაც საგანგაშო სურათი გამოააშკარავა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოში ფასების საერთო დონე 6.4%-ით გაიზარდა. ამ მასშტაბის ინფლაციაც ქვეყანაში 2017 წლის შემდგომ არ ყოფილა", - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, წლის ბოლოს ორნიშნა ინფლაცია იქნება - პირველი ნახტომი უკვე შესრულებულია / სექტემბერში ფასები არნახულად გაიზარდა, სურსათის ნაწილში ინფლაცია უკვე 11%-ს აჭარბებს.

 

"ინფლაციის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებამ გამოიწვია. ცალკეული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ფასების მატება ასეთია: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასი გაიზარდა 11.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.49 პროცენტული პუნქტით აისახა. გაძვირებულია თევზეული (16.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (14.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (12.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10.8 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.6 პროცენტი), ასევე ზეთი და ცხიმი (3.0 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაზრდილია 14.6 პროცენტით, რაც 0.97 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ტრასპორტის მხრივ დაფიქსირდა ფასების 3.9-პროცენტიანი მატება, რამაც 0.47 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"საკამოდ გაძვირდა დასვენება, გართობა და კულტურა. აქ ფასები გაზრდილია 6.9 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წილმა წლიურ ინდექსში 0.39 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯანმრთელობის დაცვის სექტორში ფასის მატებამ 4.0 პროცენტი შეადგინა, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ლარის კურსი ყოველდღიურად და რეკორდულად უფასურდება და მას მიჰყვება ინფლაციაც. ამიტომ გასაკვირი არ არის, რასაც სტატისტიკა აჩვენებს. პროფესორი პაატა აროშიძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ ადგილობრივი პროდუქტია ბაზარზე და როცა ისიც გამოილევა, გაცილებით უარესი შედეგი გვექნება. ჩვენ ვართ მომხმარებელი ქვეყანა და არა მწარმოებელი. უფრო საეჭვო იქნებოდა რომ არ დაეფიქსირებინათ ეს შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტო-სექტემბერში შემდეგ ინფლაციის მაჩვენებელი გაზრდილია, ბაზარზე სიძვირე ძალიან მტკივნეულად ჯერ არ იგრძნობა, რადგან ადგილობრივი პროდუქცია კიდევ არის ბაზარზე”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"ფასები იზრდება ყოველდღიურად და საბოლოოდ დადგება კიდეც მონეტარული პოლიტიკის გამტარებელი ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხი, ეს არის გარდაუვალი. რთული მდგომარებაა რეგიონებშიც. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკა მიბმულია ტურიზმზე, შესაბამისად, ადგილობრივებისათვისაც ფასები 10-25%-ით მეტია, ვიდრე არასაკურორტო ზონებში”, - ამბობს "რეზონანსთან" აროშიძე. გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ბოლო ორ სხდომაზე სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი ჯამში 1%-ით, 7.5%-მდე გაზარდა. ეროვნული ბანკის ნაბიჯს უკან მიდევნებულ ლამპარს უწოდებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე. მისი თქმით, პირველადი მოხმარების საგნებზე ინფლაცია უკვე ორნიშნა რიცხვს აღწევს. ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც გამოქვეყნდა ეს ერთი უბედურებაა, მაგრამ მეორე უბედურება არის პირველადი დანიშნულების საქონელზე ფასის საგანგაშო მატება. საშუალოდ რომ ავიღოთ სურსათის ნაწილში 11%-ზე მეტია ინფლაციის მაჩვენებელი. მოგეხსენებათ, რაც უფრო ღარიბია ადამიანი მისთვის ინფლაციის მაჩვენებელი მეტ წნეხს ახდენს, რადგან მათ კალათაში ყველაზე მეტია სურსათის წილი”, - დასძენს გამოცემა.

 

"ინფლაციაზე ორმა მომენტმა მოახდინა უარყოფითი ზეგავლენა. ერთია სურსათის მასობრივი გაძვირება და აქციზი, მეორე კი ეროვნული ვალუტის გაუფასურება. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოქმედებს ასე ძალიან რომ 70-75%-ით ვარ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. ეროვნულმა ბანკმა კატასტროფის მოახლოება იგრძნო და ბოლო პერიოდში გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, ხოლო კომერციული ბანკებისათვის შეამცირა დოლარში სარეზერვო მოთხოვნა. ეს არის ამ ეტაპზე ერთადერთი იმედი, რომელიც გრძელვადიან პერიოდში მაინც იქნება შედეგის მომტანი. მიუხედავად ამისა, სებ-ის ნაბიჯი უკან მიდევნებული ლამპარივითაა”, - განუცხადა "რეზონანსს" სოსო არჩვაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.





მსგავსი სიახლეები
წერილების სერია კონგრესიდან და მისი პოლიტიკური შედეგები
“სამწუხაროდ, არა გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელზეც ხალხს გაუჩნდებოდა განწყობა, რომ მას შეუძლია ძალაუფლების გადაბარება”
რა ხდება უხანში? - Deutsche Welle
“ოპოზიციამ წულუკიანს ყოველდღე მადლობები უნდა უხადოს”
რატომ გაძლიერდა დასავლეთის კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ და რა შედეგები ექნება ამას ქვეყნისთვის
არანაირი გაიაფება არ იქნება! - შეიძლება ზოგი რამ გაძვირდეს კიდეც
მინისტრი თავის გადადგომას აანონსებს - რატომ მიდის თეა წულუკიანი და ვინ წავა მთავრობიდან მასთან ერთად
რატომ არ ამოწმებენ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს კორონავირუსზე
რამ შეიძლება აიძულოს ივანიშვილი პრემიერად დაბრუნდეს
“საკითხავია, ივანიშვილს აქვს კი არჩევანის საშუალება?”
“ივანიშვილის პრემიერობას გამოვრიცხავ: მან იცის, რომ საჯარო პოლიტიკა, პრემიერ-მინისტრობა მისი საქმე არ არის”
რატომ ალაპარაკდა სოხუმი საქართველოსთან დიალოგზე
რას უპირებს კალაძეს ივანიშვილი
პუტინი პრეზიდენტობას “ეროვნულ ლიდერობაში” ცვლის - რევოლუციური ცვლილებები მოსკოვში
ახალგორელების ტყვეობის 133-ე დღე - რა ბედი ეწევა 1500 ადამიანს, ისევ გაურკვეველია
"ლავროვის თბილისში ჩასვლის შანსი მინიმალურია" - რუსული მედია
"ივანიშვილი საქართველოსთვის ბევრად უფრო უკეთესი მოვლენაა, ვიდრე პლახოტნიუკი მოლდოვისთვის"- გია ხუხაშვილი
რა არ აპატია მოსკოვმა გალელებისთვის “უტიფარ“ და "კაცთმოძულე“ ხაჯიმბას
„საქართველო შესაძლოა, გარკვეულ ძალებს წერტილოვანი დარტყმებისთვის აერჩიათ“
“აფხაზური ოპოზიციის უკან ანქვაბი დგას” - პაატა დავითაია