ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 23 თებერვალს და 20 მარტს ქ. ახმეტაში, გ.მ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ - ლ.ნ-ს. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ გ.მ. 2017 წლის მაისიდან ლ.ნ-ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

„სამართალდამცველებმა გ.მ. 2019 წლის 25 მარტს ქ.ახმეტაში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126' მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 126' მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ გ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
„გიგი უგულავა უარს არ აცხადებს საქმეში მონაწილეობაზე, მას ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემა, მხედველობის დაზიანება აქვს, მკურნალობას გადის"
აშშ-ს საელჩო საქართველოში პარლამენტის მიერ მოსამართლეთა დამტკიცების პროცესს განცხადებით ეხმაურება
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა
პარლამენტთან აქციაზე 12 პირი, მათ შორის გიორგი ვაშაძე დააკავეს
პოლიციამ მარჯანიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
თბილისი-ბაკურციხის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლის პოლიციელის გიორგი ახვერდაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა
გიგი უგულავას ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა, გოკა გაბაშვილი კი დაზარალებულადაა ცნობილი
ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს
„პოლიცია დიდსულოვნად მომადგა სახლში და ბრალს მიყენებენ 126-ე მუხლით პირველი ნაწილით, რაც პირის ცემას გულისხმობს“
„რაც ამ თანამდებობაზე დაინიშნა, 3-4 ჯერ არის დაწესებულებაში ნამყოფი და შეხვდა ე.წ ცნობილ პატიმრებს - არადა, სახალხო დამცველი რიგითი პატიმრების დამცველიც არის“
საქართველოს მოქალაქე მწყემსს დავით გარეჯის მონასტერთან, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ცხვრები გაექცა, რა დროსაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მას ცეცხლი გაუხსნეს
საქართველოს მოქალაქე, რომელიც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შემთხვევით დაჭრეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა მოინახულეს
უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე 23 ფიზიკური პირი ამხილეს
თბილისში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან ქალი დაჭრეს
სიძის მკვლელობის ბრალდებით ცოლის ძმა დააკავეს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ლაშა ბექაური სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს - რატომ წაშალა პოსტი ძიუდოისტმა, სადაც პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებდა
მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაური სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს
თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ღამის კლუბში წუხელ მომხდარი დაპირისპირებისას ორი პირის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დღეს დააკავა
„ყველა მშობელმა იცოდა, რომ მამაკაცი კლიენტებისთვის იყო გათვლილი მათი შვილების ფოტოები“