„საქართველო ბევრ სფეროში სამაგალითო ქვეყანაა და ვეცდებით გარკვეული ნაწილი გადმოვიღოთ" - ელიორ განიევი

საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის როლზე, საქართველოში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა უზბეკეთის პრემიერ მინისტრის მოადგილემ ელიორ განიევმა. თბილისში მიმდინარე   „აბრეშუმის გზის ფორუმზე" პანელზე სიტყვით გამოსვლისას ელიორ განიევმა განაცხადა, რომ უზბეკეთი საქართველოში ჩატარებული რეფორმების შესწავლას გეგმავს.


„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების შესწავლა. ეს ქვეყანა  სამაგალითოა  ძალიან ბევრ სფეროში.  საქართველოში გატარდა ეფექტური რეფორმები  და ჩვენ ვეცდებით გარკვეული ნაწილი გადმოვიღოთ.  საქართველომ ტურიზმის მიმართულებით   ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია.- განაცხადა განიევმა.


უზბეკეთის პრემიერ მინისტრის მოადგილემ სატრანზიტო დერეფნების მნიშვნელობაზე ისაუბრა„ჩვენს რეგიონში თანამშრომლობას ახალ ეტაპს წარმოადგენს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ეს საშუალებას გვაძლევსჩამოვაყალიბოთ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც ერთმანეთს ცენტრალურ აზიას, კავკასიას, ევროპას აკავშირებს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს დერეფანი საშუალებას მოგვცემს შევქმნათ სრულიად ახალი პირობები დიდი აბრეშუმის გზის განვითარებისათვის".


ელიორ განიევმა ქართული პორტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საქართველო სატრანზიტო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია, ტვირთების ნაკადი, რომელიც საქართველოზე გაივლის  მაღალ ეკონომიკურ ეფექტს მოიტანს.  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფოთის პორტი, ეს არის შავ ზღვაზე უახლოესი პორტი ზღვაზე უზბეკეთისთვის  ჩვენ, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და სხვა ქვეყნები დაინტერესებულები ვართ, რომ სატრანსპორტო დერეფანი  ეფექტურად ფუნქციონირებდეს.   დიდი პოტენციალი აქვს ბათუმის პორტს, ასევე  ანაკლიის მშენებარე პორტს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს პოტენციალი და აღვადგინოთ აბრეშუმის ძველი გზა", -აღნიშნა მან.


ელიორ განიევის განცხადებით,   2017 წლის ფორუმმა  საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობას აქტიურ განვითარებას ბიძგი მისცა.  საქონლის ბრუნვა ქვეყნებს შორის 30 %-ით გაიზარდა.

 





მსგავსი სიახლეები
"შემოსავლების სამსახურს, თავისი საბაჟოთი, არც ერთი შეცდომა არ ეპატიება, ლიმიტი დამთავრდა"- გიორგი გახარია
„მიხელ სააკაშვილის პოსტი არის ტყუილი და რიცხვებით მანიპულირება, რომლის ერთადერთი ამოცანაა, საკითხში გაუცნობიერებელი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 ნოემბრის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 ნოემბრის 17:00 საათისთვის
პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დანიშნა
„2003 წლის შემდგომ, უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა“
"მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საქართველოს ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება წარმოადგენს"
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ჩვენ შევქმნით ერთიან მარკეტინგულ სტრატეგიას, რომ წყალტუბო გახდეს ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში"
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ეკონომიკის სამინისტრო წყალტუბოს განვითარებას 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით აპირებს
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება იმართება
"2017 და 2018 წლებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი რეგიონში ყველაზე სწრაფად გაიზარდა" - „ფაინენშალ თაიმსი"
გიორგი ცუცქირიძე წყალტუბოს პროექტის მნიშვნელობასა და ეკონომიკის ზეგავლენის ეფექტზე (ვიდეო)
პროდუქტები, რომელიც ოქტომბერში ყველაზე მეტად გაძვირდა
„რომელ „მზარდი მევახშეობის ინსტიტუტზეა“ საუბარი - ჩაიხედეთ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებში - აქტივების მიხედვით, ბანკი „ქართუს“ წილი საბანკო ბაზარზე 2,69%-ს შეადგენს“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 7 ნოემბრის 17:00 საათისთვის
"საქართველოსთვის ჩინეთის ტურისტული ბაზარი ძალიან პერსპექტიულია" -ნათია თურნავა
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენილი უძრავი ქონების 40% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის