"ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროკავშირისა და გაეროს ანგარიშში ასახულია პროგრესი და დადებითად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები"

საკმაოდ ბევრი მიმართულებით ექსპერტის მიერ ანგარიშში ასახულია პროგრესი და დადებითად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროკავშირისა და გაეროს დამოუკიდებელი ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, დადებითად არის შეფასებული  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შექმნა და მისი საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებების დეპარტამენტის შექმნა და ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.

 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებები ადამიანის უფლებების საკითხებზე, სწორედ ასეთი ანგარიშის პრეზენტაცია იმართება დღეს. საკმაოდ ბევრი მიმართულებით ექსპერტის მიერ ანგარიშში ასახულია პროგრესი და დადებითად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, მაგალითად ისეთ საკითხებზე, როგორიც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შექმნა და მისი საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვა, ვგულისხმობ სამოხელეო დანაშაულს. ისეთი, როგორიც არის ადამიანის უფლებების დეპარტამენტის შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი, ისეთი როგორიც არის მაგალითად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, არის გარკვეული გამოწვევები და არის გარკვეული შენიშვნებიც ამ ანგარიშში, თუმცა ჩვენ ამ შენიშვნებს არ გავურბივართ, პირიქით, ასეთი დამოუკიდებელი შეფასებები და მათ შორის მწვავე კრიტიკული მოსაზრებები გვეხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადავდგათ პროგრესისკენ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, ადამიანის უფლებათა საბჭოს განახლებასთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მოლოდინები და უახლოეს მომავალში ეს საბჭო აუცილებლად განახლდება.

 

„ერთი, რაც შემიძლია ცალსახად განვაცხადო და ეს კონფერენციაზეც აღინიშნა, დიდი ხანია, საერთაშორისო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მოლოდინები არსებობს, ადამიანის უფლებათა საბჭოს განახლებასთან დაკავშირებით, რომელსაც, როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ეს საბჭო აუცილებლად განახლდება უახლოეს მომავალში და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იმისათვის, რომ ჩვენ ერთად შევკრიბოთ საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო სექტორი, სახელმწიფო უწყებები და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით რა გამოწვევებიც გვაქვს, ამაზე ვიმსჯელოთ და მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

სასტუმრო „რედისონში" გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ექსპერტები და ადამიანის უფლებების მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 





მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
„ამბობენ, განქორწინდა და ამიტომ ჩამოვიდა ინგლისიდან საქართველოში“, - ატენის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები
„არანაირ ექსცესებს არ ველოდებით - თუ ვინმე დარღვევს კანონს, ჩვენი მანდატის ფარგლებში ვიმოქმედებთ“
თბილისში, ატენის ქუჩაზე მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა
„აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“
„ერთ სახლში, სხვადასხვა სართულზე ცხოვრობენ ჩემი ძმის და მოკლულის ოჯახები - როგორ უნდა იცხოვრონ ახლა იქ - მერჩივნა ბექა ყოფილიყო მკვდარი“
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბექა კვიციანი დააკავეს
თბილისში, დადიანის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი ემზარ კვიციანის ძმისშვილის მეგობარია, მის ძმისშვილ ბექა კვიციანს კი ამ დრომდე ეძებენ
პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ორი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა
არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით დედა დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა
ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კაკულიას ადვოკატის ედიშერ ქარჩავას თქმით, ბრალდება, რასაც ამ ეტაპზე გაეცნო, ვარაუდებზეა დამყარებული
კინოთეატრ „ამირანთან“ აქციაზე დაკავებულებს შორის სასულიერო პირიცაა
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და ფოთის მერიის თანამშრომელი ნიკა გრიგოლია პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს