"დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ამ პროექტს დავძრავთ" - ნათია თურნავა ანაკლიის განვითარების პროექტზე

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ანაკლიის განვითარების პროექტს დავძრავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა.

 

მისივე თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი.

 

„როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ როგორ გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები და როგორ გავხადოთ ჩვენი პორტები და პორტების გავლით სერვისები უფრო სწრაფი და ეფექტური, შეუძლებელია ამის მიღწევა ანაკლიის ღრმაწყოლოვანი პორტის აშენებისა და განვითარების გარეშე. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ყველა დისკუსიისთვის. თვითონ პროექტი არ არის მარტივი. ასეთი ტიპის პროექტები მომზადებისთვის ძალიან ხანგრძლივ დროს მოითხოვს. რა თქმა უნდა, ეს პროექტი ზედმეტად დაგვიანდა. მთელი დერეფანი ელოდება ამ პროექტს, არამხოლოდ საქართველო. ჩვენ ველოდებით რომ ინვესტორი კომპანია დაკონცენტრირდება ვალდებულებების შესრულებაზე და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან დავძრავთ ამ პროექტს“, - აღნიშნა მან.





მსგავსი სიახლეები
"შემოსავლების სამსახურს, თავისი საბაჟოთი, არც ერთი შეცდომა არ ეპატიება, ლიმიტი დამთავრდა"- გიორგი გახარია
„მიხელ სააკაშვილის პოსტი არის ტყუილი და რიცხვებით მანიპულირება, რომლის ერთადერთი ამოცანაა, საკითხში გაუცნობიერებელი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 ნოემბრის 17:00 საათისთვის
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 14 ნოემბრის 17:00 საათისთვის
პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დანიშნა
„2003 წლის შემდგომ, უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა“
"მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საქართველოს ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება წარმოადგენს"
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"ჩვენ შევქმნით ერთიან მარკეტინგულ სტრატეგიას, რომ წყალტუბო გახდეს ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში"
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
ეკონომიკის სამინისტრო წყალტუბოს განვითარებას 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით აპირებს
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება იმართება
"2017 და 2018 წლებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი რეგიონში ყველაზე სწრაფად გაიზარდა" - „ფაინენშალ თაიმსი"
გიორგი ცუცქირიძე წყალტუბოს პროექტის მნიშვნელობასა და ეკონომიკის ზეგავლენის ეფექტზე (ვიდეო)
პროდუქტები, რომელიც ოქტომბერში ყველაზე მეტად გაძვირდა
„რომელ „მზარდი მევახშეობის ინსტიტუტზეა“ საუბარი - ჩაიხედეთ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებში - აქტივების მიხედვით, ბანკი „ქართუს“ წილი საბანკო ბაზარზე 2,69%-ს შეადგენს“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 7 ნოემბრის 17:00 საათისთვის
"საქართველოსთვის ჩინეთის ტურისტული ბაზარი ძალიან პერსპექტიულია" -ნათია თურნავა
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენილი უძრავი ქონების 40% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის