"ხომ არ გახსოვთ 1997 წელს ვინ იყო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და პასუხისმგებელი ყველა კანონზე? სააკაშვილი თუ ადეიშვილი?"

"ხომ არ გახსოვთ 1997 წელს ვინ იყო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და პასუხისმგებელი ყველა კანონზესააკაშვილი თუ ადეიშვილი?" - აღნიშნული კითხვით ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს მიმართა. 

 

მისი თქმით: „თქვენ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გამუნათებდნენ 1997 წელს მიღებული კანონებისთვის. ხომ არ გახსოვთ შემთხვევით, ვინ იყო იმ დროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს კანონებზე"?

 

მამუკა მდინარაძის შეფასებით ტელეკომპანია „იბერიას" მფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი 50 მილიონი ვალი დააგროვა, ნიკა გვარამიამ კი 27-28 მილიონი და ახლა თავის მსხვერპლად წარმოჩენას ცდილობენ. „ოთხმოც მილიონამდე თანხა გააერთიანეს და ახლა იბერიის შენობაში განთავსებულები, თავის მსხვერპლად წარმოჩენას ცდილობენ", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მისი განცხადებით, „იბერია", რომელიც მეპატრონეს წაართვეს, „ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს დაუბრუნდა მეპატრონეს. ასევე, წართმეული „რუსთავი 2"  თავის მეპატრონეს სტრასბურგის გადაწყვეტილებით დაუბრუნდა.

 

„დღეს რომან გოცირიძე გამოდის და ამბობს, თითქოს „რუსთავი 2" გახსნილი იყო ჯიხურში, შემდეგ გაამდიდრეს ტელევიზია, შექმნეს მძლავრი მედიასაშუალება და თითქოს ამით ამართლებენ რუსთავი 2-ის ოკუპაციას. 80 მილიონი ხალხის ფულით გვიტევენ ფეიკ ნიუსებით. ერთი მხრივ გასაგებია, რომ რამდენიმე დღეში მივეცით საშუალება, რომ გაეხსნათ ტელევიზია, მაგრამ მეორე მხრივ, ხომ არ გვაქვს სერიოზული ხარვეზი ის, რომ ეს თანხა დღემდე გადაუხდელია", - აღნიშნული კითხვით მამუკა მდინარაძემ შალვა თადუმაძეს მიმართა.

 

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ასევე, დაინტერესდა მოსამართლეობის კანდიდატის აზრით იმასთან დაკავშირებით რომ თუ  ქვეყანა წავიდა  ავტორიტარიზმისკენ და შეუძლებელია ადამიანის უფლებების რეალიზება ასეთ ქვეყანაში, აქვს თუ არა ადამიანს იარაღის ხელში აღების და გამოყენების უფლება ასეთი რეჟიმის წინააღმდეგ. „თუ იმდენად ავტორიტარულია ქვეყანა, რომ შეუძლებელია არჩევნების უფლების რეალიზება, ამ შემთხვევაში ადამიანს აქვს თუ არა იარაღის ხელში აღების უფლება, ასეთი რეჟიმის წინააღმდეგ?", - იკითხა მამუკა მდინარაძემ. იგი ასევე დაინტერესდა თუ რა გარანტია აქვს საზოგადოებას იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, შალვა თადუმაძე, (იმ შემთხვევაში თუ მის კანდიდატურას პარლამენტი მხარს დაუჭერს) იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი იმის გათვალისწინებით, რომ ის 2012 წლიდან მოყოლებული არის მმართველი გუნდის წევრი.

 

„რა გარანტია აქვს ხალხს, საზოგადოებას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, შალვა თადუმაძე, თუ მას პარლამენტმა მხარი დაუჭირა, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული იყო გუნდის წევრი, იქნება ობიექტური და არავის სასარგებლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს მათ შორის, იქნება ობიექტური იმისდა მიუხედავად ვისაც და მი მის რომელ თანაგუნდელსაც არ უნდა შეეხებოდეს საქმე" - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 





მსგავსი სიახლეები
რას აცხადებს დავით ზალკანიანი გიორგი გახარიასა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ
"საქართველოს საერთო წინსვლა აყალიბებს ინვესტიციებისადმი კეთილგანწყობილ გარემოს, რაც ჯეროვნად ითარგმნება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში"
„რუსეთი ძველებურადაა დაინტერესებული საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებით“
„საქართველო არა მარტო ინვესტიციებისთვის და ბიზნესის კეთებისთვის არის საუკეთესო ქვეყანა, არამედ ის ღვინის სამშობლოცაა და ქართველები მასპინძლობით პირველები ვართ მსოფლიოში“
საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრო
საქართველო პირველი ქვეყანაა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რომელთანაც გაერთიანებულმა სამეფომ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მიმართ დაინტერესებას უამრავი ქვეყანა იჩენს და წელს რეკორდული რაოდენობის დელეგატი მონაწილეობს“
"გვესმის, რომ სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია და ქართულ ბიზნესს სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა"
„აი, ეს კოხტაპრუწა ჰყავდათ "ქართული ოცნების" სპიკერად, ახლა ბოკერიას რომ შეჰყურებს დასჯილი ძაღლივით, რომელმაც ახლახან ფაჩუჩები დაღრღნა“
„იმედი ვიქონიოთ, რომ ანაკლიის კონსორციუმს ეყოფა ნამუსი, არ შევიდნენ სასამართლო პროცესში, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში ქართველ სპორტსმენს, ლევან გორგაძე-ტოჩინოშინს შეხვდა
სოფელ ატოცთან, საოკუპაციო ხაზთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ჩავიდნენ
ჟურნალისტებს შაქშაქეთის საგუშაგოდან ატოცში, საოკუპაციო ხაზის მიმართულებით გადაადგილების საშუალება მისცეს - შეიარაღებული ოკუპანტები პროცესს დურბინდებით აკვირდებიან
მიხეილ სააკაშვილი ბათუმში თურქეთის კონსულ მაქბულე ქოჩაკს მიმართავს და 2020 წლის არჩევნებისთვის მათი პარტიის მხარდაჭერასა და დახმარებას სთხოვს
„ჩვენი ძირითადი ვალდებულება და ფუნქცია, ვიდრე აქ ვართ, არის, ვემსახუროთ არა საკუთარ თავს, არამედ ხალხს“
„ინვესტორების მოძიების პრობლემა ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე დაიწყებოდა სისხლის სამართლის საქმე და დაიძაბებოდა ურთიერთობა ხაზარაძე-ჯაფარიძესა და მთავრობას შორის“
სოფელ ატოცის სიახლოვეს შეიარაღებულმა პირებმა საოკუპაციო ხაზის პერიმეტრი დატოვეს
„საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ყველაფერი კეთდება, რომ მშვიდად, განაგრძონ ჩვენმა მოქალაქეებმა ცხოვრება თავის მიწაზე“
„ესკალაციის საფრთხე დღესდღეობით არანაირად არ არსებობს, ატოცში შექმნილი ვითარება კონტროლს ექვემდებარება“
საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს