საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენილი უძრავი ქონების 40% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების 40% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის, - ამის შესახებ საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილშია აღნიშნული, რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში შემუშავდა. 2015-2018 წლებში, საქართველოში უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რუსეთის 15 133-მა მოქალაქემ დაარეგისტრირა. ანგარიშის თანახმად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მზარდია უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევები. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ძირითადად, ბინებს ირეგისტრირებენ საკუთრების უფლებით. 2018 წელს წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ ბინის რეგისტრაციის შემთხვევები. ასევე გაზრდილია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევები. სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევები კი მკვეთრად შემცირებულია, რაც უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებით მოპოვებაზე 2017 წლის ივნისში გამოცხადებულ მორატორიუმს უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, 2018 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 11 038 ბინა, 1 332 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და 189 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გაიყიდა.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 12 დეკემბრის 17:00 საათისთვის
"მიუხედავად ოპოზიციის აქციებისა, ქვეყანაში არანაირი არც პოლიტიკური და მით უმეტეს, ეკონომიკური კრიზისი არ არის"
„იმაზე სპეკულირება, რომ ხელისუფლება საახალწლოდ ხალხს უძვირებს ცხოვრებას, უბრალოდ, არასერიოზულია - ინფლაციის შემცირებასთან ერთად, სებ-ი დაიწყებს საპროცენტო განაკვეთის შემცირებასაც“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 11 დეკემბრის 17:00 საათისთვის
„მე, პირადად, მაქვს დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, რომ ფარმაცევტული სფეროს მონიტორინგის პროცესი განხორციელდეს სიღრმისეულად”
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 10დეკემბრის 17:00 საათისთვის
„ლარი მყარდება და ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი"
ღვინის ეზო N1 - წლის სოფლის ტურიზმის ნომინაციაში გამარჯვებულია
„რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც უახლოეს მომავალში ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი გარემოება იქნება“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 9 დეკემბრის 17:00 საათისთვის
"მნიშვნელოვანია, რომ ელექტროენერგიკული ბაზრის რეფორმის პერიოდში ესკო 2019 წელს საოპერაციო მოგებით ასრულებს"- ნათია თურნავა
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალზე 2019 წლის საუკეთესო ავიაკომპანიად გერმანული Lufthansa დასახელდა
გიორგი გახარია ბათუმში ციტრუსის ექსპორტის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
"ტურიზმი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ გამწევ ძალად იქცა"- ნათია თურნავა
„ჩვენ ვერ დავუშვებთ ანაკლიის პროექტის მეტად დაგვიანებას - სასურველი იყო, რომ ამ ინვესტორთან ერთად გაკეთებულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად სავარაუდოა“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 6 დეკემბრის 17:00 საათისთვის
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"დეკემბრის ეფექტი" სავალუტო კურსზე და ინფლაციაზე - გიორგი ცუცქირიძე სტუმრად რადიო "იმედის" ეთერში
ხვალ, Welcome to Georgia - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართება