დაკარგული ტურისტის ხელი ზვიგენის კუჭში იპოვეს და თითზე გაკეთებული საქორწინო ბეჭდით ამოიცნეს

შოტლანდიელი ტურისტის ხელი, რომელიც ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ რეუნიონის (საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტის) ნაპირებთან გასულ შაბათს დაიკარგა, ორი დღის წინათ იმ ადგილებში დაჭერილი ზვიგენის კუჭში იპოვეს. ხელი რომ მართლაც დაკარგული მამაკაცისა იყო, იმით ამოიცნეს, რომ თითზე საქორწინო ბეჭედი ისევ ეკეთა...

 

44 წლის ტურისტი, რომელიც ცოლთან ერთად პატარა საკურორტო ქალაქ სენ-ჟილ-ლებანში ისვენებდა, უკანასკნელად აქვალანგით ნახეს, ზღვაში ჩაყვინთვის დროს.

 

მამაკაცის ვინაობას ჯერ არ ასახელებენ.


ტურისტის ხელი იმ ზვიგენის მუცელში იპოვეს, რომელიც კვლევითი სამუშაოების ჩატარების მიზნით დაიჭირეს.

 

გაზეთ Sun-ის ინფორმატორის თქმით, შაბათს ტურისტი ლაგუნაში ყვინთაობდა და როცა იგი დიდი ხნის განმავლობაში აღარ გამოჩნდა, მისმა ცოლმა განგაში ატეხა. „იმ წუთშივე დაიწყო მასშტაბური საძებნი ოპერაცია, რომელშიც კატერები და ვერტმფრენები მონაწილეობდნენ, - უყვება გაზეთის კორესპონდენტს თვითმხილველი, - სამწუხაროდ, დაკარგული მამაკაცი ვერ იპოვეს“.

 

ოთხშაბათს სპეციალისტებმა, რომლებიც კუნძულის ნაპირებთან ზვიგენების აქტიურობის მონიტორინგით არიან დაკავებული, ოკეანეში ზვიგენი დაიჭირეს. გაკვეთის დროს მის კუჭში დაკარგული ტურისტის ნარჩენები იპოვეს. ჯერ-ჯერობით უცნობია - მამაკაცი დაიხრჩო და შემდეგ გახდა ზვიგენის ლუკმა თუ იგი ზვიგენის თავდასხმის ობიექტი იყო.

 

ზღვის მტაცებელი იმ ადგილიდან შვიდი კილომეტრი მოშორებით დაიჭირეს, სადაც ტურისტი ყვინთავდა. სპეციალისტებმა მის კუჭში ნაპოვნი ნარჩენების სრული ექსპერტიზა უნდა მოახდინონ.

 

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უწყება დახმარებას უწევს შოტლანდიელის ოჯახს და კუნძულ რეუნიონის ადგილობრივ ხელისუფლებასთან მუდმივი კავშირი აქვს.

 

მიმდინარე წელს რეუნიონთან ზვიგენების ადამიანებზე თავდასხმის უკვე ორი შემთხვევა მოხდა სასიკვდილო შედეგით. კუნძული სერფინგის მოყვარულებისათვის პოპულარული ადგილი იყო, მაგრამ ხელისუფლება იძულებული გახდა სპორტულ ცურვაზე და აქვალანგით ყვინთვაზე აკრძალვა დაეწესებინა. აქაურ ვეფხვისებრ ზვიგენებს ადგილობრივი მოსახლეობა „საბრძოლო მანქანებს“ უწოდებს.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გასულ თვეში განაცხადა, რომ იგი, ალბათ, საწყლოსნო სპორტის სახეობებს კუნძულის ნაპირებთან 2022 წლისათვის დაუშვებს, მაგრამ მანამდე უნდა დარწმუნდეს, რომ ტურისტთა უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.

 

წყაროები:
BBC News - https://www.bbc.com/russian/news-50331492
The Sun - https://www.thesun.co.uk/…/british-tourist-shark-hand-found/

 

მოამზადა სიმონ კილაძემ.





მსგავსი სიახლეები
„ვაჟა გაფრინდაშვილი ექიმია და ყველას განურჩევლად მკურნალობდა - ქართველებს, ოსებს, რუსებს“
რატომ არა აქვს პერსპექტივა მაჟორიტარების კონტრშეტევას პროპორციულ სისტემაზე – „ეს პოლიტიკური თამაშებია“
ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს - უმრავლესობაში გამალებული კონსულტაციები მიდის
"არანაირი საჩივარი არ ისმის არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო“ - აზერბაიჯანული მედია თბილისში მიმდინარე აქციებზე
"არასწორი იქნებოდა თბილისური ნოემბრის პროტესტების მიზეზები მხოლოდ კონსტიტუციისა და არჩევნების ირგვლივ დებატებში ვეძებოთ"
რა საფრთხეს უქმის საქართველოს თურქეთიდან ტერორისტების დეპორტაცია
რას ნიშნავს "ოცნების“ მაჟორიტართა ახალი აკვიატება და რისთვის აგროვებს ხელმოწერებს ხუნდაძე
“პროცესებში უნდა ჩაერიოს საერთაშორისო საზოგადოება” - რა ტაქტიკა აქვს ოპოზიციას
სპეცრაზმის დახმარებით ჩატარებული ბიუროს სხდომა და დაშლილი აქცია - რას აპირებს ოპოზიცია
სამიტი და “ტვინის სიკვდილი” - რა შეიცვლება ნატოში ორი კვირის შემდეგ და რა შეიცვლება ამით საქართველოსთვის
“მაჟორიტართა აჯანყებამ” რუსულ წისქვილზე დაასხა წყალი”
“ივანიშვილმა გადალახა ღირსების ხაზიც, შეპყრობილია სისტემური შიშით და ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს”
ივანიშვილის ახალი გეგმა - ვადამდელი არჩევნების აჩრდილი
ჩაერია თუ არა რუსეთი ორი წლის წინათ მომხდარ კატალონიის მოვლენებში?
დაგროვებითი საპენსიო სქემიდან "ოცნების“ დეპუტატებიც გადიან
რა უნდა ჩინეთს საბერძნეთში? - პირეის ნავსადგურის რეკონსტრუქცია და დახმარება პართენონის მარმარილოს დაბრუნებაში
რა სიურპრიზს ამზადებს ივანიშვილი და რომელ მინისტრებს მოუწევთ თანამდებობის დატოვება
“ფრთხილად - მთავარი “კინო” შესაძლოა, ჯერ კიდევ წინ იყოს!”
როგორი იქნება წინასაარჩევნო მთავრობა და კიდევ რომელი მინისტრები დატოვებენ პოსტს
დაკარგული ტურისტის ხელი ზვიგენის კუჭში იპოვეს და თითზე გაკეთებული საქორწინო ბეჭდით ამოიცნეს