„თქვენ ხართ სახე ჩვენი ქვეყნისა - ამიტომაც, თქვენი კარგი, თუ ცუდი ქმედება საქართველოს სახელზე ახდენს გავლენას“

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს. პატრიარქი ამერიკაში მცხოვრებ ქართველებისადმი წერილში აღნიშნავს, რომ გაჭირდა სიმართლის გზაზე სვლა, მაგრამ არ უნდა შეუშინდნენ განსაცდელს და მთავარია, სწორი პასუხი გასცენ გამოწვევებს.

 

„გულითადად მოგესალმებით და გლოცავთ. თქვენ, ისევე როგორც გაჭირვების, ან სხვა მიზეზის გამო საზღვარგარეთ წასული სხვა თანამემაულენი, ჩვენი ტკივილი ხართ, და, ამასთან, იმედიც იმისა, რომ მატერიალური პრობლემის დაძლევის გარდა, შეძლებთ უმთავრესს, ღვთის სიყვარულისა და ქართული სულის შენარჩუნებას. ტაძრები, საკვირაო სკოლები და შემოქმედებითი ცენტრები, რაც დღეს ამერიკაში საქართველოს ეკლესიის სახელით ფუნქციონირებს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ჩვენ ვმადლობთ აქ მოღვაწე ადამიანებს. პირველ რიგში, მადლობას ვუხდით მეუფე საბა (ინწკირველს), ასევე, სასულიერო პირებს და, საერთოდ ყველას, ვინც კი დღიდან საქართველოს ეკლესიის აქ დაარსებისა, იშრომა და იმუშაკა ღვთისა და მოყვასის სამსახურად. მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას და იმ პიროვნებებს, ვინც უსამშობლოდ ყოფნა შეგიმსუბუქათ და თანადგომა გაგიწიათ.

 

დღეს რთული დროა, გაჭირდა სიმართლის გზაზე სვლა, მაგრამ არ შეუშინდეთ განსაცდელს; მთავარია, სწორი პასუხი გასცეთ გამოწვევებს. თქვენ ხართ სახე ჩვენი ქვეყნისა. ამიტომაც, თქვენი კარგი, თუ ცუდი ქმედება საქართველოს სახელზე ახდენს გავლენას. არა აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობაზე ხარ, ან რა მოვალეობა გაკისრიათ; ვისურვებდი თქვენი ღირსეული ცხოვრებით ყოფილიყავით სამშობლოს წარმომჩენნი და დამფასებელნი. შევთხოვ ყოვლადწმინდა სამებას, მოგანიჭოთ თავისი მადლი, დალოცოს თქვენი ოჯახები და მშვიდობით და სიხარულით აღგავსოთ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ჩვენი დიდი დედა იყოს თქვენი მეოხი და შემწე და საქართველოსკენ გზის გამკვლევი, რათა თქვენი ცოდნა და მიღებული გამოცდილება სამშობლოსაც მოახმაროთ“ - აღნშნულია პატრიარქის მიმართვაში.





მსგავსი სიახლეები
"ბარსელონას" ექიმების მხარდაჭერა უკანონო პატიმრობაში მყოფ ვაჟა გაფრინდაშვილს!
„რო­გორც ტყვეს, ისე არას­დროს მომ­ქცე­ვი­ან, ძალ-ღო­ნეს არ იშუ­რებ­დნენ, რომ ფეხ­ზე დავ­მდგარ­ი­ყა­ვი“ - ორი რუსი მფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა მხა­რემ ჩა­მო­აგ­დო, ვაჟა გაფრინდაშვილის პა­ცი­ენ­ტე­ბი იყ­ვნენ
ბელგიელმა მოსამართლემ ქურდობაში ბრალდებული ქართველი გაათავისუფლა და ჯანდაცვის სამინისტროს მისი შვილის მკურნალობა დაავალა
რისთვის ჭირდებოდა ოთხასი ხელბორკილი ოპოზიციას და რატომ ჩაიშალა პარლამენტის შენობის ალყა - კომედია საპროტესტო აქციებიდან
„შე მართლა დასაჭურისებულო ლატენტურო მამათმავალო, მამაკაცის უკმარისობა რომ გაქვს, იმიტომ დადიხარ კომბლებით და სხვა ფალიკური სიმბოლოებით“
„თქვენს სიებში ისეთი ბუტულიზმიანი, ტოქსიკური ტიპები შეიყვანეთ, ახლა რომ "პაჩკა-პაჩკა" არ გტოვებდნენ, ვერც გავიხსენებდით“
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
"ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის პოლიტიზირება, ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დაუშვებელია"-ქეთევან ციხელაშვილი
პოლიციამ „ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს" 3 წევრი დააკავა
დე ფაქტო უშიშროების სამსახური ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებს აქვეყნებს
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
"თქვენი საძაგელი, დანაშაულებრივი, სასტიკი საოკუპაციო რეჟიმის გამო დღეს ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებული ცხინვალის ციხეში იტანჯებიან"
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან ასფალტზე, სტიკერები, წარწერით „დალუქულია“ დააკრეს
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის ღობეს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს
"ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24 საათიან რეჟიმში"
"ჩვენთვის სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური საგადასახადო სისტემა პრიორიტეტია",-გიორგი გახარია
21 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს
„გურამ შარაძის მკვლელობა შეუკვეთა მიხეილ სააკაშვილმა, ორგანიზატორობა გაუწია დათა ახალაიამ, ხოლო ფიზიკურად, შეასრულეს სპეცრაზმელებმა: თემურ ჯგერენაიამ და გია ფაჩულიამ“
ვინ არის ყოფილი პრემიერის საყვარელი ქალი - წყვილი უკვე ტყუპს ელოდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ქორწილში მიხეილ სააკაშვილის სურათი გამოფინეს წარწერით – „უნდა გათენდეს“