„მინდა არგენტინაში მოვკვდე“ - რობერტ სტურუა

„ვინ არის იგი დღეს - განთქმული რეჟისორი, დიდებით მოსილი, თუ თვითირონიით სავსე მოხეტიალე ყარიბი, რომელიც აზრის მუდმივ ძიებაშია? რობერტ სტურუა ორივეა. ყველანაირი დონის გამოცდილებით დაბრძენებული, იგი ისევ მზადაა საკუთარ თავს დასცინოს, მზადაა ძალადობის წინააღმდეგ აღსდგეს და ცხოვრებით გაიხაროს. მისთვის დრო ძველებურად მხოლოდ შესაძლებლობის რეალიზების საშუალებას წარმოადგენს. ბოლო წლებში რობერტ სტურუა სულ უფრო მეტად იხრება სცენური იგავ-არაკებისკენ, ანატომის როლს კი მეზღაპრეზე ცვლის...

 

სტუმრობისას იგი სქელ და ლამაზ ალბომს მჩუქნის. მასზე წარწერაა - „რობიკო“. წითელი ყდის მიღმა ფოტოსურათებზე მისი თითქმის ყველა სპექტაკლი წარმოდგენილი. ვეკითხები: „ეს შემოქმედების შეჯამებაა თუ...?“ რობერტ რობერტოვიჩი ხელს იქნევს: „არა, რა შეჯამება...“, - ასე იწყება ვრცელი ინტერვიუ ქართველ რეჟისორთან, რომელიც მას რუსული «Новая газета»-ს კორესპონდენტმა მარინა ტოკარევამ ჩამოართვა.

 

ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა საქართველოსა და ქართული ინტელიგენციის მიმართ რობერტ სტურუას დამოკიდებულებას ეხება:

 

- როგორი გახდა საქართველო XXI საუკუნეში?

- ისეთი, როგორიც ყოველთვის იყო. ვერასდროს გაერთიანება ვერ შეძლო. მე არ შემიძლია ავხსნა ქართველების ერთმანეთზე ასეთი უცნაური გაბოროტებისა და ჩვენს შიგნით არსებული მუდმივი აფორიაქების მიზეზები. ყველა პოლიტიკაზე ლაპარაკობს, მაგრამ როცა ჩაუკვირდები, დაინახავ, რომ საქმე ელემენტარულ კორუფციას ეხება. ძალიან მალე მიხვდები, რომ სიტყვების ქვეშ ფული იმალება. გალაქტიონ ტაბიძეს აქვს საოცარი ლექსი - „წიწამურში რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა დათავდა დიდი“, ანუ იქ მომხდარი გასროლით საქართველოს იმედები დასრულდა.

 

- მაგრამ სადაა სახელოვანი ქართული ინტელიგენცია?

- [ინტელიგენცია] ჩუმად ზის, რადგან მას გენეტიკური ხსოვნა აქვს იმის შესახებ, რაც 1930-იან წლებში და მოგვიანებით დამართეს. და კიდევ იმიტომ, რომ დღევანდელი ნადუღის ქაფში მოტივტივე არსებები ისეთი თავხედები არიან, რომ არაფერს არ თაკილობენ, ყველაფერზე მიდიან. მათთან ბრძოლა შეუძლებელია. ანუ როგორც „დრაკონშია“ - თითქოს კლავ, მაგრამ ის შენშია!

 

- არსებობს ისეთი სარეჟისორო მიდგომები, რომლებსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებთ?

- დიახ, რეჟისურაში მე ყველაზე ძალიან მომწონს ბრეხტისებური გაუცხოება. პრობლემების ძიება, რომლებსაც შევეჩვიეთ, უკვე ვეღარ ვამჩნევთ და ამ დროს თეატრი მათ ამოყრის, გვახსენებს და ამ დროს ხვდები, რომ სიყვარული, მაგალითად, სასიამოვნო რამ კი არ არის, არამედ შემზარავი ბრძოლაა - როგორც არგენტინულ ტანგოში. ტანგო ვალსივით სენტიმენტალური არ არის, მაგრამ მასში პოეზიაა, ფილოსოფია, ინსტინქტები, ვნება... მასში ცოტა ისიც არის - „მე შენ მიყვარხარ, მაგრამ დედა უფრო მიყვარს“.

 

- და ეს მხოლოდ არგენტინულშია?

- დიახ! მე თვითონ ნატურით არგენტინელი ვარ, ვოცნებობ არგენტინაში მოვკვდე. მე იქ შვიდი სპექტაკლი დავდგი. ბუენოს-აირესის ქუჩებში მცნობენ, გაჰყვირიან - „რობერტო, რობერტო!“. იქ ყოფნა ძალიან მსიამოვნებს.

 

- მაგრამ რატომ არგენტინაში?

- იქ ერთმანეთთანაა შეთავსებული სხვადასხვა ეროვნებების წარმომადგენლები - იტალიელები, ესპანელები, ებრაელები, გერმანელები, სლავები... არგენტინაში ადამიანთა განსაკუთრებული რასა ჩამოყალიბდა. სხვათა შორის, [ყოფილი] ფაშისტებიც ბევრია, რაც ძალიან იგრძნობა. მათ თავიანთი მძიმე გამოცდა გაიარეს და ახლა ძალიან განიცდიან, რომ მათ დღემდე ვერ აპატიეს ჩადენილი უბედურება.

 

წყარო:
https://www.novayagazeta.ru/…/82279-robert-sturua-umeret-ya…

 

მოამზადა სიმონ კილაძემ





მსგავსი სიახლეები
საქართველოს “კრავთა დუმილი” და დიდი “გეოპოლიტიკური ტრაგედია”
რა საიდუმლო შეტყობინება მიიღეს ნატოს სამხედროებმა მობილურზე
“ჩვენ ვკარგავთ საქართველოს...” - განგაში დასავლეთის ანალიტიკურ წრეებში
"როცა ქვეყანა ნატოს წევრი ხდება, მისი ეკონომიკა იზრდება“ - როუზ გეტემიულერი ალიანსში საქართველოს მიღების შესახებ
“სირიის მოვლენებმა მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი თავდაყირა დააყენა”- საქართველო ლტოლვილთა ნაკადის საფრთხის წინაშე
“ერდოღანმა თურქეთი კატასტროფის წინაშე დააყენა”
ბანკებმა 700 მილიონი დოლარი უკვე მიიღეს - როდის დაიწყება ლარის გამყარება?
საქართველო ახალი საფრთხის ქვეშ - “რეგიონალურ ომში ჩაერთვება სირია, თურქეთი, შესაძლოა რუსეთი, აშშ და ირანიც”
“პრეზიდენტი აჩვენებს, რომ ის სახალხო პრეზიდენტი არაა”, - გამზარდია
ირანში ქალებს სტადიონზე შესვლისა და ფეხბურთის მატჩებზე დასწრების ნება მისცეს
რაზე შეთანხმდნენ ალიევი და გახარია - დავითგარეჯის მისია შესრულებულია?
არსებობს თუ არა კიდევ ერთიანი დასავლეთი და ვისი მხარდაჭერის იმედი აქვს საქართველოს
„ჩვენ ვუფრთხილდებით მეგობრულ ურთიერთობას ქართველ ხალხთან“ - ინტერვიუ სერგეი ვერშინინთან
„მინდა არგენტინაში მოვკვდე“ - რობერტ სტურუა
ოკუპანტები ჩორჩანას ტყეში სრულფასოვან სამხედრო ბაზას აშენებენ
“ხაზარაძის განცხადებაზე ყაყანის ატეხა “ოცნების” პოლიტტექნოლოგიის ნაწილია”
წლის ბოლოს ორნიშნა ინფლაცია იქნება - პირველი ნახტომი უკვე შესრულებულია
დედაქალაქიდან ტაქსები გაქრა, მგზავრობა კი გაძვირდა
“ოცნების” მმართველობის შვიდი წელი საერთო ჯამში ძალიან წარუმატებელი და ანტიხალხოსნურია”
მზად არის თუ არა დასავლეთი საქართველოს დასაცავად - “მსოფლიო წესრიგი კარდინალურად იცვლება”