რას ვყიდით და ვყიდულობთ მეზობელ ქვეყანასთან - TOP-5 პროდუქტი

2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 193.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია.

 

2019 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.7 პროცენტი შეადგინა.

საქართველოსთვის თურქეთი უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება.

 

კერძოდ, თურქეთთან სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ საანგარიშო პერიოდში 1 293.8 მლნ დოლარი შეადგინა.

 

გთავაზობთ ტოპ-5 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით თურქეთში და ასევე, რომელიც იქიდან შემოგვაქვს.

 

2019 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი ტრიკოტაჟის ნაწარმი იყო, რომლის ექსპორტმაც 27 345 200 დოლარი შეადგინა.

 

მას მოსდევს ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 23 449 200 დოლარით, მე-3 ადგილზე გავიდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რომლის ექსპორტიც 13 750 200 დოლარი იყო, მე-4 ადგილზეა ფეროშენადნობები - 13 197 000 დოლარი. მე-5 ადგილზე კი 9 541 400 დოლარით კოსტუმები, კომპლექტები, მამაკაცის ნაქსოვი ტრიკოტაჟი გავიდა.

 

რაც შეეხება იმპორტს, 2019 წლის იანვარ-ივლისში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი დაფასოებული მედიკამენტები იყო, რომლის იმპორტმაც 64 416 700 დოლარი შეადგინა. მას მოსდევს 49 207 200 დოლარით მსუბუქი ავტომობილები, მე-3 ადგილზე კი შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები გავიდა, რომლის იმპორტმაც 31 585 400 დოლარი შეადგინა. მე-4 ადგილზეა შავი ლითონების მილები და მილაკები 28 742 600 დოლარით ხოლო ხუთეულს იზოლირებული მავთულები, კაბელები ასრულებს, რომლის იმპორტმა 28 269 200 დოლარი შეადგინა.





მსგავსი სიახლეები
"შემოსავლების სამსახურს, თავისი საბაჟოთი, არც ერთი შეცდომა არ ეპატიება, ლიმიტი დამთავრდა"- გიორგი გახარია
„მიხელ სააკაშვილის პოსტი არის ტყუილი და რიცხვებით მანიპულირება, რომლის ერთადერთი ამოცანაა, საკითხში გაუცნობიერებელი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 ნოემბრის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 ნოემბრის 17:00 საათისთვის
პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დანიშნა
„2003 წლის შემდგომ, უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა“
"მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საქართველოს ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება წარმოადგენს"
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ჩვენ შევქმნით ერთიან მარკეტინგულ სტრატეგიას, რომ წყალტუბო გახდეს ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში"
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ეკონომიკის სამინისტრო წყალტუბოს განვითარებას 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით აპირებს
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება იმართება
"2017 და 2018 წლებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი რეგიონში ყველაზე სწრაფად გაიზარდა" - „ფაინენშალ თაიმსი"
გიორგი ცუცქირიძე წყალტუბოს პროექტის მნიშვნელობასა და ეკონომიკის ზეგავლენის ეფექტზე (ვიდეო)
პროდუქტები, რომელიც ოქტომბერში ყველაზე მეტად გაძვირდა
„რომელ „მზარდი მევახშეობის ინსტიტუტზეა“ საუბარი - ჩაიხედეთ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებში - აქტივების მიხედვით, ბანკი „ქართუს“ წილი საბანკო ბაზარზე 2,69%-ს შეადგენს“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 7 ნოემბრის 17:00 საათისთვის
"საქართველოსთვის ჩინეთის ტურისტული ბაზარი ძალიან პერსპექტიულია" -ნათია თურნავა
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენილი უძრავი ქონების 40% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის