თურქეთის ინტერვენცია სირიაში – დიდი საფრთხე რეგიონის, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისთვის

სირიაში თურქეთის სამხედრო აქტიურობას, რომელიც აშშ–ის მოკავშირე ქურთების წინააღმდეგაა მიმართული, უკვე მოჰყვა ანკარისთვის არასასურველი ეკონომიკური ეფექტი. ეს კი, დიდი ალბათობით, რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკებსაც შეეხება.

თურქული ლირა აშშ დოლართან მიმართებაში ერთ დღეში 2%–ით გაუფასურდა, ამასთან ომის მოლოდინები აისახა საფონდო ინდექსზეც, BIST 100–ის ძირითადი აქციების ინდექსი 0,45%–ით შემცირდა.


რეგიონში შექმნილ ახალ გამოწვევებთან და მოსალოდნელ მძიმე ეკონომიკურ ეფექტებთან დაკავშირებით M2B ექსპერტს საბანკო–საფინანსო საკითხებში, პროფესორ გიორგი ცუცქირიძეს ესაუბრა.


– რამდენად რეალურია ვაშინგტონის მხრიდან ანკარისთვის მძლავრი სანქციების დაწესება?


– ის რომ ამერიკა სერიოზულ სანქციებზე წამსვლელია გარდა ტრამპის მუქარისა, ამერიკელი სენატორის დემოკრატიული პარტიიდან ლინდსი გრეჰემის განცხადებაც ცხადყოფს. თურქეთის მხრიდან სირიაში სამხედრო ოპერაციას გაგრძელების შემთხვევაში, კონგრესი ანკარისთვის სანქციების ორპარტიულ კანონპროექტს განიხილავს, ხოლო კრიზისის გაღრმავების სცენარში თურქეთისათვის არც ნატოს წევრობის შეჩერებაა არის გამორიცხული.


თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მართალია 7 ოქტომბერს, თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა სირიის და ერაყის საზღვარზე ორი ხიდი გაანადგურეს, თურქეთმა ამ რაიონში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება, აშშ–ის მუქარის გამო, რამდენჯერმე უკვე გადადო.


– სირიაში განვითარებულ მოვლენების პესიმისტური სცენარით განვითარებაში, რა საფრთხეები ექმნება საქართველოს ეკონომიკას, რომლის მთავარი სავაჭრო პარტნიორიც თურქეთია?


– თუ ჩვენ გავაანალიზებთ გასულ წლებში თურქული კრიზისების ზეგავლენას ქართულ ეკონომიკაზე, იგი ნეგატიურ ხასიათს ატარებდა და პირველ რიგში ლირას რყევები სერიოზულად ზემოქმედებდა ლარის გაცვლით კურსზე აშშ დოლართან მიმართებაში. მაგრამ, შედარებით ხანგრძლივი კრიზისის შემთხვევაში, ანუ თუ თურქეთმა მაინც გადაწყვიტა სამხედრო ოპერაციის გაგრძელება და ჩაერთო ფართომაშტაბიან ომში სირიის დემოკრატიულ ძალებთან, რომლის შემადგენლობაში ქურთული რაზმებიც შედიან, ეს თურქულ ეკონომიკაზე არა თუ ნეგატიურად აისახება, არამედ ეკონომიკის ვარდნასთან ერთად თურქული ლირის მნიშვნელოვანი რყევებიც შეიძლება გამოიწვიოს, რადგან დაიწყება ქვეყნიდან უცხოური კაპიტალის მასიური გასვლა.


ამ შესაძლო სცენარის დადგომისას, მისი ზეგავლენა ჩვენს ეკონომიკაზეც არასახარბიელო იქნება. რადგან ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ რეალობიდანაც, რომ თურქეთი არის ჩვენი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა, რაც ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს როგორც ინვესტიციებზე, ასევე ტურიზმზეც და ფულად გზავნილებზეც – ანუ სავალუტო შემოდინებებზე მთლიანად.


აქედან გამომდინარე, ომის სცენარი იქნება ჩვენთვისაც არასასურველი, თუმცა იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ანკარა სიტუაციის ბოლომდე ესკალაციაზე მაინც არ წავა და პირველ რიგში სწორედ ეკონომიკური მრუდე პერსპექტივის გამო. თუმცა საქართველო ყველანაირი პესიმისტური სცენარისთვის მზად უნდა იყოს.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 22 ოქტომბრის 17:00 საათისთვის
"დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ამ პროექტს დავძრავთ" - ნათია თურნავა ანაკლიის განვითარების პროექტზე
რას ვყიდით და ვყიდულობთ მეზობელ ქვეყანასთან - TOP-5 პროდუქტი
„საქართველო ბევრ სფეროში სამაგალითო ქვეყანაა და ვეცდებით გარკვეული ნაწილი გადმოვიღოთ" - ელიორ განიევი
"ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებით, ჩვენი ქვეყანა რეგიონში უნიკალურია და დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს"
"ჩვენ საქართველოს აღვიქვამთ როგორც კარიბჭეს, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, ევროპის და დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის"
„თანხა, რომლის სანაცვლოდაც Van Oord-ი კონსორციუმის 4%-იანი წილის მფლობელი გახდა, დაახლოებით 5 მილიონი დოლარია - ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 21 ოქტომბრის 17:00 საათისთვის
"რუსთავის აზოტის ქარხანა საქართველოს არა მხოლოდ ერთ-ერთი მსხვილი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური საწარმოა"
გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტი გაეშვა
„მთავარი არხის“ წილის 2% „საქართველოს უნივერსიტეტმა“ იყიდა, რომლის მეწილეები გიული და ნიკოლოზ ალასანიები არიან
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 ოქტომბრის 17:00 საათისთვის
"ცვლილებები გავლენას ახდენს რეკლამის გამავრცელებელ კომპანიებზე, მათ შორის მედიაზე"- ირაკლი ლექვინაძე აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე
"თურქეთში ახალი ეკონომიკური შოკი ჩვენს ეკონომიკაზე ნეგატიურ ზეგავლენას ნამდვილად იქონიებს"
"საქართველო სსფ-ის მხარდაჭერილი პროგრამის მიმართულებით კარგად პროგრესირებს"- IMF
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 17 ოქტომბრის 17:00 საათისთვის
"გარკვეულ ჯგუფებსა და პოლიტიკოსებს არ მოსწონთ ჩვენი რეფორმები და ორკესტრირებული შავი პიარით ცდილობენ ყალბი ინფორმაციების გავრცელებას"
„თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პასუხობს
ერთი აშშ დოლარის ღირებულება 16 ოქტომბრის 17:00 საათის მონაცემებით
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ უზრუნველყო არათუ საერთაშორისო ბანკებთან მოლაპარაკების დამთავრება, არამედ კაპიტალის შევსებაც"