"გარკვეულ ჯგუფებსა და პოლიტიკოსებს არ მოსწონთ ჩვენი რეფორმები და ორკესტრირებული შავი პიარით ცდილობენ ყალბი ინფორმაციების გავრცელებას"

„გარკვეულ ჯგუფებსა და პოლიტიკოსებს არ მოსწონთ ჩვენი მთავრობის, ჩვენი ეკონომიკური გუნდისა და ჩვენი სამინისტროს მიერ განხორციელებული ბევრი რეფორმა, რომელიც, საბოლოო ჯამში, იწვევს მეტ კონკურენციას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, სწორედ ამიტომ ეს გარკვეული ჯგუფები და პოლიტიკოსები ავრცელებენ ისეთ ყალბ ინფორმაციებს, როგორც არის ეკონომიკის მინისტრის მიერ პოსტის დატოვება.

 

როგორც ნათია თურნავამ ამ საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია იმდენად არასერიოზული პოლიტიკოსების მხრიდან გავრცელდა, რომ არც იმსახურებს სერიოზულ პასუხს, ვინაიდან ეს იყო კლასიკური შავი პიარის და ფეიკ ნიუსის ნიმუში.

 

მისივე თქმით, სასურველია ასეთ შემთხვევებში მედიამ გავრცელებამდე კარგად გადაამოწმოს , თუ რამდენად სანდო არიან მათი რესპოდენტები.

 

„ამაზე არც კი გავაკეთებდი სერიოზულ კომენტარს, იმდენად არასერიოზული სახეები ჩანდა, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ამ ჯგუფებს როგორც ჩანს, გარკვეული მოტივაცია გააჩნიათ, ვინაიდან ეს იყო ძალიან ორკესტრირებული, შავი პიარის ნიმუში, რაც განხორციელდა ჩემთან მიმართებაში. ვრცელდებოდა სრულიად ცრუ გადამოუწმებელი ინფორმაცია, რასაც ერთი რამით ვხსნით - ჩვენი მთავრობა, ეკონომიკური გუნდი, ჩვენი სამინისტრო ახორციელებს ძალიან ბევრ რეფორმას. ეს რეფორმები საბოლოო ჯამში იწვევს მეტ კონკურენციას და არსებობს გარკვეული ჯგუფები, ვისაც ეს არ მოწონს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

მისივე თქმით,  ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, რომ ჩვენს ცაზე გამოჩნდა ამდენი ახალი ავიაკომპანია, გამოჩნდა „რაინეარი", გამოჩნდა „ვიზეარის" გაორმაგებული მიმართულებები და შეიძლება ვიღაცა მისტირის იმ პერიოდს, როდესაც ცა მონოპოლიზირებული იყო.

 

„ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, რომ ჩვენი ენერგეტიკული რეფორმების შედეგად ისევ მოხდა დერეგულირება, ბაზრის გახსნა და არის მეტი კონკურენცია. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბიზნესი ისევ თავისუფალია და არის მეტი კონკურენცია, იმიტომ, რომ სხვა პირობებშია შეჩვეული ბიზნესის კეთებას. ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ არანაირი შავი პიარი, არანაირი ფეიკ ნიუსი, არანაირი შანტაჟი არ გადაგვახვევინებს ამ პრინციპებისგან, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ საქართველოს კეთილდღეობა ამაღლდეს და ადამიანები იყვნენ უფრო კმაყოფილებები. ჩვენი ოპონენტები ვერ ეღირსებიან ჩვენი ინსტიტუტების შერყევას", - განაცხადა ნათია თურნავამ.





მსგავსი სიახლეები
"შემოსავლების სამსახურს, თავისი საბაჟოთი, არც ერთი შეცდომა არ ეპატიება, ლიმიტი დამთავრდა"- გიორგი გახარია
„მიხელ სააკაშვილის პოსტი არის ტყუილი და რიცხვებით მანიპულირება, რომლის ერთადერთი ამოცანაა, საკითხში გაუცნობიერებელი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 ნოემბრის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 ნოემბრის 17:00 საათისთვის
პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დანიშნა
„2003 წლის შემდგომ, უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა“
"მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საქართველოს ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება წარმოადგენს"
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ჩვენ შევქმნით ერთიან მარკეტინგულ სტრატეგიას, რომ წყალტუბო გახდეს ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში"
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ეკონომიკის სამინისტრო წყალტუბოს განვითარებას 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით აპირებს
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება იმართება
"2017 და 2018 წლებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი რეგიონში ყველაზე სწრაფად გაიზარდა" - „ფაინენშალ თაიმსი"
გიორგი ცუცქირიძე წყალტუბოს პროექტის მნიშვნელობასა და ეკონომიკის ზეგავლენის ეფექტზე (ვიდეო)
პროდუქტები, რომელიც ოქტომბერში ყველაზე მეტად გაძვირდა
„რომელ „მზარდი მევახშეობის ინსტიტუტზეა“ საუბარი - ჩაიხედეთ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებში - აქტივების მიხედვით, ბანკი „ქართუს“ წილი საბანკო ბაზარზე 2,69%-ს შეადგენს“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 7 ნოემბრის 17:00 საათისთვის
"საქართველოსთვის ჩინეთის ტურისტული ბაზარი ძალიან პერსპექტიულია" -ნათია თურნავა
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენილი უძრავი ქონების 40% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის