„დეპუტატის ქმედება არის თაღლითობა - თურმე შალვა თადუმაძე, ერთი, რომ სარდაფის ინსტიტუტში სწავლობდა და მეორე, ისეთ საგანს, როგორიც საერთაშორისო სამართალია, არ გადიოდა“

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრს ოთარ კახიძეს პასუხობს და მას თაღლითობაში ადანაშაულებს. საკუთარი დიპლომის თემას თადუმაძე იურიდიული კომიტიტეტის სხდომაზე საკუთარი ინიციატივით კიდევ ერთხელ დაუბრუნდა და აღნიშნა, რომ აპელირება, თითქოს მას საერთაშორისო სამართალი არ უსწავლია, რადგან ეს კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილ დოკუმეტში არ მოიძებნა, არის თაღლითობა.

 

„ის, რომ შეურაცხყოფა მივიღე, ეს ბუნებრივია. ერთ-ერთმა დეპუტატმა გადმომცა ნიშნის ფურცელი და მითხრა, რა ნიშანი მყავს საერთშორისო სამართალში და მერე მან აღნიშნა, რომ ეს ნიშანი ამ დოკუმენტში არ არსებობს, იმიტომ, რომ მე საერთაშორისო სამართლი არ მისწავლია. მე ოჯახიდან გადმოვაგზავნინე დედანის ასლი. აღნიშნულმა დეპუტატმა ისე დააქსეროქსა ნიშნის ფურცელი, რომ მას აკლია ბოლო ორი რიგი საგნების. როცა ვსაუბრობთ თაღლითობაზე, მგონი აღნიშნული დეპუტატის ქმედება არის ეს, რომ ამომრჩევლები და საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, შეგნებულად დააქსეროქსოს დოკუმენტი ისე, რომ საგნები არ ჩანდეს. შემდეგ კი კითხვა და ნარატივი შექმნას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომ თურმე შალვა თადუმაძე ერთი რომ სარდაფის ინსტიტუტში სწავლობდა და მეორე, ისეთ საგანს, როგორიც საერთაშორისო სამართალი იყო არ გადიოდა. ეს დოკუმენტი იმისთვის, თუ ვინ ითაღლითა,“ - აღნიშნა თადუმაძემ.





მსგავსი სიახლეები
„წამოიკიდეს! შედეგი: 2020 წელსაც "ქართული ოცნების" უმრავლესობა იქნება - ოპოზიცია დაეთანხმა კობახიძეს, რომ გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია“
„სიტყვას თუ არ აძლევთ, სელფის გადასაღებად მაინც დააჭერინეთ მიკროფონი - ოჯახში იტყვიან, სიტყვით გამოვედი და ტელევიზიებმა ამოჭრესო“
„საერთაშორისო მონაწილეების წახალისებით, მოსალოდნელია, რომ შემდეგი საუბარი შეეხება მაჟორიტარული ადგილების გადანაწილებას პარლამენტში“
„ოპოზიციასთან დღევანდელ შეხვედრაზე ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების მრავალმანდატიანით ჩანაცვლების ახალი იდეა გაჟღერდა“
„ტერიტორიები წაგვართვა და დაგვიოკუპანტა კი არა, იხვეწება, ბარემ სტამბული წაიღეთ, გურჯებო, თქვენი იახში თვალების ჭირიმეო და ჩვენ არ მიგვაქვს - ძალიან თავმდაბლები ვართ“
„ოპოზიციას რესურსად დარჩა კონტროლირებადი რადიო-ტელევიზიები, ინტერნეტ-პორტალები და სოცქსელები, სადაც არწმუნებენ საზოგადოებას, რომ ძლიერები არიან - არადა, სწორედ ეს არის სისუსტის ინდიკატორი!“
„სანამ დეოკუპაცია არ მოხდება და რუსეთი საქართველოდან არ გაიყვანს თავის ჯარისკაცებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე არანაირი დათმობები არ იქნება"
„ევროკავშირის დელეგაციის მიზანია, მხარი დაუჭიროს პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც ახლა დაიწყო და გაგრძელდება“
„თუ ისევ პარტიებისგან შემოსულ აჟიოტაჟს ავყვებით, პოლიტიკოსთა მარიონეტები გამოვალთ, რადგან პროპორციული სისტემა, ფინანსურადაც და პოლიტიკურადაც, პარტიებს აწყობთ და არა მოქალაქეებს“
ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
„უხერხულობა იცით რა არის? ჩვენი მთავრობა სამი დღის განმავლობაში „ტროლებს“ რომ ამუშავებდა და ისტერიკა იყო იმაზე, რომ ვიღაცას გამბედაობა აქვს, ელაპარაკოს პრობლემების მქონე მეორე მხარეს“
საქართველოს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს
„მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულები - გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“
„კალაძეს რომ მხარდამჭერები ჰყავს, იმდენს სიზმარში ვერ წარმოიდგენთ, თქვე უბადრუკებო - კახა კალაძის მსგავსი მერი არ ღირსებია თბილისს“
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს
„ნინო ბურჯანაძეს კონსტანტინე კოსაჩოვთან შეხვედრისას დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო ბოდიში არ მოუხდია“
"ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა" - გია ვოლსკი
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე განცხადებას ავრცელებს
"უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას მე გაძლევთ!" - მამუკა მდინარაძე
"შეუძლებელია, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეამ პარლამენტში მხარდაჭერა მოიპოვოს" - მამუკა მდინარაძე