"განათლების სისტემური რეფორმა არ არის ის რეფორმა, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს"

განათლების სისტემური რეფორმა არ არის ის რეფორმა, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ და ვხედავდეთ ყოველდღიურ პროგრესს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გორში, პედაგგებტან შეხვედრისას განაცხადა.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არ არის შემთხვევითი, რომ მან რეგიონებში გასვლა შიდა ქართლით, სწორედ პედაგოგებთან შეხვედრით დაიწყო.

 

 

„არ არის შემთხვევითი ის, რომ რეგიონებში გასვლას ვიწყებთ შიდა ქართლით, გორით და რა თქმა უნდა არ არის შემთხვევითი, რომ გორში პირველ შეხვედრას ვიწყებთ პედაგოგებთან და ზოგადად, საგანმანათლებლო სექტორთან. ამას თავისი ახსნა აქვს. მე სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი, როდესაც ვნახე, როგორი წარმატებული მონაცემები გაქვთ გორში, განსაკუთრებით საშუალო განათლების ნაწილში, რამდენი მედალოსანი და წარმატებული ახალგაზრდა გყავთ. პირველ რიგში, ეს თქვენი დამსახურებაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, განათლება არის ქვეყნის სისტემური პრობლემა, რომლის გადასაწყვეტადაც დაიწყო განათლების სისტემის რეფორმა. მთავრობის მეთაურის განცხადებით,   აღნიშნული რეფორმა გაგრძელდება და ბოლომდე იქნება მიყვანილი.


„ძალიან კარგად გვესმის, რომ განათლება არის ჩვენი სისტემური პრობლემა, რომლის გადასაწყვეტადაც იყო დაწყებული განათლების სისტემური რეფორმა. მე არ მინდა ზედმეტი სიტყვები ვთქვა იმაზე, რომ ჩვენ ამ რეფორმას გავაგრძელებთ და მივიყვანთ ბოლომდე - რა თქმა უნდა ეს ასე იქნება. ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ განათლების სისტემური რეფორმა არ არის ის რეფორმა, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ და ვხედავდეთ ყოველდღიურ პროგრესს. ყოველდღიურ პროგრესს როგორც ჩვენი პედაგოგების, სოციალური პირობების, მათი კომპეტენციის, მათი გარემოს გაუმჯობესების, ასევე ჩვენი მოსწავლეებისა და სტუდენტების მაღალი მიღწევების თვალსაზრისით. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ის ჩავარდნა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ფუნდამენტური მეცნიერების განვითარებაში ჩვენ გვაქვს, არის გადასალახი. ამისთვის არის მიმართული ყველა ის ქმედება, რასაც მთავრობა განახორციელებს. აქაც მთავრობა თავის პასუხისმგებლობას სრულად იაზრებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





მსგავსი სიახლეები
"აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას"-კახა კალაძე
„პარლამენტის შენობის პიკეტირება არ არის კანონიერი, თუმცა ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპროციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს“
„ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“
„წარმოიდგინეთ, რომელიმე ეროვნული ძალა რომ მიახლოებოდა პარლამენტს და ჯაჭვებით კარებები დაებლოკა, რა მოხდებოდა - ალბათ ყველას დაგვაპატიმრებდნენ, ხოლო მიტინგს სასტიკად დაარბევდნენ!“
„ამაღამ ვატყობ, გლდანის ციხე შაიმსებაა - უგულვა, ვაშაძე „სტანოკზეა“, ვინაა შემდეგი?“
უმთავრესი ფაქტორები, რამაც დღევანდელი ოპოზიციის ფიასკო განაპირობა
“პატრიოტთა ალიანსის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე ხელისუფლებას წითელი ბარათები აჩვენეს
„ემანდ ხელი არაფერზე წაგიცდეთ, თორემ მერე გაიგებთ, ვის რა შეუძლია, მართლა გაგხევთ ნაკერავზე!“
„არ ვიშლებით და ვიწყებთ პარლამენტის მთლიანად პიკეტირებას - ამ ღამეს გამოჩნდება, რისი გამკეთებლები ვართ - გავხევთ ნაკერავზე"
„ბილწს არ შევეკვრი ზავითა” - ნაცები ბილწზე-ბილწები არიან!!!“
„ეს დაპირისპირება იმის გამო ხდება, რომ ხელისუფლებამ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება არ აკრძალა“
გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია" რუსთაველის გამზირზე კარავი გაშალა
„რატომ არის "აზრი", რომ ოპოზიცია არიან ნაცბანდის წარმომადგენლები და მათთან მიტმასნილი შნირები, როცა ქვეყანაში არსებობს კონსტრუქციული ოპოზიციური ძალა?“
„ეროვნულო ძალებო, დროულად, უახლოეს 2 თვეში გაერთიანდით და ქართველ ერს ქოც-ნაცების ალტერნატივა, თქვენი ერთობა დაანახეთ!“
„დგება მომენტი ეროვნული ისტორიის, როდესაც უნდა დაისვას საკითხი - ყველა ერთის წინააღმდეგ საქართველოს გადასარჩენად“
„რაც უნდა კეთლშობილური მიზანი გვამოძრავებდეს, ვერასოდეს დავდგებით იმ საპროტესტო აქციაზე, რომლის ლიდერები არიან სისხლიანი ჯალათები-ბოკერიას და სააკაშვილის დამნაშავე პარტიების სახით“
პარლამენტარი სოფიო ქაცარავა დეპუტატის მანდატს ტოვებს
"ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას რომელიც დღეს გაგვაჩნია"
„ნაც-მოძრაობა, თავის გაერთიანებით, იწყებს მოქმედებას 17 ნოემბერს და უნდა დაამთავრონ 23 ნოემბერს - ბათუმში უკვე შემოსულია სარფიდან 30-50 სამხედრო უკრაინიდან
„ვეუბნებოდი დალოცვილს ერის კაცს, ესენი პირველნი გიღალატებენ და ძალაუფლებისთვის ყველაფერს იკადრებენ, მეთქი, მაგრამ…. “