„ეს უსინდისობაა, სამართლებრივად კი, სისხლის სამართლის დანაშაულია, რადგან კარტერული შეთანხმებაა ფასებით ხალხის წინააღმდეგ”

„ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ და დეპუტატმა,  მირიან წიკლაურმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართას, რომელიც მედიკამენტების ფასებს ეხება. პრესკონფერენციაზე ჯონდი ბაღათურიამ პარტიის მიერ ჩატარებული კვლევა წარადგინა, რომელიც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში მედიკამენტებზე ფასების სხვაობას ასახავს.

 

,,შევისწავლეთ, მეზობელ ქვეყნებში, თურქეთში, რუსეთსა და საქართველოში, სააფთიაქო ქსელში სამომხმარებლო ბაზარი. ამჟამად, ჩვენი წარმომადგენლები სწავლობენ სომხეთისა და აზერბაიჯანის სამომხმარებლო ბაზარს, სადაც კატასტროფაა. საქართველოში დამზადებული წამალი ორჯერ იაფი ღირს, ვიდრე სომხეთში. დანაშაულებრივი შედეგებია საქართველოს სააფთიაქო ქსელში შექმნილი ვითარების თვალსაზრისით. ორი სახის „კაპტოპრილს“ წარმოგიდგენთ, რომელიც არის წნევის მარეგულირებელი წამალი, რასაც ყველაზე მოწყვლადი ფენა მოიხმარს. საქართველოში დამზადებული „კაპტოპრილის“ ფასი არის – 12 ლარი და 80 თეთრი, რუსეთში ნაყიდი „კაპტოპრილი“ კი ღირს – ერთი ლარი და 90 თეთრი. ფასებს შორის განსხვავება 673 პროცენტია. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა 25-მილიგრამიან „კაპტოპრილზე“; მისი ფასი საქართველოში 9 ლარი და 70 თეთრია, ხოლო რუსეთში – 77 თეთრია. განსხვავება არის 1260 პროცენტი. საქართველოში დამზადებული წნევის წამალი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე რუსეთში. ზუსტად იგივე ფასებია თურქეთშიც. იგივე ხდება „კარდიომაგნილზეც“, მისი ფასის სხვაობა 180 პროცენტამდეა. პირდაპირ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს არის შეთქმულება ხალხის წინააღმდეგ. მორალური კატეგორიით თუ ვიტყვით, ეს უსინდისობაა, სამართლებრივად კი, სისხლის სამართლის დანაშაულია, რადგან კარტერული შეთანხმებაა ფასებით ხალხის წინააღმდეგ”, – განაცხადა ბაღათურიამ.


„მირიან წიკლაურთან ერთად კანონპროექტი მოვამზადეთ, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკას ეყრდნობა, სადაც პირდაპირი რეგულაციებია დაწესებული მედიკამენტების ფასწარმოქმნის ყველა ეტაპზე; ეს ეხება დამზადების ეტაპს, საბითუმო და საცალო ვაჭრობას. კერძოდ, სახელმწიფო ადგენს ბარჟას, რამხელა ბარჟა შეიძლება, ჰქონდეს ფასწარმოქმნის ყველა ეტაპზე მედიკამენტებს და რამდენი შეიძლება, დაემატოს მედიკამენტის საწყის ფასს. ანუ, თუ მედიკამენტი ჯდება ლარი, მთავრობა დააწესებს მაგალითად ერთ ლარსა და 50 თეთრს და არა – 13 ლარს. ეს არ არის შამპანურის წარმოება, ეს არის ფარმაცევტია. ამით მთავრობა საკუთარ მოსახლეობას ზედმეტი ხარჯისგან დაიცავს“, – დასძინა ბაღათურიამ.

 

აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში განიხილავენ.

 





მსგავსი სიახლეები
თამარ კინწურაშვილმა „პირველი არხის“ არაერთი მსხვილი უძრავი ქონება გაყიდაა - ონლაინ გამოცემის სკანდალური ინფორმაცია
პროკურატურა 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლის, მიხეილ დვალიშვილის აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას გაასაჩივრებს
პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ უწყებაში ჩაბარებულ „მუქარის წერილის“ დედანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინდა
სახელმწიფო ვაზაგაშვილებს კომპენსაციას 18 იანვრამდე გადაუხდის
სვანეთში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ძმამ საკუთარი ძმა მოკლა
"პირი, რომელმაც მამუკა ხაზარაძეს მუქარის წერილი გადასცა, მზადაა გამოძიების დაწყებისთანავე ჩვენება მისცეს"
მამუკა ხაზარაძის ადვოკატები „მუქარის წერილის“ დედანს პროკურატურას 21 ოქტომბერს გადასცემენ
ნინოწმინდის სოფელ განძაში, მუშაობისას „ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელი დენის დარტყმით გარდაიცვალა
„მე ვიყავი პირველი შს მინისტრი, რომელიც მივედი პროკურატურაში არაერთხელ და მივეცი ის ჩვენება, რასაც კანონი ჩემგან მოითხოვდა - რა თქმა უნდა, იგივეს გავაგრძელებ“
შინაგან საქმეთა სამინისტრო, გურამიშვილის გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
ავჭალაში სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას რამდენიმე პირი დააკავეს
„ყოფილი რძლის მკვლელობა ოჯახისთვის პირველი შემთხვევა არ ყოფილა - 16 წლის წინ ირაკლი დეკანოიძის მამამ ახალციხეში მამაკაცი მოკლა“
"ჩვენ ვნახავთ, არის თუ არა ეს ფარატინა ფურცელი და თუ ფარატინა ფურცელია, გეტყვით, რომ ეს იყო ფარატინა ფურცელი"
შსს-ში გამართული შეხვედრის მონაწილეები, მშობლებს მოუწოდებენ, ბავშვების ასაკისთვის შეუსაბამო ფოტოებისა და ვიდეოების დამზადებისა და გასაჯაროებისგან თავი შეიკავონ
"ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროკავშირისა და გაეროს ანგარიშში ასახულია პროგრესი და დადებითად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები"
თბილისში, ვაზისუბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
პოლიციამ თბილისში, ფონიჭალასა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში 5 მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავა
ქსნის ციხეში 26 წლის ახალგაზრდა სასტიკად სცემეს
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილის 60%-ის დასაბრუნებლად დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სასამართლოს მიმართავენ