"2017 და 2018 წლებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი რეგიონში ყველაზე სწრაფად გაიზარდა" - „ფაინენშალ თაიმსი"

გამოცემა „ფაინენშალ თაიმსმა" საქართველოზე სტატია გამოაქვეყნა, სათაურით „აშშ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების დრო დადგა". სტატიის ავტორი წერს, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა განსაკუთრებულად მზარდია და შესაბამისად, აშშ-ისთვის ის წარმოადგენს საუკეთესო პარტნიორს შავი ზღვის რეგიონში. 

 

„ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა საკმაოდ ძლიერია, განსაკუთრებით მისი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. 2017 და 2018 წლებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) რეგიონში ყველაზე სწრაფად იზრდებოდა - წელიწადში 4.8 პროცენტით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, მდგრადი მშპ ზრდის მაჩვენებელი საქართველოში წლიურად დაახლოებით 4.9 პროცენტი იქნება 2019 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში. ამავდროულად, სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებულია 39 პროცენტიდან 22 პროცენტამდე და ეს ყველაფერი ერთ ათწლეულში მოხერხდა.


საქართველო, ევრაზიაში თავისი ცენტრალური ადგილმდებარეობით, კიდევ უფრო მეტად გახსნილი ეკონომიკითა და საინვესტიციო რეჟიმით შეიძლება ამერიკული კომპანიებისთვის გახდეს ნახევარი მილიარდი მომხმარებლის მქონე სარეალიზაციო ბაზრის კარიბჭე და აქედან განხორციელდეს მათი პროდუქციის ექსპორტი.  ქართველები მოწადინებულნი არიან ორმხრივი ვაჭრობა გააფართოვონ შეერთებულ შტატებთან და მეტი ამერიკული ინვესტიციის სტიმულირება მოახდინონ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობის  გზით,"- წერს „ფაინენშალ თაიმსი."

 

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს ხელსაყრელი შესაძლებლობა ამერიკისთვის იყოს ექსპორტის კარიბჭე ნახევარ მილიარდ მომხმარებელზე ევროპასა და აზიაში. აქვე, ავტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შესახებ წერს და მის ციტატასაც იშველიებს.

 

„ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სრულად უჭერს მხარს შეთანხმების პერსპექტივას. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გასულ თვეს ბრძანა: „სავაჭრო შეთანხმება შეერთებულ შტატებთან ჩვენი პარტნიორობის ლოგიკური გაგრძელებაა.  ურთიერთობები განვავითარეთ და იმ დონემდე ავიყვანთ, რომ უკვე შეგვიძლია მეტი ამერიკული კომპანია მივიღოთ საქართველოში. ჩვენი ქვეყანა ბუნებრივად არის  ამერიკული კომპანიებისთვის რეგიონალური ცენტრი ევრაზიის უფრო მსხვილ ბაზრებზე გასასვლელად. სავაჭრო შეთანხმება წინ წაწევს უსაფრთხოების სფეროში ამერიკისა და საქართველოს საერთო ინტერესებს, რაც ბევრ ხელშესახებ ეკონომიკურ სარგებელსაც მოგვიტანს," - წერს „ფაინენშალ თაიმსი".





მსგავსი სიახლეები
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალზე 2019 წლის საუკეთესო ავიაკომპანიად გერმანული Lufthansa დასახელდა
გიორგი გახარია ბათუმში ციტრუსის ექსპორტის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
"ტურიზმი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ გამწევ ძალად იქცა"- ნათია თურნავა
„ჩვენ ვერ დავუშვებთ ანაკლიის პროექტის მეტად დაგვიანებას - სასურველი იყო, რომ ამ ინვესტორთან ერთად გაკეთებულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად სავარაუდოა“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 6 დეკემბრის 17:00 საათისთვის
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"დეკემბრის ეფექტი" სავალუტო კურსზე და ინფლაციაზე - გიორგი ცუცქირიძე სტუმრად რადიო "იმედის" ეთერში
ხვალ, Welcome to Georgia - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართება
"დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია - ეს არ არის ის მომავალი, რაც მოსახლეობას სწყურია"
Mastercard-ის დაუჯერებელი მოგზაურობის ისტორია
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 4 დეკემბრის 17:00 საათისთვის
„ერთი სტენტი თუ სინამდვილეში ღირდა 1800 ლარი, კერძო კლინიკები ითხოვდნენ 3250 ლარს და ცალკე ჯანდაცვას არიცხინებდნენ ნახევარს და შემდეგ ადამიანებს აყიდინებდნენ ყველაფერს “
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
საერთაშორისო შრომის ბაზრისა და შრომითი მიგრაციის შესახებ - თედო ისაკაძე
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
„TANAP-ის გაზსადენით პირველ ეტაპზე საქართველო 1,1 მლრდ. კუბურ მეტრ აირს, ანუ გატარებულის თითქმის 7%-ს მიიღებს - დღეს ქვეყანა დაახლოებით 2,7 მლრდ კუბურ მეტრ აირს მოიხმარს“
„ხელისუფლება ეკონომიკის ამოქაჩვაზე მუშაობს და ვხედავთ, რომ ოქტომბერში 5.7%-იანი ზრდა დადო „ოცნების“ ახალმა მთავრობამ“
XX საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი - ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით!
XX საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი - ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით!