ბანკებმა 700 მილიონი დოლარი უკვე მიიღეს - როდის დაიწყება ლარის გამყარება?

“დღეიდან, ყველა კომერციულ ბანკს ერთად 700 მლნ დაერიცხება საკუთარ საკორესპონდენტო ანგარიშებზე. საუბარია სარეზერვო მინიმუმის 5%-ით შემცირებულ თანხაზე, რომელიც სებ-მა თვის დასაწყისში შეამცირა და შედეგად ლარის კურსის დასტაბილურებას ელოდება. რა მოხდება 18 ოქტომბრიდან სავალუტო ბაზარზე და გამყარდება თუ არა ლარი ჯერჯერობით კონკრეტულად არავინ საუბრობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ბანკებმა 700 მილიონი დოლარი უკვე მიიღეს - როდის დაიწყება ლარის გამყარება? / ფინანსისტი: “ხელშესახები შედეგი არ იქნება არ იქნება თვენახევარზე მალე”.


“ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას 5%-ით (25%-მდე) 17 ოქტომბრიდან ამცირებს. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, ამ ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყოს გაცვლითი კურსის დინამიკის შეცვლას, ლარის დასტაბილურებას და დროთა განმავლობაში შეამციროს წნეხი ინფლაციაზე. როგორც ჩანს, მოვლენები საბანკო სისტემაში სწრაფად ვითარდება. 17 ოქტომბერს, დილიდანვე კომერიცულ ბანკებს, ჩაერიცხებათ საკუთარი თანხები ანგარიშზე. “,კომერციულ ბანკებს 17 ოქტომბერს დილიდანვე თავიან საკორესპონდენტო ანგარიშებზე დაუჯდებათ შესაბამისი თანხები, რომლის შემდგომ თავად ისინი მიიღებენ ამ თანხების განკარგვის გადაწყვეტილებას”, - განუცხადეს “რეზონანსს” ეროვნულ ბანკში. ცვლილებას დადებითად აფასებენ სპეციალისტები და კომერიცული ბანკების წარმომადგენლებიც. მთავარ კითხვა კი ასეთია - რა ვადაში შეიძლება იქონიოს დაწეულმა სარეზერვო მინიმუმმა გავლენა გაცვლით კურსზე?”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან თხელიძე სებ-ის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ინფლაციური წნეხის შემცირებას და ლარის კურსის დასტაბილურებას ელის. მისი ინფორმაციით, ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ ინდიკატორებში არ შეინიშნება მნიშვნელოვანი ცვლილებები და ბოლო მონაცემებით ეკონომიკური ზრდის ტემპი 5%-ს ფარგლებშია. “ვფიქრობთ, ლარის გაცვლითი კურსი ზედმეტად არის გაუფასურებული. ამ ფონზე რეგულატორის მიერ დღეს და ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები შეასუსტებს ინფლაციურ წნეხს და ხელს შეუწყობს ლარის დასტაბილურებას”, - განაცხადა თხელიძემ. ბოლოდროინდელი ცვლილებები მოსწონთ ფინანსისტებსაც, თუმცა საბირჟო სფეროს სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი ამბობს, რომ ეფექტი არ იქნება იმდენად პოზიტიური, რამდენადაც მოლოდნია. ამას ხელისუფლების მხრიდან, ეკონომიკის რეალური სექტორის შესაქმნელად გადადგმული არასაკმარისი ნაბიჯები განაპირობებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მინიმუმის შემცირება გამოიწვევს კომერციული ბანკებისათვის სახსრების გამოთავისუფლებას. ამ შემთხვევაში, ბანკებს აქვთ ორი არჩევანი - გაზარდონ საბანკო დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი და მოიზიდონ დამატებითი სარეზერვო სახსრები, ან შეინარჩუნონ მოგების მარჟა, რაც არის დეპოზიტებსა და სავალუტო კრედიტებს შორის. ვფიქრობ, ამ ყველაფერის რეზონანსი, არ იქნება თვენახევარზე მალე. რაც შეეხება უშუალოდ დაკრედიტებას, აქ არის ერთი მომენტი. ყველა ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯი გადაწყვეტილად პოზიტიური იქნებოდა, თუკი ეკონომიკის განვითარების ტენდენციაც მხარს აუბამდა (ვგულისხმობ, ეკონომიკის რეალურ სექტორს და ბიზნეს დაკრედიტებას). ამ მიმართულებით კი განსაკუთრებული არაფერია მოსალოდნელი, რამდენადაც ეკონომიკის განვითარების ტემპი დაბალია. აქედან გამომიდნარე, სად მიემართება თანხები ეს არის მთავარი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხომიზურაშვილი.

 

“ჩვენ მაინც მივდივართ იქამდე, რომ ბიზნესის დაკრედიტების ტენდენცია, არ არის მზარდი და მოთხოვნა სესხებზე არ მატულობს. ამიტომ სებ-ის გადაწყვეტილებიდან რომ ველოდოთ რამე დიდ პოზიტიურ ეფექტს, ნამდვილად გადაჭარბებულია. ასეთი ნაბიჯები, მხოლოდ მაშინაა ეფექტური, როცა პარალელურად მიმდინარეობს ეკონომიკის განვითარება. ერთადერთი, რასაც ნამდვილად მივიღებთ, ესაა ბანკების ლიკვიდურობის ზრდა. რაც შეეხება სავალუტო კურსზე ზემოქმედებას, შეიძლება იყოს მცირე პოზიტიური გავლენა, იმდენად რამდენადაც ოდნავ მოიხსნება ლარის კურსზე წნეხი. განსაკუთრებულ გამყარებას, რა თქმა უნდა, არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ასეთი დაწოლაც აღარ იქნება. ესაა მოსალოდნელი შედეგი. უფრო მეტად ეფექტური იქნებოდა, თუკი მთავრობაც გადადგამდა ნაბიჯებს და საექსპორტო პოტენციალის განვითარებას ეცდებოდა, რადგან სწორედ ეს სეგმენტია, მთავარი მსესხებელი; მაგრამ იმ ფონზე, როცა სტრატეგიაც კი არ გვაქვს, არათუ ქმედითი რეფორმები, რასაკვირველია სებ-ის ასეთი რეფორმები, დადებით შედეგს მხოლოდ ნაწილობრივ მოიტანს”, - დასძენს ხომიზურაშვილი.





მსგავსი სიახლეები
“მაჟორიტართა აჯანყებამ” რუსულ წისქვილზე დაასხა წყალი”
“ივანიშვილმა გადალახა ღირსების ხაზიც, შეპყრობილია სისტემური შიშით და ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს”
ივანიშვილის ახალი გეგმა - ვადამდელი არჩევნების აჩრდილი
ჩაერია თუ არა რუსეთი ორი წლის წინათ მომხდარ კატალონიის მოვლენებში?
დაგროვებითი საპენსიო სქემიდან "ოცნების“ დეპუტატებიც გადიან
რა უნდა ჩინეთს საბერძნეთში? - პირეის ნავსადგურის რეკონსტრუქცია და დახმარება პართენონის მარმარილოს დაბრუნებაში
რა სიურპრიზს ამზადებს ივანიშვილი და რომელ მინისტრებს მოუწევთ თანამდებობის დატოვება
“ფრთხილად - მთავარი “კინო” შესაძლოა, ჯერ კიდევ წინ იყოს!”
როგორი იქნება წინასაარჩევნო მთავრობა და კიდევ რომელი მინისტრები დატოვებენ პოსტს
დაკარგული ტურისტის ხელი ზვიგენის კუჭში იპოვეს და თითზე გაკეთებული საქორწინო ბეჭდით ამოიცნეს
აშშ საქართველოში გააქტიურებას იწყებს - ვაშინგტონის ჩართულობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში შესაძლოა გაიზარდოს
თავდასხმა ამერიკულ კოლონაზე - რეგიონი აფეთქების ზღვარზეა
განხეთქილების საფრთხე საპატრიარქოში - “ორივე მხარეს თანაბარი ძალებია”
“საქართველოს ირგვლივ თავი მოიყარა 12-მა მტრულად განწყობილმა რუსულმა ბაზამ”
“დიდი საეკლესიო კრების მოწვევაა საჭირო... საპატრიარქოს დღევანდელი ფორმა წარსულის გადმონაშთია”
რამდენად შესაძლებელია თურქეთის გასვლა ნატოდან?
რა საფრთხე ემუქრება თბილისელთა ჯანმრთელობას
"პირველი დარტყმა თბილისზე იქნება“ - რა საფრთხეს ქმნის სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის პოტენციალის გაორმაგება
“ხელისუფლება ერთი ხელით მუდმივად ახდენს პროექტის მხარდაჭერის დეკლარირებას, მაგრამ მეორე მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რომ პოტენციური ინვესტორები დააფრთხოს"
რამდენი ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის ყოველთვიური ხარჯი