"რუსთავის აზოტის ქარხანა საქართველოს არა მხოლოდ ერთ-ერთი მსხვილი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური საწარმოა"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტმა ნათია თურნავამ რუსთავში, სს „რუსთავის აზოტის" კონდენსაციური ელექტროსადგურის ოფიციალურ გახსნაში, რომელიც საწარმოს ენერგოხარჯებს 20 პროცენტით შეამცირებს. სადგური აღჭურვილია Siemens - ის ორთქლის ტურბინის გენერატორით, რომლის სიმძლავრეც 9 მვტ-ია.


„მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, მომელოცა რუსთავის აზოტისთვის ახალი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ენერგეტიკული რეფორმა სწორი მიმართულებით ვითარდება. მსხვილ ენერგომომხმარებელ საწარმოებში, როგორიცაა „რუსთავის აზოტი" ენერგოეფექტური ტექნოლოგიები ინერგება. ორთლის რესურსი, რომელიც იფრქვეოდა ატმოსფეროში, იმუშავებს საწარმოს სასარგებლოდ. ამით 20 პროცენტით ელექტროენერგიის მოხმარებას, ხოლო გამოთავისუფლებული ფულადი რესურსები მოხმარდება საწარმოში დასაქმებული 2000 ადამიანის ხელფასის გაზრდას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მისი თქმით,  სადღეისოდ, რუსთავის აზოტის ქარხანა საქართველოს არა მხოლოდ ერთ-ერთი მსხვილი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური საწარმოა.


აღსანიშნავია, რომ გენერატორი ელექტროენერგიას იმ ორთქლის მეშვეობით გამოიმუშავებს, რომელიც აზოტმჟავას საამქროს მიერ ტექნოლოგიურ პროცესში ადგილზე გამოიყოფა და აქამდე არ გამოიყენებოდა. ელექტროსადგური საწარმოს წარმოებისთვის საჭირო მთლიანი ელექტროენერგიის 20 პროცენტს უზრუნველყოფს.


კონდენსაციური ელექტროსადგურის პროექტისთვის „რუსთავის აზოტმა" 5,5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია  განახორციელა.

 





მსგავსი სიახლეები
"შემოსავლების სამსახურს, თავისი საბაჟოთი, არც ერთი შეცდომა არ ეპატიება, ლიმიტი დამთავრდა"- გიორგი გახარია
„მიხელ სააკაშვილის პოსტი არის ტყუილი და რიცხვებით მანიპულირება, რომლის ერთადერთი ამოცანაა, საკითხში გაუცნობიერებელი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 ნოემბრის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 ნოემბრის 17:00 საათისთვის
პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დანიშნა
„2003 წლის შემდგომ, უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა“
"მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საქართველოს ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება წარმოადგენს"
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ჩვენ შევქმნით ერთიან მარკეტინგულ სტრატეგიას, რომ წყალტუბო გახდეს ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში"
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ეკონომიკის სამინისტრო წყალტუბოს განვითარებას 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით აპირებს
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება იმართება
"2017 და 2018 წლებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი რეგიონში ყველაზე სწრაფად გაიზარდა" - „ფაინენშალ თაიმსი"
გიორგი ცუცქირიძე წყალტუბოს პროექტის მნიშვნელობასა და ეკონომიკის ზეგავლენის ეფექტზე (ვიდეო)
პროდუქტები, რომელიც ოქტომბერში ყველაზე მეტად გაძვირდა
„რომელ „მზარდი მევახშეობის ინსტიტუტზეა“ საუბარი - ჩაიხედეთ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებში - აქტივების მიხედვით, ბანკი „ქართუს“ წილი საბანკო ბაზარზე 2,69%-ს შეადგენს“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 7 ნოემბრის 17:00 საათისთვის
"საქართველოსთვის ჩინეთის ტურისტული ბაზარი ძალიან პერსპექტიულია" -ნათია თურნავა
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენილი უძრავი ქონების 40% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის