“ერდოღანმა თურქეთი კატასტროფის წინაშე დააყენა”

“ერდოღანმა შეიძლება თურქეთი კატასტროფამდე მიიყვანოს. მაგალითად, გუშინ ქალაქ მანბიჯთან ბრძოლაში ერდოღანის წინააღმდეგ პასიურად, მაგრამ მაინც გამოდიოდნენ სირიის სამთავრობო ჯარები და რუსეთის ავიაცია, მართალია თურქეთის რეგულარული არმიის ნაწილი და თურქეთის მხარდამჭერი თურქმენული მოხალისეებისგან დაკომპლექტებული რაზმები იბრძოდნენ, მაგრამ ქურთებმა მათ უკან დაახევინეს, ისე რომ ჰაერში აქტივობის საშუალება თურქულ ავიაციას რუსულმა ავიაციამ არ მისცა. ეს ძალიან სერიოზული ნიშანი იყო, რომ პრაქტიკულად დღეს თურქეთის წინააღმდეგ გამოდიან რუსები, ირანელები, სირიის სამთავრობო ჯარი, ქურთები და აშშ, რაც თურქეთს ძალიან მძიმე შედეგებამდე მიიყვანს”, - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არეშიძე ფიქრობს, რომ სირიის ომი თურქეთის ეკონომიკას დაანგრევს – როგორ აისახება ეს საქართველოზე?”


“ეს ამბავი საქართველოს რომ შეეხება, ამის თაობაზე არაერთხელ მითქვამს, მით უმეტეს თუ ეს პროცესი ხანგრძლივად გაგრძელდა. თურქეთის ეკონომიკა და მისი ეროვნული ვალუტა ისედაც უკვე რყევებს განიცდის და ეს კიდევ თუ გაგრძელდა, ძალიან სერიოზული დარტყმა მიადგება მის ეკონომიკასაც და ჩვენსასაც, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია სავარაუდო ლტოლვილების ნაკადი, ამას ემატება ისიც, რომ საზღვრისპირა ქურთულ დასახლებებში 12 ციხეა, სადაც ტერორისტები სხედან და ამ საბრძოლო ვითარებაში არაა გამორიცხული, რომ მასობრივად გამოვიდნენ, რაც ძალზედ სახიფათოა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

 

“ერდოღანი უკან ვეღარ დაიხევს, პარადოქსული სიტუაციაა შექმნილი, მან ყველაფერი ჩადო ამ საომარ კამპანიაში, იმიტომ რომ თურქეთის ეკონომიკა საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, ერდოღანს შიდა პოლიტიკური პროცესები არ აძლევენ განსაკუთრებულ იმედს, რომ მომავალში ის ოპოზიციასთან გამარჯვებას შეძლებს, აქედან გამომდინარე მას სჭირდებოდა ასეთი ტიპის პატარა ომი, სადაც გაიმარჯვებდა და რეიტინგიც მოემატებოდა. ერდოღანის უკან დახევა მის პოლიტიკურ კრახს ნიშნავს, ამიტომ შეეცდება, რომ ეს პროცესი მიიყვანოს იქამდე, სადამდეც შეძლებს, რათა სახე შეინარჩუნოს, თუმცაღა მან ყველას ისე მოაბეზრა თავი, რომ არაა გამორიცხული, რომ რეგიონის მსხვილმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა შესაძლოა ის უბრალოდ გაწირონ”, - განაგრძობს ექსპერტი.

 

“ყველაზე ცუდი სცენარი თურქეთის მონაწილეობით ომის უსასრულოდ გაგრძელებაა. სირიაში ომი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ახლაც თუ გაგრძელდა ეს და თან აქტიურ ფაზაში შევიდა, რთულ შედეგებამდე მიგვიყვანს. დაახლოებით ერთი წლის წინ, სირიის ტერიტორიაზე გავლენის სფეროები უკვე გადანაწილებული იყო, ნაწილს რუსები, ნაწილს აშშ და ნაწილს ქურთები აკონტროლებდნენ. იქ ასევე იყო ირანის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები. ახლა ისევ აირევა ყველაფერი, მაგრამ ამან უკვე სერიოზული ფორმა მიიღო, თუ აქამდე ყველა ისლამურ ტერორიზმს ებრძოდა, ახლა გალაშქრება უკვე კონკრეტულ სახელმწიფოს წინააღდეგაა. რუსები, ამერიკელები და სხვები თურქეთის წინააღმდეგ იარაღს არ გამოიყენებენ, მაგრამ კიდევ უფრო სამარცხვინო იქნება თურქეთის მარცხი სირიის არმიასთან, ან კიდევ უფრო უარესი, ქურთულ სამხედრო ფორმირებებთან. ომის გაგრძელება გამოიწვევს თურქეთის ეკონომიკის დანგრევას, რომელიც მთელი რეგიონისთვის ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს”, - დასძენს არეშიძე და შეკითხვაზე - “გამოსავალს რაში ხედავთ?” - პასუხობს:

 

“გამოსავლის თქმა გამიჭირდება, რადგან ერდოღანმა თავისი ხასიათიდან გამომდინარე თურქეთი კატასტროფის წინაშე დააყენა, გამოსავალს თვითონ სიტუაცია გვკარნახობს, თუ თურქეთს უნდა, რომ სტაბილური სიტუაცია შეინარჩუნოს, უკიდურესი გამოსავალის შემთხვევაში ერდორანი უნდა წავიდეს, მაგრამ ყველაზე მისაღები გამოსავალი მხარეების უკან დახევაა, მათ შეუძლიათ კი უკან დახევა? მგონია, რომ არა”.





მსგავსი სიახლეები
“მაჟორიტართა აჯანყებამ” რუსულ წისქვილზე დაასხა წყალი”
“ივანიშვილმა გადალახა ღირსების ხაზიც, შეპყრობილია სისტემური შიშით და ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს”
ივანიშვილის ახალი გეგმა - ვადამდელი არჩევნების აჩრდილი
ჩაერია თუ არა რუსეთი ორი წლის წინათ მომხდარ კატალონიის მოვლენებში?
დაგროვებითი საპენსიო სქემიდან "ოცნების“ დეპუტატებიც გადიან
რა უნდა ჩინეთს საბერძნეთში? - პირეის ნავსადგურის რეკონსტრუქცია და დახმარება პართენონის მარმარილოს დაბრუნებაში
რა სიურპრიზს ამზადებს ივანიშვილი და რომელ მინისტრებს მოუწევთ თანამდებობის დატოვება
“ფრთხილად - მთავარი “კინო” შესაძლოა, ჯერ კიდევ წინ იყოს!”
როგორი იქნება წინასაარჩევნო მთავრობა და კიდევ რომელი მინისტრები დატოვებენ პოსტს
დაკარგული ტურისტის ხელი ზვიგენის კუჭში იპოვეს და თითზე გაკეთებული საქორწინო ბეჭდით ამოიცნეს
აშშ საქართველოში გააქტიურებას იწყებს - ვაშინგტონის ჩართულობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში შესაძლოა გაიზარდოს
თავდასხმა ამერიკულ კოლონაზე - რეგიონი აფეთქების ზღვარზეა
განხეთქილების საფრთხე საპატრიარქოში - “ორივე მხარეს თანაბარი ძალებია”
“საქართველოს ირგვლივ თავი მოიყარა 12-მა მტრულად განწყობილმა რუსულმა ბაზამ”
“დიდი საეკლესიო კრების მოწვევაა საჭირო... საპატრიარქოს დღევანდელი ფორმა წარსულის გადმონაშთია”
რამდენად შესაძლებელია თურქეთის გასვლა ნატოდან?
რა საფრთხე ემუქრება თბილისელთა ჯანმრთელობას
"პირველი დარტყმა თბილისზე იქნება“ - რა საფრთხეს ქმნის სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის პოტენციალის გაორმაგება
“ხელისუფლება ერთი ხელით მუდმივად ახდენს პროექტის მხარდაჭერის დეკლარირებას, მაგრამ მეორე მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რომ პოტენციური ინვესტორები დააფრთხოს"
რამდენი ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის ყოველთვიური ხარჯი