"საქართველოსთვის ჩინეთის ტურისტული ბაზარი ძალიან პერსპექტიულია" -ნათია თურნავა

ჩინეთის წამყვანი ონლაინტურისტული სააგენტო Ctrip  საქართველოს ტურისტული ბაზრით დაინტერესდა. კომპანიის წარმომადგენლებმა საკუთარი ბიზნესგეგმების შესახებ პრეზენტაცია  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას გააცნეს, რომელიც ჩინეთში ვიზიტით იმყოფება. Ctrip ტურისტული სერვისების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია ჩინეთში. მისი ონლაინპლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია საქართველოს შესახებ ტურისტული მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ჩინელი პოტენციური ტურისტებისთვის.

 

შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ საქართველოში ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდა დადებითი დინამიკით ხასიათდება. მაგალითად, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ჩინეთიდან 75 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა. თუმცა 2019 წლის პირველ რვა თვეში საქართველოში იმაზე მეტი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე მთლიანად 2018 წელს. მინისტრის თქმით, ტურისტული ნაკადების ზრდაზე დადებითად იმოქმედა პირდაპირმა ფრენებმა ჩინეთთან (ამჟამად ჩინური ავიაკომპანია „China Southern Airlines" კვირაში 4 რეგულარულ რეისს ასრულებს პეკინიდან და ურუმჩიდან).

 

ჩინური ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ტურისტული პოტენციალი და აღნიშნეს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ყველა შესაძლებლობა მეტი ჩინელი ტურისტი მოიზიდოს. ასეთ მიმართულებებად გამოიყო ღვინის ტურიზმი, საქართველოს ისტორიული ქალაქები, კულინარია, აჭარის საზღვაო სანაპირო და სხვ.

 

აღინიშნა, რომ ჩინურ კომპანიასთან სამომავლოდ გაგრძელდება მუშაობა ერთობლივი ღონისძიებების დასაგეგმად.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 24 თებერვლის 17:00 საათისთვის
ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი თამბაქოს გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას უარყოფს
„2022 წლამდე არანაირი ცვლილება არ იგეგმება სიგარეტზე - იმის განიუსება, რომ აქციზის განაკვეთი ოდესღაც შეიძლება 5 ლარი გახდეს, მთლად ჯანმრთელად არ გამოიყურება“
ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
"აზარტული თამაშებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად ფინანსთა სამინისტრო ახალ ინიციატივებზე მუშაობს"
„დარწმუნებული ვარ, აქაური ცალკეული საექსპერტო ჯგუფები და არასამთავროები დაიწყებენ იმის ტირაჟირებას, რომ წელს, პირველ კვარტალში, ეკონომიკური და ბიზნეს კლიმატი გაურესდება“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 19 თებერვლის 17:00 საათისთვის
"ბელარუსი დაინტერესებულია საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალით"
საქართველოში უმუშევრობა შემცირდა - საქსტატი
"უმუშევრობის დონის შემცირება არის შედეგი ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებისა"- გიორგი ცუცქირიძე
ქართული ავტო-ლიფტი - პარკირების პრობლემის ახლებური გადაწყვეტა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 თებერვლის 17:00 საათისთვის
Forbes: საქართველო 2020 წლის 20 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის
ვითიბი ბანკის ავტომბილით უზრუნველყოფილი სესხის პირობები გაუმჯობესდა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 17 თებერვლის 17:00 საათისთვის
2022 წელს საქართველო, ბერლინში, ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა – ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა იქნება
"ტურიზმის დარგში სწორი პოლიტიკის გატარებამ ხელი შეუწყო ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის შესარჩევ კონკურსში საქართველოს გამარჯვებას"
"იანვარი შთამბეჭდავი ზრდის ტემპით დაიწყო" - მარიამ ქვრივიშვილი
„ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის TOP 10 ნეგატიური შედეგი
ბერლინში გამოფენაზე Weinmesee Berlin, რომელსაც 32 000 ვიზიტორი ჰყავს, პირველად იმერული ღვინოებია წარმოდგენილი