"მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს"

1923 წელს ბოლშევიკების მიერ ვაკის პარკში დახვრეტილი ქართველი გმირების სია

 

1. ანდრონიკაშვილი ალექსანდრე სიმონის-ძე. 51 წლის. გენერალ-მაიორი. ბოლო სიტყვა კომუნისტ ჯალათებს: „სახეზე გეტყობათ რომ გაკვირვებთ ჩვენი სულის სიმტკიცე – იქნება ქართველი ყველა ამისთანა (ხელს იშვერს კვანტალიანისკენ) გგონიათ? მრავალი ათასი ჩვენზე უკეთესები ზრდიან თავიანთ გულში თქვენდამი სიკვდილს!“
2. წულუკიძე ვარდენ გრიგოლის-ძე. 57 წლის. გენერალ-მაიორი. ბოლო სიტყვაში მან ასე მიმართა სასამართლოს: „სიკვდილით ვერ შეგვაშინებთ. ჩვენი სიკვდილი საქართველოს განთავისუფლების თავდებია. იგი დაასალკლდევებს ერის სიმტკიცეს, ერთი ათასად გაამრავლებს მებრძოლთ! გადაეცით ჩვენს ახლობლებს რომ დავიხოცეთ როგორც ქართველ პატრიოტებს შეჰფერით!“
3. ხიმშიაშვილი გიორგი ნიკოლოზის-ძე. 31 წლის. კავალერისტი. პოლკოვნიკი. მისი ბოლო საჯარო სიტყვები იყო: „თქვენ კარგად იცით რომ ბანდიტები არა ვართ! მალე დადგება დრო და თეთრი გიორგი მრისხანედ მოგთხოვთ პასუხს. გაუმარჯოს საქართველოს!“
ვაკის პარკისკენ მიმავალ გზაზე ხიმშიაშვილმა მოახერხა ხელების გახსნა, აართვა რევოლვერი კონვოის, გადახტა სატვირთო ავტომობილიდან, მაგრამ ხელიდან გაუვარდა იარაღი, დადევნებისას ორმა კომუნისტმა, აბაზოვმა და ამიროვმა ფეხები დაუცხრილეს, მძიმედ დაჭრილი პოლკოვნიკი პირველი ჩააგდეს ორმოში.
4. მუსხელიშვილი როსტომ ილიას-ძე. 35 წლის. პოლკოვნიკი. მას ეკუთვნოდა 1922 წლის დუშეთის მაზრის აჯანყების გეგმა, რომელიც წითელი არმიის მთიულეთში შეტყუებას და იქ სრულ განადგურებას ისახავდა მიზნად. ეს გეგმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის, შალვა ფავლენიშვილის და ლაშქარაშვილის რაზმებს უნდა აესრულებინათ.
5. აფხაზი კონსტანტინე ნიკოლოზის-ძე. 55 წლის. გენერალი. ილიას დისწული. სიკვდილის წინ მან ასე მიმართა ჯალათებს: "მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს".
კოტესთან ერთად დახვრიტეს 26 წლის რუისელი ლევან კლიმიაშვილი. "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი", - წაუწერია სიკვდილის წინ ლევანს მეტეხის ციხის კედელზე.
6. ზანდუკელი მიხეილ ნიკოლოზის-ძე. 29 წლის. უმცროსი ოფიცერი. მონაწილეობდა 1922 წლის დუშეთის მაზრის აჯანყებაში.
7. ბაგრატიონ-მუხრანელი სიმონ ლევანის-ძე. 27 წლის. როტმისტრი. კავალერისტი. 1921-1923 წლებში აქტიურად მოქმედებდა დუშეთში, გორსა და გარეკახეთში. 1922 წელს მეთაურობდა ლაშქარაშვილის რაზმის დანაყოფს.
8. ყარალაშვილი ფარნაოზ ლევანის-ძე. 24 წლის. როტმისტრი. 1922 წლიდან ეხმარებოდა გორის მაზრაში მოქმედ ქართველ პარტიზანებს.
9. კერესელიძე იასონ მათეს-ძე. 32 წლის. ქართული ლეგიონის მეთაურის და ქართველი ნაციონალისტების ლიდერის ლეო კერესელიძის ძმა. დახვრეტის წინ ციხის დერეფანში მყოფმა იასონმა სხვების გასამხნევებლად საქართველოს ჰიმნი „დიდება“ იმღერა, რასაც სხვა პატიმრებიც აყვნენ.

10. ქუთათელაძე ივანე გრიგოლის-ძე. 40 წლის. ოფიცერი. ადგენდა ოფიცრების საგანგებო რაზმს.
11. ჭიაბრიშვილი სიმონ იაგორის-ძე. 42 წლის. მონაწილეობდა 1922 წლის დუშეთის აჯანყებაში.
12. მაჭავარიანი ალექსანდრე მიხეილის-ძე. 51 წლის. პოლკოვნიკი.
პოლკოვნიკის ბოლო მიმართვა სასამართლოს: „ჩვენ არ გიპირებდით შებრალებას და არც თქვენგან მივიღებდით ლმობიერებას, ეს ჩვენი შეურაცხყოფა იქნებოდა!“
13. გულისაშვილი ელიზბარ ზაქარიას-ძე. 32 წლის. პოლკოვნიკი.
14. კლიმიაშვილი ლევან ირაკლის-ძე. 26 წლის. ჩოლოყაშვილის რაზმში აგზავნიდა ოფიცრებს.
15. ჩრდილელი დიმიტრი ნიკოლოზის-ძე. 29 წლის. გადმოცემის თანახმად დამარხეს ცოცხლად. უკანასკნელი დაკითხვის წინ დერეფანში შესძახა: „უთხარი მათ, რომ მე დამხვრიტეს, ვკვდები როგორც შეშვენის ნამდვილ ქართველს!“





მსგავსი სიახლეები
„არ მინდა დავიჯერო, რომ განწირულები ვართ!“
„თუ გსურთ ჩემი ბედნიერება‚ საქართველოში დაბრუნების ნება მიშოვნეთ‚ სხვა არა გამხდის-რა ბედნიერად“
ემიგრაციაში მყოფი ქართველი მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში მოათავსეს
ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ევროკავშირის სამი ორგანიზაციის მმართველთა საბჭოს წევრად აირჩიეს
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქე ლაშა ხეთერელი გაათავისუფლა
თბილისის საშიში უბნები - სიცოცხლისთვის სახიფათო „თამაშები“
„მამუკა ხაზარაძე 1989 წლის 18 თებერვლის დარბევაში მონაწილეობდა - მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო ეს აწოწილი, შავტუხა ზონდერ-კომკავშირელი“
„მილის დაზიანების გამო, ვენტილაციის არხებით გაზი კაზინო „ბეთლაივსა“ და აფთიაქ „ფარმადეპოში“ შევიდა - საპატრულო პოლიციამ ხალხის ევაკუაცია მოახდინა“
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
„გუშინ, თანამენემსეებმა "ღუდუშაურშიც" მიიყვანეს ნარკოკომით ახალგაზრდა და გაიქცნენ - ამ იდიოტებმა კიდევ კანაფის ფესტივალიო“
როგორ „ერთობიან“ 13 -16 წლის ბავშვები დღეს - დაუყონვნებლივ მიმართეთ ნარკოლოგს ან ფსიქიატრს, რათა გამოირიცხოს სამომავლოდ მძიმე შედეგები
თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში” ორგანიზებული საპროტესტო აქცია ეროვნული ჰიმნით დასრულდა
ბარსელონას აეროპორტში ამ დროისათვის დარჩენილია საქართველოს 7 მოქალაქე - ისინი დღესვე შეძლებენ გამგზავრებას დანიშნულების მიხედვით
„თქვენ ხართ სახე ჩვენი ქვეყნისა - ამიტომაც, თქვენი კარგი, თუ ცუდი ქმედება საქართველოს სახელზე ახდენს გავლენას“
„ბრიტანელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა წერილზე ასევე, აღმოჩნდეს მაკედონელის, ნაპოლეონის, სტალინის, ბადრი ჯაფარიძის, ნიკანორ მელიას და სხვა დიდი ადამიანების თითის ანაბეჭდები“
"გილოცავთ ამბროსი ხელაიას ხსენების დღეს - უწმინდესი და უნეტარესი იყო დიდი მოღვაწე, თავდადებული მოღვაწე და ჩვენ თავსა და ქედს ვიხრით მის წინაშე“
ადესა – მომაკვდინებელი ღვინო, რომლის მიღებაც დაუშვებელია
„რომ გამოვეწერე, მას მერე ყოველ დილას 3 სანთელს ვანთებ - დიდია უფლის რწმენა, მე გადავრჩი”
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან, მთაში, ქართველმა მესაზღვრეებმა მამაკაცი გარდაცვლილი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კი დახოცილი იპოვეს