გიორგი გახარია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს ოგტაი ასადოვს და ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა მილი მეჯლისის თავმჯდომარე ოგტაი ასადოვსა და ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. გიორგი გახარიამ შეხვედრებისას განაცხადა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი არიან მეგობრები, სანდო პარტნიორები და მათ წარმატებულ თანამშრომლობას ხელს ვერაფერი შეუშლის. საუბრისას ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, სტრატეგიულ პარტნიორობას და წარმატებულ ეკონომიკურ თანამშრომლობას. გარდა ამისა, აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოების ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ.

 

აზერბაიჯანში მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა და აღინიშნა, რომ ეს ვიზიტები მიუთითებს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ზვიად ძიძიგური. აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას ხსოვნას. ასევე, მთავრობის მეთაურმა გვირგვინით შეამკო „მარადიული ცეცხლის“ მემორიალი „შეჰიდების ხეივანში“.





მსგავსი სიახლეები
"საქართველოს საერთო წინსვლა აყალიბებს ინვესტიციებისადმი კეთილგანწყობილ გარემოს, რაც ჯეროვნად ითარგმნება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში"
„რუსეთი ძველებურადაა დაინტერესებული საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებით“
„საქართველო არა მარტო ინვესტიციებისთვის და ბიზნესის კეთებისთვის არის საუკეთესო ქვეყანა, არამედ ის ღვინის სამშობლოცაა და ქართველები მასპინძლობით პირველები ვართ მსოფლიოში“
საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრო
საქართველო პირველი ქვეყანაა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რომელთანაც გაერთიანებულმა სამეფომ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მიმართ დაინტერესებას უამრავი ქვეყანა იჩენს და წელს რეკორდული რაოდენობის დელეგატი მონაწილეობს“
"გვესმის, რომ სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია და ქართულ ბიზნესს სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა"
„აი, ეს კოხტაპრუწა ჰყავდათ "ქართული ოცნების" სპიკერად, ახლა ბოკერიას რომ შეჰყურებს დასჯილი ძაღლივით, რომელმაც ახლახან ფაჩუჩები დაღრღნა“
„იმედი ვიქონიოთ, რომ ანაკლიის კონსორციუმს ეყოფა ნამუსი, არ შევიდნენ სასამართლო პროცესში, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში ქართველ სპორტსმენს, ლევან გორგაძე-ტოჩინოშინს შეხვდა
სოფელ ატოცთან, საოკუპაციო ხაზთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ჩავიდნენ
ჟურნალისტებს შაქშაქეთის საგუშაგოდან ატოცში, საოკუპაციო ხაზის მიმართულებით გადაადგილების საშუალება მისცეს - შეიარაღებული ოკუპანტები პროცესს დურბინდებით აკვირდებიან
მიხეილ სააკაშვილი ბათუმში თურქეთის კონსულ მაქბულე ქოჩაკს მიმართავს და 2020 წლის არჩევნებისთვის მათი პარტიის მხარდაჭერასა და დახმარებას სთხოვს
„ჩვენი ძირითადი ვალდებულება და ფუნქცია, ვიდრე აქ ვართ, არის, ვემსახუროთ არა საკუთარ თავს, არამედ ხალხს“
„ინვესტორების მოძიების პრობლემა ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე დაიწყებოდა სისხლის სამართლის საქმე და დაიძაბებოდა ურთიერთობა ხაზარაძე-ჯაფარიძესა და მთავრობას შორის“
სოფელ ატოცის სიახლოვეს შეიარაღებულმა პირებმა საოკუპაციო ხაზის პერიმეტრი დატოვეს
„საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ყველაფერი კეთდება, რომ მშვიდად, განაგრძონ ჩვენმა მოქალაქეებმა ცხოვრება თავის მიწაზე“
„ესკალაციის საფრთხე დღესდღეობით არანაირად არ არსებობს, ატოცში შექმნილი ვითარება კონტროლს ექვემდებარება“
საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
"განათლების სისტემური რეფორმა არ არის ის რეფორმა, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს"