„ეს არის ცრუ ბრალდება, ძალიან მძიმეა, მაგრამ ცრუა. ბრალს არ ვაღიარებ - ახლა ბრძოლას ვიწყებ“

ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ თანაშემწის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. ჯიშკარიანს „ინტერპრესნიუსი“ ექსკლუზიურად ესაუბრა. როგორც საავადმყოფოში მყოფმა დეპუტატმა სააგენტოს განუცხადა, მისთვის ბრალის წარდგენა შოკისმომგვრელი იყო. ამასთან, ჯიშკარიანი აცხადებს, რომ სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას იწყებს.

 

„ეს არის ცრუ ბრალდება, ძალიან მძიმეა, მაგრამ ცრუა. ბრალს არ ვაღიარებ. კანონი რასაც ითვალისწინებს, სასამართლო იქნება თუ საგამოძიებო მოქმედებები, მზად ვარ, ყველაფერში მონაწილეობა მივიღო. არასდროს შემიშლია ხელი და არც გამოძიებისთვის მითქვამს უარი. რაც იყო იმასთან დაკავშირებით ჩვენება მივეცი. სიმართლე რომ გითხრათ, ბრალის წაყენებას არ ველოდი. საიდან? რანაირად? ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. ახლა ბრძოლას ვიწყებ და შეხედავს საზოგადოება, ჩემი მშობლები, ჩემი ამომრჩეველი, ნათესავები და თქვენც დაინახავთ“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

 

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს გუშინ, 8 ოქტომბერს, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.





მსგავსი სიახლეები
"თემირლან მაჩალიკაშვილი ახლა ტერორისტული ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად სასჯელს უნდა იხდიდეს, მაგრამ ის უბედურება მოხდა"
"უკაცრავად, კიტა იზორია მე უნდა დამესაჯა? რატომ გაუშვეს?" - ვახტანგ გომელაური
პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა
„მწვანე სკოლის" მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას" - ლონდა თოლორაია
საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს
თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე სუპერმარკეტ „სპარის“ თანამშრომლის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავეს
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
„ბრალდებული ზაზა მურჯიკნელი, დოდო გუგეშაშვილის გარდა, კიდევ ორმა პირმა ამოიცნო“
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კატეგორიულად უარყოფს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სრულიად უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებს“
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე პოლიციამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე თბილისში დააკავა
დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი შემთხვევისას გარდაცვლილ მურად წურწუმიას საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ
პოლიციამ კახეთში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ახმეტაში 33 წლის მწყემსმა 48 წლის მამაკაცს სანადირო თოფიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა
„რატომ მიყენებენ მე იარაღად, რატომ უთვალთვალებენ ჩემს შვილებს - რატომ უნდა ირღვეოდეს არასრულწლოვნების უფლებები?“
დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი ყოფილი ლეიტენანტი ზაზა მურჯიკნელია
გრიგოლ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობისა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავე
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
თბილისში, ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ახალშობილი იპოვეს
„ამ აჯაფსანდალში, რომელშიც თვითონ გაეხვია უსუსური და უუნარო ხელისუფლება, გამოსავალს ეძებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში“
„ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს - გურამ დონაძემ შეხვედრაზე უარი განაცხადა"