„არ მინდა დავიჯერო, რომ განწირულები ვართ!“

თამაზ ჭეიშვილის ბლოგი: „არ მინდა დავიჯერო, რომ განწირულები ვართ!“

ეს იყო 1991 წლის დეკემბერში. ათარბეგოვის (ძმები ზუბალაშვილების) ქუჩაზე, სახლების სახურავებზე ვმორიგეობდით იქ მცხოვრები მოქალაქეები, ვისაც არაფერი გვქონდა საერთო პოლიტიკასთან! მთავრობის სასახლიდან, სნაიპერების გამოსროლილ ცეცხლგამჩენ ტყვიებს წყლით ვაქრობდით. გაიშხუილებდა ჰაერში ცეცხლოვანი ტყვია, მოხვდებოდა სახურავს და იმ წუთშივე აალდებოდა. ასე იწვებოდა სახლები. არც აქეთა მხრიდან აკლებდნენ, ყველა კალიბრის იარაღით ცხრილავდნენ იმ ცოდვით სავსე შენობას! მაშინ, იმ დეკემბრის უკუნ ღამეს, სახლის სახურავზე (რომელიც 31 დეკემბერს დაიწვა) ვფიქრობდი, რომ მთელი მსოფლიო ცეცხლის ალში იყო გახვეული. ორკვირიანი მორიგეობის ბოლოს, ტყვიების წვიმაში, როცა ჩემი ნათესავები და მეზობლის ქალები, ბავშვებიანად სამშვიდობოს გამოვიყვანეთ, მთაწმინდის ერთი ქუჩის სახლის მესამე სართულის ფანჯრებიდან ,,ბებია მყავდა პოვარი,,- ს გუნდური ვარიანტი მომესმა! ვიფიქრე გავგიჟდი და ჰალუცინაციები დამეწყო მეთქი! ...ორ ნაბიჯში ,,იდეური ქართველები,, ერთმანეთს ჟლეტდნენ, სახლები იწვოდა, იქვე კი, იმავე უბანში ვიღაც ღრეობდა...


გაუცხოების და სიმარტოვის გრძნობა გამიძლიერდა! ... გამიძლიერდა და დღემდე მომყვება, არ მცილდება. დღიდან დღემდე, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე ძლიერდება, მარწუხებივით მიჭერს, სუნთქვას მიკრვს, ცდილობს დამახრჩოს! ქართველებს თურმე ორი უკიდურესობა გვახასიათებს, უდიდესი სიყვარული და უდიდესი სიძულვილი!მიკვირს აქამდე როგორ მოვაღწიეთ, გამუდმებით საკუთარ თავს რომ ვგესლავთ ღრიანკალივით! 21 -ე საუკუნეში, სიყვარულ - სიძულვილი ერთმანეთში აირია და უკვე ვეღარ გავრკვეულვართ საკუთარ გრძნობებში! ჩვენ ვამაყობთ იაკობ ცურტაველით,შოთა რუსთველით, გალაკტიონით, ტიციანით...თამარით, დავითით, გმირი თევდორე მღვდლით, სამასი არაგველით...მაგრამ ეს ყელაფერი ხომ წარსულში იყო?! ახლა რანი ვართ, რით შეგვიძლია ვიამაყოთ? იმ ორი მილიონი ქართველით ამერიკასა და ევროპაში საკუთარმა ქვეყანამ რო ,,გააძევა,,?! ან სუიციდის გამაოგნებელი სტატისტიკით?! როგორ დავკნინდით და ზნეობრივად გავპარტახდით! როგორ გავნივთდით და მორალურად განვიძარცვეთ! თუ ვხედავთ და ვგრძნობთ ჩვენ უბედურებას?თუ ვხვდებით სიკეთე და ბოროტება რომ ვეღარ გაგვირჩევია? რა მოგველის ამ დღეში ჩაცვენილთ?...მიუმეტეს შინაური თუ გარეული მტერი ჩვენ ბოლო ამოსუნთქვას ელის! ,,.. და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე,,! ეს ქართველმა პოეტმა თქვა, ლადო ასათიანმა!... დღეს კი ჩვენი გაჩენის დღეს ვწყევლით! არ მინდა დავიჯერო, რომ განწირულები ვართ..





მსგავსი სიახლეები
"ბარსელონას" ექიმების მხარდაჭერა უკანონო პატიმრობაში მყოფ ვაჟა გაფრინდაშვილს!
„რო­გორც ტყვეს, ისე არას­დროს მომ­ქცე­ვი­ან, ძალ-ღო­ნეს არ იშუ­რებ­დნენ, რომ ფეხ­ზე დავ­მდგარ­ი­ყა­ვი“ - ორი რუსი მფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა მხა­რემ ჩა­მო­აგ­დო, ვაჟა გაფრინდაშვილის პა­ცი­ენ­ტე­ბი იყ­ვნენ
ბელგიელმა მოსამართლემ ქურდობაში ბრალდებული ქართველი გაათავისუფლა და ჯანდაცვის სამინისტროს მისი შვილის მკურნალობა დაავალა
რისთვის ჭირდებოდა ოთხასი ხელბორკილი ოპოზიციას და რატომ ჩაიშალა პარლამენტის შენობის ალყა - კომედია საპროტესტო აქციებიდან
„შე მართლა დასაჭურისებულო ლატენტურო მამათმავალო, მამაკაცის უკმარისობა რომ გაქვს, იმიტომ დადიხარ კომბლებით და სხვა ფალიკური სიმბოლოებით“
„თქვენს სიებში ისეთი ბუტულიზმიანი, ტოქსიკური ტიპები შეიყვანეთ, ახლა რომ "პაჩკა-პაჩკა" არ გტოვებდნენ, ვერც გავიხსენებდით“
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
"ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის პოლიტიზირება, ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დაუშვებელია"-ქეთევან ციხელაშვილი
პოლიციამ „ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს" 3 წევრი დააკავა
დე ფაქტო უშიშროების სამსახური ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებს აქვეყნებს
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
"თქვენი საძაგელი, დანაშაულებრივი, სასტიკი საოკუპაციო რეჟიმის გამო დღეს ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებული ცხინვალის ციხეში იტანჯებიან"
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან ასფალტზე, სტიკერები, წარწერით „დალუქულია“ დააკრეს
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის ღობეს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს
"ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24 საათიან რეჟიმში"
"ჩვენთვის სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური საგადასახადო სისტემა პრიორიტეტია",-გიორგი გახარია
21 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს
„გურამ შარაძის მკვლელობა შეუკვეთა მიხეილ სააკაშვილმა, ორგანიზატორობა გაუწია დათა ახალაიამ, ხოლო ფიზიკურად, შეასრულეს სპეცრაზმელებმა: თემურ ჯგერენაიამ და გია ფაჩულიამ“
ვინ არის ყოფილი პრემიერის საყვარელი ქალი - წყვილი უკვე ტყუპს ელოდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ქორწილში მიხეილ სააკაშვილის სურათი გამოფინეს წარწერით – „უნდა გათენდეს“