A კატეგორიის ტაქსის ის მძღოლები, რომელთაც ავტომანქანა სრულად არ აქვთ შეღებილი ან ფირი გადაკრული, დაჯარიმდებიან

დედაქალაქში მოძრავი A კატეგორიის ტაქსის ის მძღოლები, რომელთაც ავტომანქანის ყველა ნაწილი არ აქვთ შეღებილი ან ფირი სრულად გადაკრული, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას დაექვემდებარებიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ თუ საჭიროება არსებობს, ტაქსების რეფორმის შესახებ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ წესში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

 

„რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომ  A კატეგორიის ტაქსების ნაწილი სრულად  არ არის გადაღებილი ან ფირი არ აქვს მთლიანად გადაკრული. მგონია, რომ ეს პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, მინდა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ წესში შევიდეს ცვლილება, თუ ამის საჭიროება იქნება და მოითხოვეთ ფერის სრულად დაკმაყოფილება. კატეგორიულად მიუღებელია, რომ ავტომანქანა სრულად არ იყოს შეღებილი ან ფირი სრულად არ ჰქონდეს გადაკრული და ისე დადიოდეს. გქონდეთ კომუნიკაცია ამ მძღოლებთან. მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ მსგავს შემთხვევაში, დაჯარიმდებიან და რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ფირის გადაკვრა ან გადაღებვა“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

 

მისივე თქმით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებმა თავიანთი ავტომანქანები იმ სტანდარტის ფარგლებში უნდა მოაქციონ, რომელიც მუნიციპალიტეტის მხრიდან არის დაწესებული.





მსგავსი სიახლეები
21 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს
„გურამ შარაძის მკვლელობა შეუკვეთა მიხეილ სააკაშვილმა, ორგანიზატორობა გაუწია დათა ახალაიამ, ხოლო ფიზიკურად, შეასრულეს სპეცრაზმელებმა: თემურ ჯგერენაიამ და გია ფაჩულიამ“
ვინ არის ყოფილი პრემიერის საყვარელი ქალი - წყვილი უკვე ტყუპს ელოდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ქორწილში მიხეილ სააკაშვილის სურათი გამოფინეს წარწერით – „უნდა გათენდეს“
ვაჟა გაფრინდაშვილის მოთხოვნით, ცხინვალის იზოლატორში პატიმრებს კვება დაუნიშნეს - დღეს მას ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა
“სპეცრაზმელმა დაიჩოქა და მანიშნა, მუხლზე დამედგა ფეხი - ჩემი დღის გმირი ხარ!”
„ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის დოქტრინიდან: ჩვენ მათ უნდა მივყიდოთ საჩხერის ქვიშა, ვაზიდინოთ აღმა-დაღმა, შემდეგ წავართვათ და ავაშენოთ წყალტუბო“
სასწავლო ცენტრი „გლობუსი“ გთავაზობთ სხვადასხვა ენის შემსწავლელ კურსს
აქციის დაშლისას დაკავებულების პროცესზე მოსამართლეს „ივანიშვილის მონა“ უწოდეს, რის გამოც რამდენიმე პირი დარბაზიდან გააძევეს
"თუ პარლამენტის ბლოკირება მოხდება, შესაბამისი სამსახურების მიერ რეაგირება იქნება"-კახა კალაძე
"ჩვენი ვალია, გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა და საშუალება, რათა მხარდაჭერა და თანადგომა გამოვუცხადოთ ვაჟა გაფრინდაშვილს"
"მსურს, ვკითხო საზოგადოებას: რა იცით ჩემს შესახებ? - მონეტას ორი მხარე აქვს"-მიხეილ კალანდია
„მე ვთხოვე თანათავმჯდომარეებს, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად" - დავით ზალკალიანი
თბილისის მერია ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს
თბილისში ავადმყოფის უკმაყოფილო ახლობლებმა ექიმს სცემეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ახალგაზრდა მამაკაცმა თავის დაწვა სცადა
სასწრაფო დახმარების მანქანას რუსთაველზე შეკრებილებმა გზა არ გაუხსნეს – გარდაიცვალა 50 წლამდე მამაკაცი
"ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის ქვედა საფარის ხანძრის 7 კერაა"-შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს
"ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება, მიუხედავად იმისა, თუ რა განცხადებები ვრცელდება"
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცით ვაჭრობის ფაქტები გამოავლინეს