"მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები" - შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას, რომლისთვისაც პრიორიტეტულია ქვეყანაში უსაფრთხო და ტოლერანტული გარემოს შექმნა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნისა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკა სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ არის მკაცრი და სამართლიანი, რაც, უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფის მიზანს ემსახურება.


სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის პარალელურად, სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა.


გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში  მხატვრული ფილმის პრემიერა იმართება. ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კეთდება განცხადებები კინოჩვენების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ.


შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.


კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.





მსგავსი სიახლეები
გიგი უგულავა, შესაძლოა, საპატიმროს დაუბრუნდეს
ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო 22 ნოემბერს იმსჯელებს
ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე, როცა „იმედის“ თანამშრომლებს ეკლესიიდან განკვეთილი ბერი ნიკოლოზის მიმდევრები დაუპირისპირდნენ, გამოძიება დაიწყო
18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული პირები სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო
ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ს შვეიცარული ბანკის, Credit Suisse-ის პირადი ბანკირის თაღლითურ საქმეზე ესაუბრა, რომელმაც მას 140 მილიონ დოლარზე მეტი ზარალი მიაყენა
„მრავალწლიანი პატიმრობა ბიძინა ივანიშვილს - სხვანაირი მეტი კარგი დასასრული ქვეყანას არ აქვს. ცუდი კი რამდენიც გინდათ“
„არც არასდროს მიუციათ ჩემთვის მითითებები და არც არასდროს შემისრულებია. გადაწყვეტილებებს კანონის საფუძველზე ვიღებ“
ყველანი გარეთ! - „მაგრამ თქვენ მაინც ფარისეველი ხართ!" - თბილისის საქალაქო სასამართლოს ღამის პერიპეტიები
თბილისის საქალაქო სასამართლოს საპატრულო პოლიცია იცავს
„სააკაშვილის კაბინეტში ოქრუაშვილი და სააკაშვილი ერთად წყვეტდნენ, რომ პატრულის იმიჯი უნდა შენარჩუნებულიყო - „ბოლომდე მიაწექით“ და გაწირეთ ბიჭებიო“
ვერცხლის ქუჩაზე ზვიად ჯაფარიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ხუთივე პირი სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა
შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულია 37 პირი, დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
„ამბობენ, განქორწინდა და ამიტომ ჩამოვიდა ინგლისიდან საქართველოში“, - ატენის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები
„არანაირ ექსცესებს არ ველოდებით - თუ ვინმე დარღვევს კანონს, ჩვენი მანდატის ფარგლებში ვიმოქმედებთ“
თბილისში, ატენის ქუჩაზე მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა
„აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“
„ერთ სახლში, სხვადასხვა სართულზე ცხოვრობენ ჩემი ძმის და მოკლულის ოჯახები - როგორ უნდა იცხოვრონ ახლა იქ - მერჩივნა ბექა ყოფილიყო მკვდარი“
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბექა კვიციანი დააკავეს