„სამოქალაქო პროტესტის ისტორიაში მსგავსი არაკეთილსინდისიერი საქციელი არ არსებობს - არ ვაპირებ თქვენს კითხვებს პასუხი გავცე“ - შალვა თადუმაძე გიორგი მშვენიერაძეს

„არ ვაპირებ თქვენს კითხვებს პასუხი გავცე, - ასე მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარეს გიორგი მშვენიერაძეს. „კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიზანი ვფიქრობ, სწორედ რომ პოლიტიკური იყო. მათ უნდათ, ის კითხვის ნიშნები გაჩნდეს, რომლებიც რეალურად არ უნდა ჩნდებოდეს, მით უფრო, ჩემს განათლებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თქვენ აქ შუალედი არ გაქვთ. ან კანონები არ წაიკითხეთ, ან წაიკითხეთ და ვერ გაიგეთ, რაც ნიშნავს, რომ ხართ არაკვალიფიციურები და მეორე, თუკი ეს კანონები წაიკითხეთ და გაიგეთ, ხოლო შემდეგ დამალეთ და ის კომენტარები აკეთეთ თქვენი კოალიციის წევრებმა ჩემს განათლებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი საქციელი კოალიციის მხრიდან“, - განაცხადა თადუმაძემ.

 

თადუმაძემ მშვენიერაძეს განუცხადა, რომ ის არ არის იმ კვალიფიკაციის ადამიანი, რომელმაც შეიძლება მისი კეთილსინდისიერება შეამოწმოს. „მე აქ ვარ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი კანონით განსაზღვრული წესით და პარლამენტი უფლებამოსილია, შეამოწმოს ჩემი კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება. ჩემი კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება უნდა შეამოწმონ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ეს მაღალი მაჩვენებლები და შესაბამისი ლეგიტიმაცია. არ მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ ასეთი ადამიანი და თქვენ გაქვთ ეს თვისებები. ამ ბოლო ნაწილში არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ცოტა ადამიანი ვართ, ვინც დანაშაულის წინააღმდეგ ვიბრძვით და თქვენ, ბატონო გიორგი, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი პირის პირადი მობილური ტელეფონი გამოაცხადეთ საჯაროდ და საზოგადოებას მოუწოდეთ, მისთვის ნეგატიური მესიჯები მიეწერათ. სამოქალაქო პროტესტის ისტორიაში მსგავსი არაკეთილსინდისიერი საქციელი არ არსებობს. თქვენ არ გიფიქრიათ, ამას რა შედეგები მოჰყვებოდა. მე ზუსტად ვგრძნობ იმ კვალიფიკაციას, რომელზეც თქვენ საუბრობთ ჩემს განათლებასთან მიმართებაში და თუ ეს კვალიფიკაცია დამაკმაყოფილებელია, მაშინ ზუსტად ვგრძნობ იმ დამოკიდებულებას, რომელსაც თქვენ ახორციელებთ ამ პროცესის და კონკრეტულად ჩემ მიმართ. ამიტომ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მე თქვენს ვერც ერთ კითხვას პასუხი ვერ გავეცი. არ ვაპირებ თქვენს კითხვებს პასუხი გავცე“. - განაცხადა თადუმაძემ.





მსგავსი სიახლეები
„წამოიკიდეს! შედეგი: 2020 წელსაც "ქართული ოცნების" უმრავლესობა იქნება - ოპოზიცია დაეთანხმა კობახიძეს, რომ გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია“
„სიტყვას თუ არ აძლევთ, სელფის გადასაღებად მაინც დააჭერინეთ მიკროფონი - ოჯახში იტყვიან, სიტყვით გამოვედი და ტელევიზიებმა ამოჭრესო“
„საერთაშორისო მონაწილეების წახალისებით, მოსალოდნელია, რომ შემდეგი საუბარი შეეხება მაჟორიტარული ადგილების გადანაწილებას პარლამენტში“
„ოპოზიციასთან დღევანდელ შეხვედრაზე ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების მრავალმანდატიანით ჩანაცვლების ახალი იდეა გაჟღერდა“
„ტერიტორიები წაგვართვა და დაგვიოკუპანტა კი არა, იხვეწება, ბარემ სტამბული წაიღეთ, გურჯებო, თქვენი იახში თვალების ჭირიმეო და ჩვენ არ მიგვაქვს - ძალიან თავმდაბლები ვართ“
„ოპოზიციას რესურსად დარჩა კონტროლირებადი რადიო-ტელევიზიები, ინტერნეტ-პორტალები და სოცქსელები, სადაც არწმუნებენ საზოგადოებას, რომ ძლიერები არიან - არადა, სწორედ ეს არის სისუსტის ინდიკატორი!“
„სანამ დეოკუპაცია არ მოხდება და რუსეთი საქართველოდან არ გაიყვანს თავის ჯარისკაცებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე არანაირი დათმობები არ იქნება"
„ევროკავშირის დელეგაციის მიზანია, მხარი დაუჭიროს პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც ახლა დაიწყო და გაგრძელდება“
„თუ ისევ პარტიებისგან შემოსულ აჟიოტაჟს ავყვებით, პოლიტიკოსთა მარიონეტები გამოვალთ, რადგან პროპორციული სისტემა, ფინანსურადაც და პოლიტიკურადაც, პარტიებს აწყობთ და არა მოქალაქეებს“
ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
„უხერხულობა იცით რა არის? ჩვენი მთავრობა სამი დღის განმავლობაში „ტროლებს“ რომ ამუშავებდა და ისტერიკა იყო იმაზე, რომ ვიღაცას გამბედაობა აქვს, ელაპარაკოს პრობლემების მქონე მეორე მხარეს“
საქართველოს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს
„მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულები - გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“
„კალაძეს რომ მხარდამჭერები ჰყავს, იმდენს სიზმარში ვერ წარმოიდგენთ, თქვე უბადრუკებო - კახა კალაძის მსგავსი მერი არ ღირსებია თბილისს“
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს
„ნინო ბურჯანაძეს კონსტანტინე კოსაჩოვთან შეხვედრისას დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო ბოდიში არ მოუხდია“
"ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა" - გია ვოლსკი
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე განცხადებას ავრცელებს
"უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას მე გაძლევთ!" - მამუკა მდინარაძე
"შეუძლებელია, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეამ პარლამენტში მხარდაჭერა მოიპოვოს" - მამუკა მდინარაძე