„ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა და სინამდვილეს არ შეესაბამება“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქართული სადაზვერვო ჯგუფი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა, დეზინფორმაციაა და სინამდვილეს არ შეესაბამება. „ეს არის აბსოლუტური დეზინფორმაცია და არ შეესაბამება სინამდვილეს“, - განუცხადებს „ინტეპრესნიუსს“ სუს-ში.

 

ცნობისთვის, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, ქართული სადაზვერვო ჯგუფი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა. „დღეს, დილის 04:00 საათზე, КГБ-ს სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა ქართველ ძალოვანთა სადაზვერვო 4-5 კაციანი ჯგუფის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლის მცდელობის ფაქტი დააფიქსირეს. აღნიშნული ჯგუფი დასახლებულ პუნქტ ჩორჩანას მაღლობიდან გამოემართა და აპირებდა ფარულად მიახლოებოდა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარს დასახლებულ პუნქტ წნელისთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. КГБ-ს მტკიცებით, ქართული ჯგუფი სასიგნალო ბარიერთან მოხვდნენ, რომელმაც მათი ადგილმდებარეობა დააფიქსირა და „აიძულა საქართველოს მიმართულებით დაბრუნებულიყო“. დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, დღესვე ქართული მხრიდან დაფიქსირდა სოფელ წნელისთან „სახელმწიფო საზღვრის“ მონაკვეთის დაზვერვის მცდელობა კვადროკოპტერის მეშვეობით.





მსგავსი სიახლეები
„ბევრჯერ მოუწევთ ჩვენი დაშლა, მათ შორის, სპეცრაზმის გამოყენებით - ბევრ ჩვენგანს დაიჭერენ კიდეც, ჯერ 2-კვირიან სასჯელებს მისცემენ, მერე მოუმატებენ“
„პროპორციული „არჩევნების გაუქმებით ყველა პარტია პარლამენტს გარეთ რჩება, გარდა ოცნებისა, ნაცებისა და ბოკერიასი - მომავალ პარლამენტში მივიღებთ კვლავ ნაც-ქოცებს, რაც აწყობთ მხოლოდ ნაცებსა და ქოცებს!“
"ერთადერთი, ვისთანაც ფრაქციის შექმნაზე მოლაპარაკებები გვაქვს, ის ადამიანები არიან, რომლებმაც უმრავლესობა კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე დატოვეს"
„ჩუგოშვილის მამა ხომ ხაზარაძის ბიზნესების დირექტორია, კვირიკაშვილი კი ხაზარაძის ძმაკაცი - მაშინ პრემიერი იყო და ასე მოხვდა სიაში!“
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, შესაძლოა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნოს
„ჩემი პირადი სურვილია ფრაქციად ჩამოყალიბება, რამდენიმეს გვაქვს გადაწყვეტილი, ერთად გავაგრძელოთ საქმიანობა, თუმცა ეს ჯერ საკმარისი რაოდენობა არ არის“
„ჩვენ პოლიტ-ოპონენტების არავითარი ვალი არ გვაქვს, არავითარი უკანონობა არ მომხდარა - მხოლოდ ხალხს, ამომრჩეველს შეუძლია მოგვედაოს, რომ ვთქვით და ვერ შევძელით გაკეთება“
„ამ ბაქრაძეს ხაშლამასავით პირველ ადგილზე რომ ჩადგამენ ბოლო 10 წელია - არადა, ტიპს მარტო კარფურის მოლარეები ცნობენ, ტეხავს“
24 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან - ორშაბათს პარლამენტის პიკეტირება იგეგმება
IRI-ის კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 23% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ - 15%
„ახლა მიშა სკაიპით სუყველაფერს აგინებს ვაშაძეს, ბოკერიას, უგულავას და სხვა მონებს - “ისე როგორ დააშლევინეთ მიტინგი, რომ ერთი კაციც ვერ გაალახინეთ, თქვენი სუყველაფერი...თქვე ს..ბოო!”
მოძრაობა "სირცხვილიას" ლიდერების გადაწყვეტილებამ, რომ აქცია დღეს დასრულებულიყო და პროტესტი ხვალ გაეგრძელებინათ, აქციის მონაწილეების ნაწილში პროტესტი გამოიწვია
„თუ გინდათ, რომ მანდატების საერთო რაოდენობა პროპორციულობის პრინციპით განაწილდეს და თან კონსტიტუციაც დაიცვათ, მაშინ, არითმეტიკის კანონები უნდა შეცვალოთ“
„პროპორციულ სისტემაზე არსებობდა ფართო კონსესუსი და აშკარაა, რომ მსგავსი შეფერხება ქმნის იმედგაცრუებას, თუმცა ოპოზიციის ქმედებები უნდა დარჩეს კანონის ჩარჩოებში“
"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს
„ყველა არის გაოცებული, აღშფოთებული და გაკვირვებული, როგორ მოხდა ხელისუფლების მხრიდან ასეთი ცვლილება და დანაპირების არშესრულება“
„ჩვენ, ორი დღის განმავლობაში ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება“
„გვიმტკიცებენ, რომ 150 უდრის 77-ს, გვიმტკიცებენ, რომ გერმანული მოდელი შეესაბამება კონსტიტუციის იმ ჩანაწერს, რომელიც ათწლეულებია მოქმედებს საქართველოში“
"აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას"-კახა კალაძე
„პარლამენტის შენობის პიკეტირება არ არის კანონიერი, თუმცა ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპროციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს“