ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ფატი ფურცხავნიძემ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. რაც შეეხება დანარჩენ 7 პირს, მათ გირაო შეეფარდათ. გირაოს თანხები ასე განისაზღვრა: რაინდი შეროზია - 8000 ლარი, თეიმურაზ ლატარია - 25 000 ლარი, გიორგი ჟვანია - 45 000 ლარი, ჯაბა არდია - 15 000 ლარი, ზურაბ ჯამბურია - 45 000 ლარი, გურამ მონიავა - 45 000 ლარი, გივი ბადაშვილი - 15 000 ლარი. საოლქო პროკურორი მირანდა წერეთელი პატიმრობის შეფარდებას ირაკლი კაკულიასთან დაკავებულ სამ ადამიანთან ერთად, კიდევ ერთი პირისთვის ითხოვდა. ბრალდებულების ნაწილი თავს დამნაშავედ ცნობს. ბრალს არ აღიარებს საკრებულოს თავმჯდომარე და კიდევ რამდენიმე პირი.

 

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რამდენიმე პირი დააკავეს, რომელთაგანაც სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.





მსგავსი სიახლეები
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ლაშა ბექაური სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს - რატომ წაშალა პოსტი ძიუდოისტმა, სადაც პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებდა
მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაური სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს
თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ღამის კლუბში წუხელ მომხდარი დაპირისპირებისას ორი პირის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დღეს დააკავა
„ყველა მშობელმა იცოდა, რომ მამაკაცი კლიენტებისთვის იყო გათვლილი მათი შვილების ფოტოები“
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ პირებს 17-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
რომან მალანიამ ჩვენება მას შემდეგ შეცვალა, რაც ბერ-მონაზონი სვიმონ ქავთარაძე სამართალდამცავ უწყებას საკუთარი სურვილით ჩაბარდა და ნარკოდანაშაული აღიარა
„განვმარტე, ბიძინა ივანიშვილის დამხობა რატომ არ არის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც მრცხვენია - არ მეგონა, რომ ამის განმარტება ამ რეჟიმის დროსაც თუ მომიწევდა“
„დღევანდელ გენერალურ პროკურორს თუ გავითვალისწინებთ, საშუალო განათლება მაქვს" - ირაკლი ოქრუაშვილი
ყალბი 500-ევროიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
ნიკა გვარამია ხვალ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს
პოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით კიდევ 11 წევრი დააკავა - მათ შორის, ბავშვების მშობლები და პედაგოგები
ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ ფულის უკანონო ლეგალიზაციაში გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, გიორგი ღონიაშვილი და ალექსანდრე გოგოხია იყვნენ ჩართულები
ფატუ ბენსუდა არ გამორიცხავს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიების შედეგები 2020 წლის ბოლომდე გახდეს ცნობილი
მას მანქანის უკანა სავარძელში მყოფმა პირებმა ესროლეს! - უკრაინაში ქართველი ბიზნესმენის მკვლელობის ახალი დეტალები
დაკავებულია პირი, რომელმაც ბიზნესპარტნიორი მოკლა, ცხედარი ლითონის კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა
„რაც უფრო მეტ პოლიტიკურ ოპონენტს ჩასვამს ციხეში ივანიშვილი, მით უფრო მძიმე იქნება მისი პოლიტიკური ბედი მომავალში“
„ამაზე მნიშნველოვანი კენჭისყრა ამ წელს არ იქნება - ამიტომ დიდი აქციის და მიტინგის თარიღს გამოვაცხადებთ, როდესაც მოსამართლეების კენჭისყრის დღე იქნება“
შსს-მ პანკისის ხეობაში შეიარაღებული დაპირისპირებისას ვისო მუთოშვილის მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
„ნიკა გვარამიას გენერალური პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს“