ეკონომიკის სამინისტრო წყალტუბოს განვითარებას 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით აპირებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრო წყალტუბოს განვითარებას 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით აპირებს.

 

როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, წყალტუბოს განვითრების პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო.

 

„1. კურორტ წყალტუბოს გენერალური გეგმის მომზადება. 2. კურორტის ინფრასტრუქტურული განვითარება, წმინდა ინფრასტრუქტურული პროექტები. 3. წყალტუბოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ყოფილ სანატორიუმსა თუ შენობაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრისის შეთავაზება. 4. კურორტის ერთიანი ადმინისტრირება და მართვა. 5. მრავალწლიანი მარკეტინგული გეგმის მომზადება და განხორციელება. 6. კურორტის მთავარი სიმდიდრის, სამკურნალო წყლის კერძო სექტორისთვის მიწოდების, ერთიანი მოდელის ჩამოყალიბება და მართვა - ეს არის ძირითადი 6 პუნქტი, რაზეც სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ამ მასშტაბურ პროცესში“, - განაცხადა თურნავამ.

 

მან ასევე განმარტა თუ რა მოიაზრება თითოეულ პუნქტში.


"ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზების შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალური გახდა ის საკითხი, რომ წყალტუბო უნდა განვითარდეს არა როგორც ცალკეული ქაოტური ინიციტიატივებით, არამედ როგორც ერთიანი გეგმაზომიერი კომპლექსი, სადაც თითოეულ ინვესტორს ეცოდინება დანამდვილებით რა ვადებში და რა სახით ვითარდება ეს კურორტი. თვითონ წყალტუბო თვიდანვე იყო დაგეგმილი როგორც სპა კურორტი და პირველი გეგმა მისი 100 წლის წინ დაიწერა. საბოლოო ჯამში, ერთიანი სტრატეგია დღემდე არ გვქონდა. ჩვენი პრიორიტეტი იქნება ასევე, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული პირობების შეთავაზება, 477 ოჯახი რჩება ყოფილ სანატორიუმში განთავსებული, რთულ საცხოვრებელ პირობებში უწევთ მათ ყოფნა“, - განაცხადა თურნავამ.

 





მსგავსი სიახლეები
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალზე 2019 წლის საუკეთესო ავიაკომპანიად გერმანული Lufthansa დასახელდა
გიორგი გახარია ბათუმში ციტრუსის ექსპორტის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
"ტურიზმი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ გამწევ ძალად იქცა"- ნათია თურნავა
„ჩვენ ვერ დავუშვებთ ანაკლიის პროექტის მეტად დაგვიანებას - სასურველი იყო, რომ ამ ინვესტორთან ერთად გაკეთებულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად სავარაუდოა“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 6 დეკემბრის 17:00 საათისთვის
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"დეკემბრის ეფექტი" სავალუტო კურსზე და ინფლაციაზე - გიორგი ცუცქირიძე სტუმრად რადიო "იმედის" ეთერში
ხვალ, Welcome to Georgia - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართება
"დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია - ეს არ არის ის მომავალი, რაც მოსახლეობას სწყურია"
Mastercard-ის დაუჯერებელი მოგზაურობის ისტორია
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 4 დეკემბრის 17:00 საათისთვის
„ერთი სტენტი თუ სინამდვილეში ღირდა 1800 ლარი, კერძო კლინიკები ითხოვდნენ 3250 ლარს და ცალკე ჯანდაცვას არიცხინებდნენ ნახევარს და შემდეგ ადამიანებს აყიდინებდნენ ყველაფერს “
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
საერთაშორისო შრომის ბაზრისა და შრომითი მიგრაციის შესახებ - თედო ისაკაძე
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
„TANAP-ის გაზსადენით პირველ ეტაპზე საქართველო 1,1 მლრდ. კუბურ მეტრ აირს, ანუ გატარებულის თითქმის 7%-ს მიიღებს - დღეს ქვეყანა დაახლოებით 2,7 მლრდ კუბურ მეტრ აირს მოიხმარს“
„ხელისუფლება ეკონომიკის ამოქაჩვაზე მუშაობს და ვხედავთ, რომ ოქტომბერში 5.7%-იანი ზრდა დადო „ოცნების“ ახალმა მთავრობამ“
XX საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი - ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით!
XX საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი - ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით!