„იმედი ვიქონიოთ, რომ ანაკლიის კონსორციუმს ეყოფა ნამუსი, არ შევიდნენ სასამართლო პროცესში, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ ანაკლიის პროექტზე საუბრისას განაცხადა. ამასთან, კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, დღევანდელი შემადგენლობით არსებულმა კონსორციუმმა სასამართლო დავა დაიწყოს, მაია ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ აღნიშნულს არ გამორიცხავს.

 

„რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას, მაგრამ არა სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან. სამწუხაროდ, მე ამას ვამბობ, იმაზე დაყრდნობით, თუ რა მესიჯებს ვისმენთ ან რა ტერმინოლოგიას, განსაკუთრებით ბოლო დროს, განსაკუთრებით რამდენიმე ასეთი სიტყვაა დამაფიქრებელი, როგორიც არის: პოლიტიკური საბოტაჟი, დივერსია და ა.შ. სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავ და ამ შემთხვევაში ვიტყვი იმასაც, რომ ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. მე მაინც გავიხსენებ და შეგახსენებთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებლის რიტორიკას ამ პროექტთან დაკავშირებით, რომ ეს პროექტი იყო დაწყებული იმის გამო, რომ მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული ოკუპირებულ ტერიტორიას, რომ ეს არის რეგიონისთვის აუცილებელი განვითარება და ა.შ. .... მე ჯერ კიდევ მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლებს ახსოვთ თავისივე სიტყვები, თუ რის გამო იყო მათთვის ეს პროექტი მნიშვნელოვანი. პირადადაც მათ შორის. მოდით, იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“, - განაცხადა მინისტრმა.

 

ამასთან, კითხვაზე კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, რას ეტყვიან ინვესტორებს, რომლებმაც ინვესტიცია უკვე განახორციელეს, მინისტრმა აღნიშნა, რომ საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით, ყველა ის ხარჯი, რომელიც არის გაწეული ადრეული შეწყვეტის თარიღამდე, ეკისრება იმ მხარეებს, რომლებმაც ეს ხარჯი გასწიეს. „კერძო ინვესტორები - ეს არის უკვე კონსორციუმის მხარე, ამ შემთხვევაში ეს არ არის ჩემი სფერო. ურთიერთობები კონსორციუმის წევრებს შორის, მათ შორის მათ ინვესტიციებზე, რომლებიც მათ ჩადეს, რა თქმა უნდა, ეს არის კონსორციუმის მხარე“,- აღნიშნა მინისტრმა. ამასთან, მინისტრმა ისაუბრა კონსორციუმის მხრიდან გაწეულ ხარჯებზეც. „სინამდვილეში კონსორციუმი რასაც ამბობს, რომ 70 მილიონი დოლარი არის ჩადებული ამ პროექტში, ეს არის თანხა, რომელსაც კონსორციუმი აცხადებს, რომ აქვს უკვე დახარჯული და აქვთ დახარჯული ინტერესთა გამოხატვის დღიდან, 2014 წლიდან. ანუ პრაქტიკულად ყველა ის ხარჯი, რომელიც არის გაწეული მათი მხრიდან, სატენდერო წინადადების მომზადებაც კი არის შესული ამ თანხაში. რეალურად უნდა ვიცოდეთ, რომ 70 მილიონი დოლარის სამუშაო ადგილზე არ არის შესრულებული“, - განმარტა მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“.

 





მსგავსი სიახლეები
„პარტიების "ლიდერები" იმ ჭურჭლის პონტში არიან, სუფრებზე მარტო მაშინ რომ გამოაქვთ, როცა ვინმე დიდი ხნის უნახავი შორეული ნათესავი ეწვევა“
„შეიძლება, თავისუფლად შეიძლება, გაერთიანდე ბიძინას წინააღმდეგ, მაგრამ არ შეიძლება გაერთიანდე იმათთან, ვისთან ერთად დგომაც ქვეყნის წინააღმდეგ დგომას ნიშნავს“
„თუ მიზანი არის გამოსავლის პოვნა, ეს გამოსავალი აუცილებლად მოინახება! ხოლო თუ მიზანი არის დესტრუქცია - ასეც მოხდება!
„თითო პარტიაში რომ ორნახევარი კაცი გყავთ, ეგეთი "პარტიები" ხართ - "ლიდერი და ლიდერის ბიძაშვილები" - ჰოდა, წადით, მოფსით და დაიძინეთ! „უპრეცედენტო ერთობა" არა, ნივრის წნილი“
პარლამენტის წინ, რუსთაველზე კარვები გაშალეს - კარვებში აქციის მონაწილეები იცხოვრებენ
„მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", თავი დაანებოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ჩვენი მიკერების მცდელობას სააკაშვილთან თუ ბოკერიასთან - ჩვენ ვიკრიბებით 17 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე“
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შეუერთდნენ
„გაგვაგებინეთ, ამ სახელმწიფოს ოლიგარქს აძლევთ?! გამოდით ქუჩაში, ამ დროს სახლში რა გინდათ - მინდა ვუთხრა ე.წ. "ქართულ ოცნებას" - თბილისურად, გაგხევთ ნაკერავზე“
„რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა - იმისათვის, რომ ქვეყანა სტაბილურად ვითარდებოდეს, მნიშვნელოვანია, არჩევნები სათანადო ვადებში ტარდებოდეს“
პარლამენტში, დახურულ კარს მიღმა, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი უმრავლესობიდან დღეს წასულ დეპუტატებს ხვდება
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს
თამარ ჩუგოშვილმა და რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
„ყველა მაჟორიტარი, ვინც ბუნტში მონაწილეობს, შანტაჟით მოითხოვს და მიიღებს კიდეც იმას, რაზეც სხვა შემთხვევაში ვერც კი იოცნებებდა - გაუვათ თუ არა მაჟორიტარებს ბიძინას შანტაჟი?“
„ახლა რომ იხევით შუაზე, ეგ იმას ნიშნავს - აქამდე როგორც მათრევდით, ისე მინდა რომ მათრიოთო! და არაა ეგ სწორი, ბიძიკო, არა!“
"ქართული ოცნების" ოფისში პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატ დაჩი ბერაიას ხვდება
“საკმაოდ მძიმე შეხვედრა იყო - ვისაუბრეთ ჩვენს პოზიციებთან დაკავშირებით - რა თქმა უნდა, ვერ შევჯერდით და მგონი, ვაწყენინე კიდეც ბატონ ბიძინას“
გიგა ბუკიასა და კახა ოქრიაშვილის ფიზიკური დაპირისპირება გია ვოლსკისა და მამუკა მდინარაძის ჩარევის შედეგად განიმუხტა
„ბებიაშენს მოგცემ... ნუ იკრიჭებით" - ირაკლი კობახიძე - ოპოზიციონერ დეპუტატებს