„ჩვენი ძირითადი ვალდებულება და ფუნქცია, ვიდრე აქ ვართ, არის, ვემსახუროთ არა საკუთარ თავს, არამედ ხალხს“

ჩვენი მიზანია, დროისა და ეფექტურობის ნაწილში დათვლადი და გაზომვადი იყოს, რა სახით მიდის თითოეულ მოქალაქემდე თითოეული ლარი, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს და უნდა გვახსოვდეს, რომ თუ პასუხისმგებლობას ვიღებთ, ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გორში შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ინფორმაცია მოისმინა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, რომელთა მოგვარება მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით ვერ ხერხდება. პრემიერის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ხელისუფების მოქმედება უფრო ეფექტიანი გახდეს.

 

„ჩვენ ღიად უნდა ვთქვათ, რა პრობლემები გვაქვს და როგორი გეგმები მათ გადასაჭრელად, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც სიტყვას ვიტყვით, ამ სიტყვაზე პასუხიც მოგვეთხოვება. სხვაგვარი პრინციპი არ არსებობს. თუ პასუხისმგებლობას ვიღებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პასუხისმგებლობა დადგება. მე ასე ვმუშაობ. თითოეული თქვენგანის შეფასება იქნება იმ მოქალაქის კმაყოფილება, რომელსაც თქვენ ემსახურებით. სახელმწიფოს აქვს რესურსი და საშუალება იმისთვის, რომ რასაც ვაკეთებთ, ეფექტიანად კეთდებოდეს და ამის ძირითადი ინსტრუმენტები უნდა იყოთ თქვენ, როგორც არჩეული, ისე - დანიშნული თანამდებობის პირები. ჩვენი ძირითადი ვალდებულება და ფუნქცია, ვიდრე აქ ვართ, არის, ვემსახუროთ არა საკუთარ თავს, არამედ ხალხს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





მსგავსი სიახლეები
„პარტიების "ლიდერები" იმ ჭურჭლის პონტში არიან, სუფრებზე მარტო მაშინ რომ გამოაქვთ, როცა ვინმე დიდი ხნის უნახავი შორეული ნათესავი ეწვევა“
„შეიძლება, თავისუფლად შეიძლება, გაერთიანდე ბიძინას წინააღმდეგ, მაგრამ არ შეიძლება გაერთიანდე იმათთან, ვისთან ერთად დგომაც ქვეყნის წინააღმდეგ დგომას ნიშნავს“
„თუ მიზანი არის გამოსავლის პოვნა, ეს გამოსავალი აუცილებლად მოინახება! ხოლო თუ მიზანი არის დესტრუქცია - ასეც მოხდება!
„თითო პარტიაში რომ ორნახევარი კაცი გყავთ, ეგეთი "პარტიები" ხართ - "ლიდერი და ლიდერის ბიძაშვილები" - ჰოდა, წადით, მოფსით და დაიძინეთ! „უპრეცედენტო ერთობა" არა, ნივრის წნილი“
პარლამენტის წინ, რუსთაველზე კარვები გაშალეს - კარვებში აქციის მონაწილეები იცხოვრებენ
„მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", თავი დაანებოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ჩვენი მიკერების მცდელობას სააკაშვილთან თუ ბოკერიასთან - ჩვენ ვიკრიბებით 17 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე“
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შეუერთდნენ
„გაგვაგებინეთ, ამ სახელმწიფოს ოლიგარქს აძლევთ?! გამოდით ქუჩაში, ამ დროს სახლში რა გინდათ - მინდა ვუთხრა ე.წ. "ქართულ ოცნებას" - თბილისურად, გაგხევთ ნაკერავზე“
„რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა - იმისათვის, რომ ქვეყანა სტაბილურად ვითარდებოდეს, მნიშვნელოვანია, არჩევნები სათანადო ვადებში ტარდებოდეს“
პარლამენტში, დახურულ კარს მიღმა, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი უმრავლესობიდან დღეს წასულ დეპუტატებს ხვდება
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს
თამარ ჩუგოშვილმა და რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
„ყველა მაჟორიტარი, ვინც ბუნტში მონაწილეობს, შანტაჟით მოითხოვს და მიიღებს კიდეც იმას, რაზეც სხვა შემთხვევაში ვერც კი იოცნებებდა - გაუვათ თუ არა მაჟორიტარებს ბიძინას შანტაჟი?“
„ახლა რომ იხევით შუაზე, ეგ იმას ნიშნავს - აქამდე როგორც მათრევდით, ისე მინდა რომ მათრიოთო! და არაა ეგ სწორი, ბიძიკო, არა!“
"ქართული ოცნების" ოფისში პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატ დაჩი ბერაიას ხვდება
“საკმაოდ მძიმე შეხვედრა იყო - ვისაუბრეთ ჩვენს პოზიციებთან დაკავშირებით - რა თქმა უნდა, ვერ შევჯერდით და მგონი, ვაწყენინე კიდეც ბატონ ბიძინას“
გიგა ბუკიასა და კახა ოქრიაშვილის ფიზიკური დაპირისპირება გია ვოლსკისა და მამუკა მდინარაძის ჩარევის შედეგად განიმუხტა
„ბებიაშენს მოგცემ... ნუ იკრიჭებით" - ირაკლი კობახიძე - ოპოზიციონერ დეპუტატებს