პოლიციამ კინოთეატრ "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე 11 პირი დააკავა - ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

კინოთეატრ „ამირანთან“ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 11 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, უწყების ცნობით, გამოძიება დაიწყო ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტზეც. გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, „თბილისში დღეს დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებულ დროს დაიწყო და მიმდინარეობს, სეანსების პარალელურად კი კინოდარბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე საჭირო რაოდენობის საპოლიციო ძალებია მობილიზებული.

 

„ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ​თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების მხრიდან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. პოლიციამ კინოთეატრ "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 11 პირი დააკავა. რაც შეეხება მოქალაქე ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტს, სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი პოლიციამ უკვე დააკავა, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით რჩებიან ადგილებზე. პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება უმკაცრესი ზომები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
"ბარსელონას" ექიმების მხარდაჭერა უკანონო პატიმრობაში მყოფ ვაჟა გაფრინდაშვილს!
„რო­გორც ტყვეს, ისე არას­დროს მომ­ქცე­ვი­ან, ძალ-ღო­ნეს არ იშუ­რებ­დნენ, რომ ფეხ­ზე დავ­მდგარ­ი­ყა­ვი“ - ორი რუსი მფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა მხა­რემ ჩა­მო­აგ­დო, ვაჟა გაფრინდაშვილის პა­ცი­ენ­ტე­ბი იყ­ვნენ
ბელგიელმა მოსამართლემ ქურდობაში ბრალდებული ქართველი გაათავისუფლა და ჯანდაცვის სამინისტროს მისი შვილის მკურნალობა დაავალა
რისთვის ჭირდებოდა ოთხასი ხელბორკილი ოპოზიციას და რატომ ჩაიშალა პარლამენტის შენობის ალყა - კომედია საპროტესტო აქციებიდან
„შე მართლა დასაჭურისებულო ლატენტურო მამათმავალო, მამაკაცის უკმარისობა რომ გაქვს, იმიტომ დადიხარ კომბლებით და სხვა ფალიკური სიმბოლოებით“
„თქვენს სიებში ისეთი ბუტულიზმიანი, ტოქსიკური ტიპები შეიყვანეთ, ახლა რომ "პაჩკა-პაჩკა" არ გტოვებდნენ, ვერც გავიხსენებდით“
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
"ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის პოლიტიზირება, ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დაუშვებელია"-ქეთევან ციხელაშვილი
პოლიციამ „ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს" 3 წევრი დააკავა
დე ფაქტო უშიშროების სამსახური ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებს აქვეყნებს
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
"თქვენი საძაგელი, დანაშაულებრივი, სასტიკი საოკუპაციო რეჟიმის გამო დღეს ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებული ცხინვალის ციხეში იტანჯებიან"
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან ასფალტზე, სტიკერები, წარწერით „დალუქულია“ დააკრეს
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის ღობეს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს
"ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24 საათიან რეჟიმში"
"ჩვენთვის სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური საგადასახადო სისტემა პრიორიტეტია",-გიორგი გახარია
21 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს
„გურამ შარაძის მკვლელობა შეუკვეთა მიხეილ სააკაშვილმა, ორგანიზატორობა გაუწია დათა ახალაიამ, ხოლო ფიზიკურად, შეასრულეს სპეცრაზმელებმა: თემურ ჯგერენაიამ და გია ფაჩულიამ“
ვინ არის ყოფილი პრემიერის საყვარელი ქალი - წყვილი უკვე ტყუპს ელოდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ქორწილში მიხეილ სააკაშვილის სურათი გამოფინეს წარწერით – „უნდა გათენდეს“