თამარ კინწურაშვილმა „პირველი არხის“ არაერთი მსხვილი უძრავი ქონება გაყიდაა - ონლაინ გამოცემის სკანდალური ინფორმაცია

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორობისას (2005-2008 წწ) თამარ კინწურაშვილმა „პირველი არხის“ არაერთი მსხვილი უძრავი ქონება გაყიდა. ჟურნალისტურ მოკვლევას აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE აქვეყნებს და დასძენს, რომ აღნიშნული ქონებების გასხვისება და სარეალიზაციო ფასები ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, რაც, როგორც ონლაინ გამოცემას მიაჩნია, შესაბამისი უწყებების დაინტერესების საგანი უნდა გახდეს. NSP.GE-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კინწურაშვილმა 2005-2008 წლის განმავლობაში „პირველი არხის“ მფლობელობაში არსებული ხუთი მსხვილი ობიექტი გაასხვისა:

 

ობიექტი #1 - 2006 წლის 25 აგვისტოს, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გააფორმა ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ. ობიექტის მდებარეობა - ძველი თბილისი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა #12/7. აღნიშნულ მისამართზე გასხვისებული მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენდა 395 კვადრატულ მეტრს, ხოლო მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების სასარგებლო ფართობი 421 კვადრატულ მეტრს. გაყიდული ობიექტის სარეალიზაციო ფასი - 218 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში - ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი აღნიშნულ ისტორიულ უბანში დაახლოებით 551 დოლარად გასხვისდა, ხოლო ამ ნაკვეთზე არსებული 421 კვადრატული მეტრის სასარგებლო ფართის მქონე შენობა მყიდველს უსასყიდლოდ(?!) გადაეცა. თუ აღნიშნულ ლოკაციაზე ერთი კვადრატული მეტრი მიწის საშუალო ფასს გავითვალისწინებთ, დღეის მდგომარეობით ფასი 2 000 დოლარს და ხშირ შემთხვევაში მეტსაც შეადგენს, წერს NSP.GE და განმარტავს, რომ მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაში არ არის დიფერენცირებული მიწის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების სარეალიზაციო ფასი. ამ შემთხვევაში ერთი კვადრატული მეტრი მიწის სარეალიზაციო თანხა გაცილებით ნაკლები გამოვა.

 

 ობიექტი #2: ძველი თბილისის პრესტიჟულ უბანში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კუთვნილი მიწისა და შენობა-ნაგებობის გასხვისებიდან დაახლოებით თვენახევარში თამარ კინწურაშვილმა „პირველი არხის“ კუთვნილი კიდევ ერთი მსხვილი ობიექტი გაასხვისა. ობიექტის ადგილმდებარეობა: დაბა ზაჰესი, მიწის ფართობი 3 018 კვადრატული მეტრი, მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ავტოტექმომსახურების ობიექტი, რომლის განაშენიანების ფართი 1 227,81 კვადრატული მეტრია, ხოლო სასარგებლო ფართი 838,73 კვადრატული მეტრი. პორტალის ცნობით, კინწურაშვილმა აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 44 130 დოლარად(?!) გაყიდა და ამ თანხაში არ იგულისხმება შენობა-ნაგებობების ფართი. 

 


ობიექტი #3: 2006 წლის 27 დეკემბერს (ახალ წლამდე 4 დღით ადრე) თამარ კინწურაშვილმა ამჯერად უკვე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძირითად ლოკაციაზე არსებული (კოსტავას ქუჩა # 68) მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა გაასხვისა.

 

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ადგილას მდებარეობს და ამ ადგილას გაყიდულ 1 720 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთიდან, ერთ კვადრატულ მეტრში მყიდველმა სულ რაღაც 621 დოლარი გადაიხადა, მაშინ, როცა აღნიშნულ ტერიტორიაზე ახლადაშენებულ მრავალსართულიან კორპუსებში საცხოვრებელი ფართის ერთი კვადრატული მეტრი დაახლოებით 1000 დოლარიდან იწყება. თანაც, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, კინწურაშვილმა დედაქალაქის ცენტრში ეს მიწა განვადებით(?!) გაყიდა“, - აღნიშნავს საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი და ხაზს უსვამს, რომ როგორც წინა ორ შემთხვევაში, აღნიშნულ სარეალიზაციო თანხაში არაა ნაანგარიშევი მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობები და მისი ფასი...

 


რაც შეეხება თამარ კინწურაშვილის მიერ გასხვისებულ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მეოთხე და მეხუთე ობიექტს, ამ შემთხვევაში საქმე ეხება გაცილებით უფრო დიდ ობიექტებს და შესაძლოა, სახელმწიფო უსაფრთხოების მნიშვნელობის ობიექტებსაც კი, წერს პორტალი და აანონსებს, რომ NSP.GE მასალას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს. „საინტერესოა, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული, რომ ქალბატონ თამარ კინწურაშვილს აღნიშნული ობიექტები გაესხვისებინა, მაშინ, როდესაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ამ პერიოდში უკვე საკმაოდ სერიოზულ დაფინანსებას იღებდა ბიუჯეტიდან. სავარაუდოდ, საქმე ფინანსური საჭიროების აუცილებლობასთან არ გვაქვს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ქალბატონი კინწურაშვილი ობიექტებს განვადებით არ გაასხვისებდა“, წერს ონლაინ გამოცემა.





მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
„ამბობენ, განქორწინდა და ამიტომ ჩამოვიდა ინგლისიდან საქართველოში“, - ატენის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები
„არანაირ ექსცესებს არ ველოდებით - თუ ვინმე დარღვევს კანონს, ჩვენი მანდატის ფარგლებში ვიმოქმედებთ“
თბილისში, ატენის ქუჩაზე მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა
„აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“
„ერთ სახლში, სხვადასხვა სართულზე ცხოვრობენ ჩემი ძმის და მოკლულის ოჯახები - როგორ უნდა იცხოვრონ ახლა იქ - მერჩივნა ბექა ყოფილიყო მკვდარი“
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბექა კვიციანი დააკავეს
თბილისში, დადიანის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი ემზარ კვიციანის ძმისშვილის მეგობარია, მის ძმისშვილ ბექა კვიციანს კი ამ დრომდე ეძებენ
პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ორი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა
არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით დედა დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა
ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კაკულიას ადვოკატის ედიშერ ქარჩავას თქმით, ბრალდება, რასაც ამ ეტაპზე გაეცნო, ვარაუდებზეა დამყარებული
კინოთეატრ „ამირანთან“ აქციაზე დაკავებულებს შორის სასულიერო პირიცაა
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და ფოთის მერიის თანამშრომელი ნიკა გრიგოლია პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს