„მამუკა ხაზარაძე 1989 წლის 18 თებერვლის დარბევაში მონაწილეობდა - მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო ეს აწოწილი, შავტუხა ზონდერ-კომკავშირელი“

 

მამუკა ხაზარაძე 1989 წლის 18 თებერვლის დარბევაში მონაწილეობდა, ეს ჩემი თვალით ვნახე,- ამის შესახებ “სახალხო ფრონტის” ლიდერი, ნოდარ ნათაძე, გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში საუბრისას აცხადებს:

 

“18 თებერვლის აქცია ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ინიციატივით მოეწყო. მე საკუთარი თვალით ვიხილე ამ დარბევის ამაზრზენი სცენები. ფაქტი ის იყო, რომ “გეპეის” მაშინდელი რექტორის, გოჩა ჩოგოვაძის ინიციატივით, პარტიული და კომკავშირული აქტივი ზონდერ-ჯგუფებით თავს დაესხნენ შედარებით მცირერიცხოვან მომიტინგეებს და სცემეს ისინი. თუმცა პასუხიც მიიღეს და მათაც მოხვდათ. მამუკა ხაზარაძე 1989 წლის 18 თებერვლის დარბევაში მონაწილეობდა, ეს ჩემი თვალით ვნახე. რა თქმა უნდა, მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო ეს აწოწილი, შავტუხა ზონდერ-კომკავშირელი, მაგრამ წლების შემდეგ, როდესაც ის გამოჩნდა შევარდნაძის “საბანკო ვარსკვლავებს” შორის, მაშინვე ვიცანი ეს ჯალათი. მაგის სახეს რა დამავიწყებდა. როდესაც “გეპეის” პირველ კორპუსთან პირველი დარბევა მოხდა, ჩვენ ყველამ ბუკიას ბაღისკენ გადავინაცვლეთ. აი, აქ მოხდა სწორედ დარბევა, რომელიც მილიციელებმა მოგვიწყვეს. ეგზეკუციას პოლკოვნიკ ღუდუშაურის სპეცრაზმი ატარებდა. ბუკიას ბაღში გამართულ სახელდახელო მიტინგზე მილიციელები ტრიბუნასთან მდგარ მერაბ კოსტავას თავს დაესხნენ და ჭაღარა კეფა ქვაფენილზე დაარტყმევინეს. ეს, როგორც იტყვიან, საკუთარი კეფით შევიგრძენი”, – განმარტა ნათაძემ.





მსგავსი სიახლეები
"ბარსელონას" ექიმების მხარდაჭერა უკანონო პატიმრობაში მყოფ ვაჟა გაფრინდაშვილს!
„რო­გორც ტყვეს, ისე არას­დროს მომ­ქცე­ვი­ან, ძალ-ღო­ნეს არ იშუ­რებ­დნენ, რომ ფეხ­ზე დავ­მდგარ­ი­ყა­ვი“ - ორი რუსი მფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა მხა­რემ ჩა­მო­აგ­დო, ვაჟა გაფრინდაშვილის პა­ცი­ენ­ტე­ბი იყ­ვნენ
ბელგიელმა მოსამართლემ ქურდობაში ბრალდებული ქართველი გაათავისუფლა და ჯანდაცვის სამინისტროს მისი შვილის მკურნალობა დაავალა
რისთვის ჭირდებოდა ოთხასი ხელბორკილი ოპოზიციას და რატომ ჩაიშალა პარლამენტის შენობის ალყა - კომედია საპროტესტო აქციებიდან
„შე მართლა დასაჭურისებულო ლატენტურო მამათმავალო, მამაკაცის უკმარისობა რომ გაქვს, იმიტომ დადიხარ კომბლებით და სხვა ფალიკური სიმბოლოებით“
„თქვენს სიებში ისეთი ბუტულიზმიანი, ტოქსიკური ტიპები შეიყვანეთ, ახლა რომ "პაჩკა-პაჩკა" არ გტოვებდნენ, ვერც გავიხსენებდით“
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
"ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის პოლიტიზირება, ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დაუშვებელია"-ქეთევან ციხელაშვილი
პოლიციამ „ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს" 3 წევრი დააკავა
დე ფაქტო უშიშროების სამსახური ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებს აქვეყნებს
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
"თქვენი საძაგელი, დანაშაულებრივი, სასტიკი საოკუპაციო რეჟიმის გამო დღეს ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებული ცხინვალის ციხეში იტანჯებიან"
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან ასფალტზე, სტიკერები, წარწერით „დალუქულია“ დააკრეს
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის ღობეს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს
"ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24 საათიან რეჟიმში"
"ჩვენთვის სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური საგადასახადო სისტემა პრიორიტეტია",-გიორგი გახარია
21 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს
„გურამ შარაძის მკვლელობა შეუკვეთა მიხეილ სააკაშვილმა, ორგანიზატორობა გაუწია დათა ახალაიამ, ხოლო ფიზიკურად, შეასრულეს სპეცრაზმელებმა: თემურ ჯგერენაიამ და გია ფაჩულიამ“
ვინ არის ყოფილი პრემიერის საყვარელი ქალი - წყვილი უკვე ტყუპს ელოდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ქორწილში მიხეილ სააკაშვილის სურათი გამოფინეს წარწერით – „უნდა გათენდეს“