„თანხა, რომლის სანაცვლოდაც Van Oord-ი კონსორციუმის 4%-იანი წილის მფლობელი გახდა, დაახლოებით 5 მილიონი დოლარია - ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია“

გიორგი ცუცქირიძის ბლოგი:

 

დღეს გავრცელებული ინფორმაციით მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ჰოლანდიური Van Oord -ისთვის აქციების მიყიდვის თანხმობა მისცა, რაც მთავარია, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა კონსორციუმის მიმართვიდან 28 დღის ვადაში. თანხა, რომლის სანაცვლოდაც Van Oord-ი კონსორციუმის 4%-იანი წილის მფლობელი გახდა, დაახლოებით 5 მილიონი დოლარია. ეს გადაწყვეტილება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა ერთის მხრივ ხელისუფლების ურყევი ნება ანაკლიის პროექტის ოპტიმალურ ვადებში აშენების მზაობაზე და მეორეს მხრივ, ისეთი კომპანიების ჩართულობაზე, რომლებიც თავისი გამოცდილებით და რეპუტაციით უზრუნველყოფენ პროექტის ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას. ამაზე მიუთითებს მთავრობის გადაწყვეტილება ანაკლიის განვითარების კონსორციუმისათვის ვალდებულებების შესრულების წლის ბოლომდე გადავადებაც, მიუხედავად იმისა, რომ 15 ოქტომბერი იყო შუალედური ვადა მიცემული, რომელიც კომნსორციუმმა ვერ შეასრულა. “ჰოლანდიური კომპანიაც ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, მან გასულ წელს ანაკლიის პორტის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები განახორციელა. 

 

რაც შეეხება კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ ჩამნაცვლებელ კომპანიას, ხოლო გადაწყვეტილების ბოლო ვადად 29 ოქტომბერია დასახელებული. კონტი ჯგუფი იყო შესაბამისი გამოცდილების და ფინანსური რესურსების მქონე კომპანია, რამაც დიდი როლი ითამაშა თავის დროზე კონსორციუმის გამარჯვებაში და ერთ-ერთი მთავარი პრობლემაც კონსორციუმის მხრიდან აღებული ვალდებულებების ვერ შესრულებისა და ამ ვადების რამდენჯერმე გადავადებისა სწორედ „კონტი ჯგუფის“ პასიურ როლთანაც არის დაკავშირებული და სამწუხაროდ, ჩვენ ისიც არ ვიცით, თუ რატომ გავიდა იგი პროექტიდან.

 

ბუნებრივია, მთავრობას მოუწევს ანალოგიური გამოცდილების, და რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ჯგუფით ჩანაცვლება, რადგან გარდა პროექტის კომერციული მხარისა, ინვესტორი, უნდა პასუხობდეს უსაფრთხოების კრიტერიუმებსაც. სხვა საკითხია, თუ რამდენად პასუხობს ამ კრიტერიუმებს, ჰოლანდიური კომპანიისაგან განსხვავებით, კონსორციუმის მხრიდან შემოთავაზებული „მერიდიან კაპიტალი“, რომელიც „ბრიტანული“ ჯგუფიდან საბოლოოდ ყაზახურ ჯგუფად იქცა, და რომელიც ფულის გათეთრებასთან და საეჭვო რუსულ კავშირებთან არის მხილებული. სამწუხაროდ, კონსორციუმი არ აღმოჩნდა პოლიტიკისაგან თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, ცალკეული, პორტთან დაკავშირებული პოლიტიკოსების ფაქტორიდან გამომდინარე. ამის დასტურია თუნდაც ბოლო წერილი, რომელშიც კონსორციუმმა მთავრობას პროექტის მიზანმიმართულ საბოტაჟშიც კი დასდო ბრალი, რაც სცილდება როგორც პოლიტ -კორექტულობის პრინციპს, ასევე კერძო-საჯარო პარტნიორობის სულისკვეთებასაც. წლის ბოლომდე დრო კი არც ისე ბევრია დარჩენილი და ბევრი რამ ახლა სწორედ კონსორციუმზეა დამოკიდეებული.

 

მართალია, შემდეგ მათ ეს ერთგვარ შეცდომად აღიარეს, მაგრამ სწორედ ამ სახის მიდგომებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა პროექტის განხორციელება, და არა მთავრობის მხრიდან ხელისშეშლამ, რაზეც ხაზარაძე მუდმივად აპელირებს დღემდე.





მსგავსი სიახლეები
"შემოსავლების სამსახურს, თავისი საბაჟოთი, არც ერთი შეცდომა არ ეპატიება, ლიმიტი დამთავრდა"- გიორგი გახარია
„მიხელ სააკაშვილის პოსტი არის ტყუილი და რიცხვებით მანიპულირება, რომლის ერთადერთი ამოცანაა, საკითხში გაუცნობიერებელი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 ნოემბრის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 ნოემბრის 17:00 საათისთვის
პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დანიშნა
„2003 წლის შემდგომ, უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა“
"მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საქართველოს ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება წარმოადგენს"
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ჩვენ შევქმნით ერთიან მარკეტინგულ სტრატეგიას, რომ წყალტუბო გახდეს ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში"
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ეკონომიკის სამინისტრო წყალტუბოს განვითარებას 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით აპირებს
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება იმართება
"2017 და 2018 წლებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი რეგიონში ყველაზე სწრაფად გაიზარდა" - „ფაინენშალ თაიმსი"
გიორგი ცუცქირიძე წყალტუბოს პროექტის მნიშვნელობასა და ეკონომიკის ზეგავლენის ეფექტზე (ვიდეო)
პროდუქტები, რომელიც ოქტომბერში ყველაზე მეტად გაძვირდა
„რომელ „მზარდი მევახშეობის ინსტიტუტზეა“ საუბარი - ჩაიხედეთ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებში - აქტივების მიხედვით, ბანკი „ქართუს“ წილი საბანკო ბაზარზე 2,69%-ს შეადგენს“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 7 ნოემბრის 17:00 საათისთვის
"საქართველოსთვის ჩინეთის ტურისტული ბაზარი ძალიან პერსპექტიულია" -ნათია თურნავა
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენილი უძრავი ქონების 40% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის