საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

„საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელებას. ბოლო დროს ადგილზე უკიდურესად გამწვავებული მდგომარეობის ფონზე, საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას. სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის ეს უკანონო მცდელობა კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ მდგომარეობას, ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასა და წვდომას სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოფელ ატოცში განვითარებული მოვლენების შესახებ დაუყოვნებლივ ჩააყენა საქმის კურსში საერთაშორისო პარტნიორები. შედგა სატელეფონო ზარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებების თანათავმჯდომარეებთან. ქართულმა მხარემ მათ სთხოვა, ყველა ზომა მიიღონ ადგილზე პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად. ინფორმირებულია ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ინფორმაცია აგრეთვე მიეწოდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
„პარტიების "ლიდერები" იმ ჭურჭლის პონტში არიან, სუფრებზე მარტო მაშინ რომ გამოაქვთ, როცა ვინმე დიდი ხნის უნახავი შორეული ნათესავი ეწვევა“
„შეიძლება, თავისუფლად შეიძლება, გაერთიანდე ბიძინას წინააღმდეგ, მაგრამ არ შეიძლება გაერთიანდე იმათთან, ვისთან ერთად დგომაც ქვეყნის წინააღმდეგ დგომას ნიშნავს“
„თუ მიზანი არის გამოსავლის პოვნა, ეს გამოსავალი აუცილებლად მოინახება! ხოლო თუ მიზანი არის დესტრუქცია - ასეც მოხდება!
„თითო პარტიაში რომ ორნახევარი კაცი გყავთ, ეგეთი "პარტიები" ხართ - "ლიდერი და ლიდერის ბიძაშვილები" - ჰოდა, წადით, მოფსით და დაიძინეთ! „უპრეცედენტო ერთობა" არა, ნივრის წნილი“
პარლამენტის წინ, რუსთაველზე კარვები გაშალეს - კარვებში აქციის მონაწილეები იცხოვრებენ
„მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", თავი დაანებოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ჩვენი მიკერების მცდელობას სააკაშვილთან თუ ბოკერიასთან - ჩვენ ვიკრიბებით 17 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე“
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შეუერთდნენ
„გაგვაგებინეთ, ამ სახელმწიფოს ოლიგარქს აძლევთ?! გამოდით ქუჩაში, ამ დროს სახლში რა გინდათ - მინდა ვუთხრა ე.წ. "ქართულ ოცნებას" - თბილისურად, გაგხევთ ნაკერავზე“
„რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა - იმისათვის, რომ ქვეყანა სტაბილურად ვითარდებოდეს, მნიშვნელოვანია, არჩევნები სათანადო ვადებში ტარდებოდეს“
პარლამენტში, დახურულ კარს მიღმა, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი უმრავლესობიდან დღეს წასულ დეპუტატებს ხვდება
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს
თამარ ჩუგოშვილმა და რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
„ყველა მაჟორიტარი, ვინც ბუნტში მონაწილეობს, შანტაჟით მოითხოვს და მიიღებს კიდეც იმას, რაზეც სხვა შემთხვევაში ვერც კი იოცნებებდა - გაუვათ თუ არა მაჟორიტარებს ბიძინას შანტაჟი?“
„ახლა რომ იხევით შუაზე, ეგ იმას ნიშნავს - აქამდე როგორც მათრევდით, ისე მინდა რომ მათრიოთო! და არაა ეგ სწორი, ბიძიკო, არა!“
"ქართული ოცნების" ოფისში პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატ დაჩი ბერაიას ხვდება
“საკმაოდ მძიმე შეხვედრა იყო - ვისაუბრეთ ჩვენს პოზიციებთან დაკავშირებით - რა თქმა უნდა, ვერ შევჯერდით და მგონი, ვაწყენინე კიდეც ბატონ ბიძინას“
გიგა ბუკიასა და კახა ოქრიაშვილის ფიზიკური დაპირისპირება გია ვოლსკისა და მამუკა მდინარაძის ჩარევის შედეგად განიმუხტა
„ბებიაშენს მოგცემ... ნუ იკრიჭებით" - ირაკლი კობახიძე - ოპოზიციონერ დეპუტატებს