რაზე შეთანხმდნენ რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები სოჭში?

სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის გეგმა

 

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა 22 ოქტომბერს, სოჭში შეხვედრის დროს დროს, რომელიც ექვს საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში არსებული სიტუაციისა და ამ რეგიონში თურქეთის სამხედრო ოპერაციის შესახებ მოილაპარაკეს.

 

როგორც მოლაპარაკების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, „ბატონმა რეჯეპ ერდოღანმა ვრცელი ახსნა-განმარტება მოგვცა სირიის საზღვრის გასწვრივ თურქეთის სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე არაერთხელ გვითქვამს ადრეც, რომ გაგებით ვეკიდებით თურქეთის სწრაფვას - გადადგას ნაბიჯები თავისი ეროვნული უსაფრთხოების საიმედოდ დაცვის მიზნით“.

 

ამასთან რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთავარია, სირიის ტერიტორიაზე თურქეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებით „ისლამურმა სახელმწიფოს“ იმ მებრძოლებმა არ ისარგებლონ, რომლებიც ქურთებს ჰყავთ დატყვევებული სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ბანაკებში.

 

„სირია უნდა გათავისუფლდეს მის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი უცხოეთის სახელმწიფოების სამხედრო ქვედანაყოფებისაგან. მტკიცე და გრძელვადიანი სტაბილიზაცია, ჩვენი შეხედულებით, მხოლოდ სირიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით იქნება მიღწეული. ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა და და ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტს ვესაუბრეთ“, - ხაზი გაუსვა ვლადიმერ პუტინმა.

 

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთმა და თურქეთმა სოჭში უმნიშვნელოვანესი და უფრო მეტიც - თითქმის საბედისწერო გადაწყვეტილებები მიიღეს სირიის სიტუაციის შესახებ. მოლაპარაკების დროს ორივე პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ერთობლივ ათპუნქტიან მემორანდუმს (შეთანხმებას).

 

დოკუმენტის მთავარი დებულებები:

 

- 23 ოქტომბრის 12 საათიდან სირია-თურქეთის საზღვრის გასწვრივ, სირიის ტერიტორიაზე, თურქეთის ჯარების ოპერაციის ზონის მიღმა, შეყვანილი იქნებიან რუსეთის სამხედრო პოლიციისა და სირიის სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფები;

 

- ქურთებს დამატებით ეძლევათ 150 საათი (ანუ 6 დღე-ღამეზე მეტი) დრო იმისათვის, რომ მათ სირიის სასაზღვრო რაიონები დატოვონ და ქვეყნის სიღრმეში უკან დაიხიონ;

 

- ქურთების ძალების გაყვანის შემდეგ საზღვრიდან 30 კილომეტრის დაშორებით (ანუ „უსაფრთხოების ზონის“ მიღმა), რუსეთი და თურქეთი ერთად განახორციელებენ პატრულირებას თურქეთის ჯარების ოპერაციის რაიონში („უსაფრთხოების ზონაში“, აღმოსავლეთით და დასავლეთით, 10 კილომეტრიანი სიღრმით);

 

- თურქეთის ჯარების ოპერაციის რაიონში, სირიის ტერიტორიაზე, 32 კილომეტრის სიღრმეში, დასახლებულ პუნქტ ტელ-აბიადსა და ქალაქ რას-ალ-აინს შორის, თურქეთის საზღვართან, სტატუს-ქვო შენარჩუნებული იქნება;

 

- ქურთების ყველა სამხედრო ქვედანაყოფი (მათი შეიარაღების ჩათვლით) გაყვანილი იქნება ქალაქ მანბიჯიდან და ტალ-რიფატიდან;

 

- რუსეთი და თურქეთი მიღღებენ აუცილებელ ზომებს სირია-თურქეთის საზღვარზე პოტენციური ტერორისტების გადასვლის თავიდან ასაცილებლად და ხელს შეუწყობენ სირიაში ლტოლვილების ნებაყოფლობით დაბრუნებას.

 

როგორც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თურქეთის ჯარების ყოფნის ვადების საკითხი მოლაპარაკების დროს არ განხილულა. მისი თქმით, „მთავარი ამოცანა იყო შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლა, რათა პროცესის ნეგატიური მიმართულებით განვითარება შეჩერებულიყო“. მინისტრმა აღნიშნა, რომ „პრეზიდენტებმა სირიელი ქურთების პრობლემის სხვადასხვა ვარიანტები განიხილეს და საბოლოოდ სასაზღვრო ზონაში კონტროლის დაწესების შემოღებაზე შეჩერდნენ“.

 

„ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს. განვიხილეთ სირიის ტერიტორიაზე ქვეყნის სამთავრობო რეგულარული ჯარების შეყვანის ვარიანტიც, მაგრამ საბოლოო შევთანხმდით, რომ „უსაფრთხოების“ ზონის გასწვრივ სირიის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის და რუსეთის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფები შესულიყვნენ“, - ხაზი გაუსვა სერგეი შოიგუმ.

 

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების მიერ მიღწეული შეთანხმება ფაქტიურად, სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას უზრუნველყოფს: „ის ნაბიჯები, რომლებიც შემდგომში გადაიდგმება და ის ვალდებულებები, რომლებსაც ეს მემორანდუმი მოიცავს, უზრუნველყოფენ ოპერაციის შემდგომი განვითარებისა და სისხლისღვრის შეწყვეტას, რომელიც წინააღმდეგობრივ რეაქციას იწვევს მსოფლიოში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფს სირიელი მესაზღვრეების გასვლას ქვეყნის სახელმწიფო საზღვარზე“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
---------
წყარო: https://www.bbc.com/russian/news-50145529
მემორანდუმის ტექსტის ფოტო აღებულია თურქული საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუს" ვებ-გვერდიდან.

 





მსგავსი სიახლეები
“მაჟორიტართა აჯანყებამ” რუსულ წისქვილზე დაასხა წყალი”
“ივანიშვილმა გადალახა ღირსების ხაზიც, შეპყრობილია სისტემური შიშით და ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს”
ივანიშვილის ახალი გეგმა - ვადამდელი არჩევნების აჩრდილი
ჩაერია თუ არა რუსეთი ორი წლის წინათ მომხდარ კატალონიის მოვლენებში?
დაგროვებითი საპენსიო სქემიდან "ოცნების“ დეპუტატებიც გადიან
რა უნდა ჩინეთს საბერძნეთში? - პირეის ნავსადგურის რეკონსტრუქცია და დახმარება პართენონის მარმარილოს დაბრუნებაში
რა სიურპრიზს ამზადებს ივანიშვილი და რომელ მინისტრებს მოუწევთ თანამდებობის დატოვება
“ფრთხილად - მთავარი “კინო” შესაძლოა, ჯერ კიდევ წინ იყოს!”
როგორი იქნება წინასაარჩევნო მთავრობა და კიდევ რომელი მინისტრები დატოვებენ პოსტს
დაკარგული ტურისტის ხელი ზვიგენის კუჭში იპოვეს და თითზე გაკეთებული საქორწინო ბეჭდით ამოიცნეს
აშშ საქართველოში გააქტიურებას იწყებს - ვაშინგტონის ჩართულობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში შესაძლოა გაიზარდოს
თავდასხმა ამერიკულ კოლონაზე - რეგიონი აფეთქების ზღვარზეა
განხეთქილების საფრთხე საპატრიარქოში - “ორივე მხარეს თანაბარი ძალებია”
“საქართველოს ირგვლივ თავი მოიყარა 12-მა მტრულად განწყობილმა რუსულმა ბაზამ”
“დიდი საეკლესიო კრების მოწვევაა საჭირო... საპატრიარქოს დღევანდელი ფორმა წარსულის გადმონაშთია”
რამდენად შესაძლებელია თურქეთის გასვლა ნატოდან?
რა საფრთხე ემუქრება თბილისელთა ჯანმრთელობას
"პირველი დარტყმა თბილისზე იქნება“ - რა საფრთხეს ქმნის სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის პოტენციალის გაორმაგება
“ხელისუფლება ერთი ხელით მუდმივად ახდენს პროექტის მხარდაჭერის დეკლარირებას, მაგრამ მეორე მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რომ პოტენციური ინვესტორები დააფრთხოს"
რამდენი ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის ყოველთვიური ხარჯი