„სირიაში ამერიკელებმა ტაქტიკური ინიციატივა რუსეთს დაუთმეს და ვითარებაზე პასუხისმგებელი რუსეთი გახდა“

“რუსეთ-თურქეთის ათპუნქტიანი შეთანხმება იქიდან გამომდინარე შედგა, რომ ცდილობენ თურქეთს სახე შეუნარჩუნონ და მოცემულ ეტაპზე რუსეთის სრული წარმატება დაფიქსირდეს”, - ამის შესახებ “რეზონანსთან” ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განაცხადა. სირიის საკითხზე სოჭში ვლადიმირ პუტინისა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ორმხრივი შეხვედრა ურთიერთგაგების მემორანდუმით დასრულდა. მხარეები 10-პუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ. არეშიძის შეფასებით, ამერიკამ სირიის მოვლენებში “ტაქტიკური ინიციატივა” რუსეთს დაუთმო” და აშშ-მ ტაქტიკურად პოზიციები დათმო, თუმცა სტრატეგიული თვალსაზრისით პოზიციები ჯერ არ დაუთმია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ამერიკელებმა ტაქტიკური ინიციატივა რუსეთს დაუთმეს, უფრო სწორად კი რუსეთი გახადეს ვითარებაში პასუხისმგებელი“ - მამუკა არეშიძე.


“ეს შეთანხმება გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარეა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებიც არსებობს, რომ ამით როგორმე თურქეთს სახე შეუნარჩუნონ და მოცემულ ეტაპზე რუსეთის სრული წარმატება დაფიქსირდეს, ზუსტად ესაა მნიშვნელოვანი, ცეცხლის შეწყვეტისა და ქურთული საჯარისო ფორმირებების საკითხი რა საკვირველია მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მგონია, რომ ამ დოკუმენტით ეს გადაწყდეს. ამერიკელებმა ტაქტიკური ინიციატივა რუსეთს დაუთმეს, უფრო სწორად კი რუსეთი გახადეს ვითარებაში პასუხისმგებელი, ახლა ამ გეგმის შესრულებაზე ქურთებსა და თურქებს შორის სავარაუდო დაპირისპირებასა და ამ საკითხში ირანის ჩართულობაზე, ყველაფერ ამაზე პასუხისმგებელი რუსეთია, ხანგრძლივი პერსპექტივის თვალსაზრისით, რუსეთი როგორ გამოძვრება, ამ ვითარებიდან კიდევ საკითხავია”, - აცხადებს გამოცმის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

 

“რაც შეეხება იმ საკითხს, ამერიკელებმა ახლო აღმოსავლეთ სივრცე დატოვეს თუ არა, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, სირიიდან კი გავიდა (თუმცა ჯერ ბოლომდეც არ გასულან), მაგრამ მას უძლიერესი სამხედრო დაჯგუფება ჰყავს ერაყში. ერაყი კი იქვეა. ამიტომ ამერიკელები ვითარებას შორიდან დააკვირდებიან და ამის მიხედვით იმოქმედებენ. სტრატეგიული თვალსაზრისით ჯერჯერობთ მათ სიტუაცია არ დაუთმიათ, ტაქტიკური თვალსაზრისით დათმეს, ასე რომ ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ესაა ტაქტიკური ქმედების ნაწილი, სტრატეგიულად კი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგის თქმა გამიჭირდება”, - დასძენს არეშიძე.

 

"სირიის საკითხზე პუტინი-ერდოღანის შეთანხმების ათპუნქტიანი გეგმის მე-5 პუნქტის თანახმად, “23 ოქტომბრის 00:00 საათიდან დაწყებული, სირიის ტერიტორიაზე, სირია-თურქეთის საზღვართან, მშვიდობის წყაროს ოპერაციის მიღმა ტერიტორიაზე, განთავსდება რუსული სამხედრო პოლიცია და სირიის სასაზღვრო სამსახური. ისინი ხელს შეუწყობენ ქურთების ფორმირებებისა და მათი შეიარაღების გაყვანას, სირია-თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრის მოშორებით, რომელიც უნდა დასრულდეს 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან, 150 საათის შემდეგ. ამ მომენტიდან დაიწყება რუსეთ-თურქეთის ერთობლივი პატრულირება, საზღვრიდან 10 კილომეტრის სიღრმეში. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, მშვიდობის წყაროს ოპერაციის რაიონიდან, გარდა ქალაქ ქამიშლისა”, ხოლო მე-6 პუნქტის მიხედვით “ქურთების ყველა დანაყოფი და მათი შეიარაღება გამოყვანილ უნდა იქნას მანბიჯიდან და თალ რიფათიდან”, - წერს სტატიის ავტორი.





მსგავსი სიახლეები
გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების მიმართ დაიწყო - Der Spiegel
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მოსკოვს 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებულთა საქმეზე კომპენსაციის გადახდისკენ მოუწოდა
"დიპლომატები იმის გამო გავაძევეთ, რომ რუსეთი ამ მკვლელობის გამოძიებაში არ გვეხმარება"
გერმანიის საგარეო უწყებამ ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა
ნატო-ს დაარსებიდან 70 წლის იუბილესთან დაკავშირებული 2-დღიანი სამიტი დასრულდა
ერდოღანი მაკრონს შეება: შე ტვინმკვდარო ემანუელ, როგორ ბედავ ნატოს შეურაცხყოფას?
"თურქეთი - ცუნამი, რუსეთი - გრიგალი, ჩინეთი - გლობალური დათბობა"
„მაგარი ბიჭია ხომ დიკაპრიო? ასე არა? მან ფული ამაზონისთვის ცეხლის წაკიდებაში გადაიხადა“ - ბრაზილიის პრეზიდენტი
"ჩვენ რევოლუციების ჭირი, დაავადება და ინფექცია შევაჩერეთ - მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ამან ქვეყნებს მხოლოდ უბედურება მოუტანა"
"თურქეთმა აღმოსავლეთ ევროპელები მძევლად აიყვანა და ნატო-ს აშანტაჟებს"-„როიტერსი“
სოციალურ ქსელებში ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან დაკავშირებული არაერთი ყალბი გვერდი იქმნება, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და დეზინფორმირებას ისახავს მიზნად
"თურქეთმა არ დაუშვა ახალი ტერორისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბება"
"ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ქვეყანაში როგორ უსწორდებიან დემონსტრანტებს, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები ხმას არ იღებენ"
ისრაელის გენერალურმა პროკურორმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ქრთამის აღებისა და თაღლითობის საქმეზე ბრალი წაუყენა
იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს მოუწოდა, სათანადო მხარდაჭერა გაუწიონ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს, კერძოდ, უკრაინასა და საქართველოს
"საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგები იმაზე ბევრად უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ადამიანი ყველაზე ცუდ ფიქრებში წარმოიდგენდა"
უკრაინის უზენაესმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევება კანონიერად ცნო
უკრაინაში, კიევთან ახლოს, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი საველე მეთაური, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ ბარა შიშანი დააკავეს
„საქართველოს პარლამენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრების წინაშე თბილისში გამართული ასამბლეის ჩაშლის გამო“
„გაზპრომმა" მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია - მისი მეშვეობით რუსეთი კიდევ უფრო გაიძლიერებს ევროპის ქვეყნებზე, განსაკუთრებით, გერმანიაზე პოლიტიკური ზემოქმედების მექანიზმებს“