„რუსეთი ძველებურადაა დაინტერესებული საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებით“

ანალიტიკოსი სიმონ კილაძე აქვეყნებს რუსულ მედიაში მომზადებულ ინტერვიუს: ანდრეი რუდენკო საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ ინტერვიუ მისცა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს კორესპონდენტს, რომლის დროსაც მან, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთდამოკიდებულების შესახებაც ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

 

- რამდენიმე ხნის წინ სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ იგი წინააღმდეგი არ არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით - ქართველებმა გააცნობიერეს ანტირუსული პროვოკაციების არაპროდუქტიულობაო. თქვენ როგორ ფიქრობთ - შეიძლება თუ არა ავიამიმოსვლა უკვე მიმდინარე წელსვე აღდგეს? და მზად არის თუ არა მოსკოვი დაუბრუნდეს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს? როდის და რა პირობების დროს შეიძლება ეს მოხდეს?

 

- ვრცელი კომენტარები საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენის პერსპექტრივასტან დაკავშირებით არა მარტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა, არამედ რუსეთის პრეზიდენტის პრესდმივანმა დიმიტრი პესკოვმაც. შეგახსენებთ, რომ ჩცვენს მიერ მიღებული შემზღუდავი ზომები იყო პასუხი იმ ანტირუსულ პროვოკაციაზე, რაც თბილისში მოაწყეს მიმდინარე წლის ივნისში. გადაწყვეტილების მიზანს, როგორც იცით, რუსეთის იმ მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა, რომლებიც საქართველოს სტუმრობდნენ. რასაკვირველია, ფრენების შეწყვეტას მხოლოდ დროებითი ხასიათი აქვს. შეზღუდვის გაუქმების პირობები მკაფიოდაა მოცემული რუსული მხარის მიერ, რაც გულისხმობს საქართველოში სიტუაციის სტაბილიზებას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის რაიმე მუქარებისა და საშიშროების გაქრობას და რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტას.

როგორც იცით, 26 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენასამბლეის 74-ე სესიის მიმდინარეობისას, პირველად ბოლო 12 წლის განმავლობაში, რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ. საუბრის დროს სერგეი ლავროვმა თავისი ქართველი კოლეგს დავით ზალკალიანის ყურადღება რუსული მხარის გარკვეულ სიგნალებზე მიაქცია. ვფიქრობთ, რომ თბილისი აუცილებელ დასკვნებს გააკეთებს. თავის მხრივ, რუსეთი ძველებურადაა დაინტერესებული საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებით, რაც ჩვენი ქვეყნების ხალხთა ძირეულ ინტერესებსაც პასუხობს. რაც შეეხება რუსეთის ვიზების გაუქმებას საქართველოს მოქალაქეებისათვის, ამ საკითხზე მუშაობა ნამდვილად მიმდინარეობდა ივნისის მოვლენებამდე, რაზედაც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ლაპარაკი ნაადრევად მიგვაჩნია. აუცილებელია, რომ სულ მცირე - სიტუაცია კრიზისამდელ პერიოდს დაუბრუნდეს.

 

- როგორაა რუსეთიდან საქართველოში ტრანზიტის საქმე სამხრეთ ოსეთის გავლით? რატომ არ ამუშავდა? რამდენად შეეფერება სიმართლეს, რომ პრობლემა თითქოსდა ცხინვალის მიერ გამოხატულ პოზიციაშია? აქვს თუ არა რაიმე პერსპექტივა კიდევ ერთ სატრანსპორტო არტერიას - რკინიგზას რუსეთიდან სომხეთისაკენ, აფხაზეთისა და საქართველოს გავლით?

 

- რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ჩართვით უკავშირდება რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს შორის 2011 წელს დადებული შეთანხმების რეალიზებას, რომელიც საბაჟო ადმინისტრირებასა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგს გულისხმობს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები ამ შეთანხმების მონაწილეები არ არიან, მაგრამ ორივე დაინტერესებულია თავიანთ ტერიტორიაზე სატრანზიტო ვაჭრობით. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის შეთანხმებით, მონიტორინგი „სავაჭრო დერეფნებში“ ტვირთების მოძრაობაზე ნეიტრალურმა შვეიცარიულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს. ამჟამად გრძელდება მოლაპარაკება რუსეთ-საქართველო-შვეიცარიის ერთობლივი კომიტეტის ფორმატში, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ზედამხედველობა აღნიშნული შეთანხმების რეალიზებაზე, ასევე სამუშაო ჯგუფის საქმიანობაზე მოუგვარებლ საკითხებთან მიმართებით. იმედი გვაქვს, რომ მხარეები მოახერხებენ სადაო მომენტების კომპრომისულ მოგვარებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის დაწყება ხელს შეუწყობს რეგიონული ვაჭრობის განვითარებას და ამიერკავკასიაში ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას.





მსგავსი სიახლეები
„მე არ ვარ ერთადერთი, ვისაც ხელისუფლება დაუკავშირდა, იყვნენ სხვა ოპოზიციური ძალებიც და არ ვარ ერთადერთი, ვისაც არჩილ თალაკვაძე შეხვდა“
თბილისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი კრის სოჩა ეწვია
„ბატონო ბიძინა - ძველი „ოცნებიდან“ თქვენღა დარჩით ქართულ ოცნებაში! ვის იმედად დარჩა ოცნება? იმ ტიპების, რომლებიც ეკა ხოფერიას და ელენე ხოშტარიას ვერ არჩევენ?“
„პუტინი არ დასხმია თავს საქართველოს რიტორიკის გამო - მას სურდა საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა“ - კურტ ვოლკერი საკუთარ განცხადებას ასწორებს
„ამგვარი განცხადების გამო, საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის სამინისტრო, სამშვიდობო მისიების უსაფრთხოების წესების თანახმად, იძულებული გახდნენ მარტში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმონ“
"რაც გინახავთ ვეღარ ნახავთ, არასდროს არ დაბრუნდება ის რეჟიმი და ამათი თავგასულობა, არასდროს!"
უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე ვახტანგ გომელაური დაინიშნა
„ქმედება, რომელმაც ჩემს ქვეყანას ისეთივე ზიანი მიაყენა, რაც ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყნის მასმედიაში იბეჭდება, რაღაც დოზით ამ ყველაფერზე ყველამ უნდა აგოს პასუხი“
„ვგმობ მოვლენების ტრაგიკულ განვითარებას და ვიზიარებ უკრაინელი ხალხის მღელვარებას“
„ელენე ხოშტარიას და ირმა ნადირაშვილს დეპუტატის მანდატი უნდა დაატოვებინონ ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ჰიმნის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში დაკვრისთვის!“
„სააკაშვილი პოსტსაბჭოთა დიქტატორია - აიძულეთ იგი, თქვას სიმართლე“
„ტყუილი, რუსული საქმე და დღეს უკვე რუსული ჰიმნი გახდა მათი სამარკო ნიშანი" - მამუკა მდინარაძე
პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა
"ჩვენი სურვილია პარლამენტი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინსტიტუტი და კანონები, რომელსაც ვიღებთ, აუმჯობესებდეს მოქალაქეთა ცხოვრება"
"სამართლიანი სასამართლო არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობა და ვფიქრობ, საქართველო სწორი გზით მიდის"
"ირაკლი შოთაძე არის ღირსეული, პროფესიონალი, რომელმაც შეძლო ხშირად მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება"
პლენარულ სხდომაზე გენპროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი ირაკლი შოთაძის კანდიდატურის განხილვა აღარ მოხდება
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტთან - ოპოზიცია მორიგ საპროტესტო აქციას მართავს
"თუ ოპოზიცია დიალოგში დაბრუნებას და შეთანხმებას ვერ შეძლებს, იქნება მკაფიო სიგნალი, რომ ეს ნაწილი დესტრუქციულია"
„სანამ საჯარო აქტიურობისგან თავს იკავებდა, იდუმალების საბურველში გახვეული ბოროტი იყო - მას შემდეგ, რაც ყოველდღიურად ტელეეთერში ჩანს, ყველა დარწმუნდა, რომ სულელი ბოროტია“