„ორი შემთხვევა იყო, როდესაც ელჩს უარი უთხრა ქვეყანამ წინა პრეზიდენტთან სიახლოვის ბრალდებით - ეს მოხდა საქართველოსა და უკრაინაში“

აშშ-ის კონგრესში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში თეთრი სახლის მაღალჩინოსნების გამოკითხვა მიმდინარეობს. წარმომადგენელთა პალატაში ჩვენება მისცა ფიონა ჰილმა, რომელიც 2019 წლის აგვისტომდე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპისა და რუსეთის საკითხების დირექტორი, ასევე ტრამპის ადმინისტრაციაში რუსეთის საკითხების წამყვანი ექსპერტი იყო. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრმა ჯეიმი რასკინნმა ფიონა ჰილს კითხვები დაუსვა მათ შორის დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის იმ ნაწილზე, სადაც პრეზიდენტები უკრაინაში აშშ-ს ყოფილ ელჩზე, მარი იოვანოვიჩზე საუბრობენ. ამ საუბარში ტრამპი იოვანოვიჩს ცუდ ელჩად მოიხსენიებს. პასუხად ზელენსკი ამბობს, რომ მოხარულია, ტრამპმა ეს პირველად თავად აღნიშნა და მას ასი პროცენტით ეთანხმება. ზელენსკი იქვე ამატებს, რომ იოვანოვიჩი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტთან იყო დაახლოებული.

 

ჰილმა უკრაინიდან ელჩის გამოწვევა საქართველოს შემთხვევას შეადარა და აღნიშნა, რომ ქვეყნების საელჩოებისგან ელჩის კანდიდატურისგან მსგავსი მიზეზებით თავშეკავება "ჩვეული" მოვლენაა: "ორი შემთხვევა იყო, როდესაც ელჩს უარი ეთქვა თანხმობაზე ან ქვეყნის მიერ განხილვაზე, წინა პრეზიდენტთან სიახლოვის ბრალდებით. ეს მოხდა საქართველოში ჩვენი ელჩის შემთხვევაში. ის წარსულში, სააკაშვილის დროს, საქართველოს საელჩოში მუშაობდა. ამჟამინდელმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ის სააკაშვილთან დაახლოებული იყო, მას ამ ინფორმაციის ჩემთვის და სხვებისთვის მოწოდება ქონდა განზრახული. ეს არ შეესაბამებოდა სიმართლეს ... იმაზე მივუთითებ, რომ ეს ჩვეული თავშეკავებაა, რასაც ვიღებთ ხოლმე სხვა ქვეყნებისგან, როდესაც მათ არ უნდათ გაგზავნილი ელჩი, ან ჩვენი მაღალჩინოსნების გულის მოგება სურთ. ხშირად მიუთითებენ მსგავს რამეებზე" - ამბობს ფიონა ჰილი გამოქვეყნებულ ტრანსკრიპტში.

 

მოგვიანებით რასკინმა ჰილს ჰკითხა, ხომ არ გაეხსენებდა ანალოგიური შემთხვევებს, როდესაც ელჩი მის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური კამპანიის პირობებში გაიწვეს - ჰილმა აქ საქართველოზე კიდევ ერთხელ მიუთითა: "ელჩი ივანოვიჩის დათხოვნა თუ გაწვევა მოვლენათა ჯაჭვის ნაწილია, რომელიც ძალიან გავს პოლიტიკურ მანევრსა და პროპაგანდას. ისე ჩანს, თითქოს მის წინააღმდეგ კამპანია იყო. მართალი ვარ? ამასთან, ყოფილა თუ არა შემთხვევები თქვენი კარიერის განმავლობაში, როდესაც მსგავს გარემოებებში ელჩი მოხსნეს?- კითხა რასკინმა ჰილს. პასუხად ჰილმა ალბანეთიდან კეტი კავალეჩის ნომინაციის გაწვევა გაიხსენა, რომელსაც თავს მათ შორის  ალბანელი დემოკრატები ესხმოდნენ. ჰილმა იქვე აღნიშნა, რომ "რაღაც მსგავსი გაუკეთეს ქართველებმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში, ბრიჯიტ ბრინკს, რომელზეც დოსიეს შექმნას გეგმავდნენ".

 

ცნობისთვის, 2018 წლის იანვარში Foreign Policy-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში ელჩობის აშშ-ის მიერ განხილული კანდიდატი, ბრიჯიტი ბრინკი საქართველოს ხელისუფლებამ დაბლოკა. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია უარყო. ინფორმაციას, თითქოს საქართველოს მთავრობამ აშშ-ის მიერ ნიმინირებული ელჩი დაბლოკა, სიცურე უწოდა საქართველოში ოპოზიციის ნაწილმა. 13 ოქტომბერს ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ თქვა, რომ "აშშ-ის ნომინირებული ელჩის დაბლოკვას საბჭოთა კავშირის ვერ ბედავდა". მან "მითი" უწოდა დაშვებას, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, აშშ-ს ელჩის არშემოშვებით დაემუქროს. "მანდ ლაპარაკია სხვა რამეზე. როცა საკითხი იხილებოდა, ივანიშვილის რამდენიმე ლობისტმა იმუშავა იმაზე, რომ ეთქვა, ეს შეიძლება არ არის კარგი არჩევანი საქართველოს ოლიგარქ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დასამყარებლადო. ეს არის სულ სხვა ტიპის სამუშაო. შიდა წინააღმდეგობებით ისარგებლეს სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში და არა ის, რომ დაბლოკა", - თქვა გიგა ბოკერიამ.

 

 

 

 

 

 

 

tabula.ge





მსგავსი სიახლეები
გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების მიმართ დაიწყო - Der Spiegel
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მოსკოვს 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებულთა საქმეზე კომპენსაციის გადახდისკენ მოუწოდა
"დიპლომატები იმის გამო გავაძევეთ, რომ რუსეთი ამ მკვლელობის გამოძიებაში არ გვეხმარება"
გერმანიის საგარეო უწყებამ ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა
ნატო-ს დაარსებიდან 70 წლის იუბილესთან დაკავშირებული 2-დღიანი სამიტი დასრულდა
ერდოღანი მაკრონს შეება: შე ტვინმკვდარო ემანუელ, როგორ ბედავ ნატოს შეურაცხყოფას?
"თურქეთი - ცუნამი, რუსეთი - გრიგალი, ჩინეთი - გლობალური დათბობა"
„მაგარი ბიჭია ხომ დიკაპრიო? ასე არა? მან ფული ამაზონისთვის ცეხლის წაკიდებაში გადაიხადა“ - ბრაზილიის პრეზიდენტი
"ჩვენ რევოლუციების ჭირი, დაავადება და ინფექცია შევაჩერეთ - მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ამან ქვეყნებს მხოლოდ უბედურება მოუტანა"
"თურქეთმა აღმოსავლეთ ევროპელები მძევლად აიყვანა და ნატო-ს აშანტაჟებს"-„როიტერსი“
სოციალურ ქსელებში ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან დაკავშირებული არაერთი ყალბი გვერდი იქმნება, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და დეზინფორმირებას ისახავს მიზნად
"თურქეთმა არ დაუშვა ახალი ტერორისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბება"
"ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ქვეყანაში როგორ უსწორდებიან დემონსტრანტებს, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები ხმას არ იღებენ"
ისრაელის გენერალურმა პროკურორმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ქრთამის აღებისა და თაღლითობის საქმეზე ბრალი წაუყენა
იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს მოუწოდა, სათანადო მხარდაჭერა გაუწიონ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს, კერძოდ, უკრაინასა და საქართველოს
"საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგები იმაზე ბევრად უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ადამიანი ყველაზე ცუდ ფიქრებში წარმოიდგენდა"
უკრაინის უზენაესმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევება კანონიერად ცნო
უკრაინაში, კიევთან ახლოს, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი საველე მეთაური, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ ბარა შიშანი დააკავეს
„საქართველოს პარლამენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრების წინაშე თბილისში გამართული ასამბლეის ჩაშლის გამო“
„გაზპრომმა" მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია - მისი მეშვეობით რუსეთი კიდევ უფრო გაიძლიერებს ევროპის ქვეყნებზე, განსაკუთრებით, გერმანიაზე პოლიტიკური ზემოქმედების მექანიზმებს“