"ცვლილებები გავლენას ახდენს რეკლამის გამავრცელებელ კომპანიებზე, მათ შორის მედიაზე"- ირაკლი ლექვინაძე აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე

საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად,  გეგმავს პარლამენტში ხელახლა დაარეგისტრიროს საკანონმდებლო ინიციატივა „რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშობის რეკლამის მაქსიმალურ შეზღუდვას ისახავს მიზნად.  

 

„უნდა გვესმოდეს, რომ  აზარტული და მომგებიანი თამაშობის რეკლამის მაქსიმალური შეზღუდვა მნიშვნელოვნად ამცირებს სარეკლამო ბაზრის არეალს და  გავლენას ახდენს არა მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირებზე, რეკლამის დამკვეთებზე, არამედ -  რეკლამის მწარმოებელ და რეკლამის გამავრცელებელ კომპანიებზე, მათ შორის, სატელევიზიო, რადიო და ბეჭდურ მედიაზე." - ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დამოუკიდებელი დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივას აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ.

 

ამასთან ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ  აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის მავნე ზეგავლენის შემცირების მიზნით საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია „რეკლამის შესახებ", „მაუწყებლობის შესახებ", საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და „საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების შესახებ"  კანონის პროექტებში ცვლილებების პაკეტი, რომელზეც კონსულტაციები დაწყებულია და  ბიზნესთან, პარლამენტთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა.

 

„საქართველოს პარლამენტში უკვე  დარეგისტრირებულია  აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის მავნე ზეგავლენის შემცირების მიზნით საკანონდებლო ცვლილებები, რომელზეც შენიშვნები კერძო სექტორის ჩართულობით მოვამზადეთ. აღნიშნული ცვლილებათა პაკეტი შედარებით დაბალანსებულია და კერძო სექტორის რიგი კრიტიკული შენიშვნების ასახვის შემთხვევაში ოპტიმალურ სახეს მიიღებს. ჩვენი და ბიზნესის პოზიციაა, რომ  კანონპროექტის მიზნების მისაღწევად უკვე დარეგისტრირებულ პაკეტზე მუშაობის გაგრძელება მეტად ეფექტიანი იქნება ვიდრე  პარალელურად პარლამენტში უკვე ერთხელ ჩავარდნილი კანონპროექტის ხელახალი შემობრუნება," - აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.

 

შეგახსენებთ, რომ ლევან გოგიჩაიშვილის  საკანონმდებლო ინიციატივა „რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის მიერ ერთხელ უკვე უარყოფილ იქნა 2019 წლის 5 აპრილს, რის შემდეგაც უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა 2019 წლის 19 ივნისს   აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის მავნე ზეგავლენის შემცირების მიზნით განახლებული საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირეს.

 





მსგავსი სიახლეები
"შემოსავლების სამსახურს, თავისი საბაჟოთი, არც ერთი შეცდომა არ ეპატიება, ლიმიტი დამთავრდა"- გიორგი გახარია
„მიხელ სააკაშვილის პოსტი არის ტყუილი და რიცხვებით მანიპულირება, რომლის ერთადერთი ამოცანაა, საკითხში გაუცნობიერებელი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 ნოემბრის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 ნოემბრის 17:00 საათისთვის
პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დანიშნა
„2003 წლის შემდგომ, უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა“
"მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საქართველოს ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება წარმოადგენს"
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ჩვენ შევქმნით ერთიან მარკეტინგულ სტრატეგიას, რომ წყალტუბო გახდეს ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში"
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ეკონომიკის სამინისტრო წყალტუბოს განვითარებას 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით აპირებს
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება იმართება
"2017 და 2018 წლებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი რეგიონში ყველაზე სწრაფად გაიზარდა" - „ფაინენშალ თაიმსი"
გიორგი ცუცქირიძე წყალტუბოს პროექტის მნიშვნელობასა და ეკონომიკის ზეგავლენის ეფექტზე (ვიდეო)
პროდუქტები, რომელიც ოქტომბერში ყველაზე მეტად გაძვირდა
„რომელ „მზარდი მევახშეობის ინსტიტუტზეა“ საუბარი - ჩაიხედეთ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებში - აქტივების მიხედვით, ბანკი „ქართუს“ წილი საბანკო ბაზარზე 2,69%-ს შეადგენს“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 7 ნოემბრის 17:00 საათისთვის
"საქართველოსთვის ჩინეთის ტურისტული ბაზარი ძალიან პერსპექტიულია" -ნათია თურნავა
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენილი უძრავი ქონების 40% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის