"ჩვენ შევქმნით ერთიან მარკეტინგულ სტრატეგიას, რომ წყალტუბო გახდეს ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში"

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, იმ მნიშვნელოვან მიმართულებებს შორის, რომელსაც წყალტუბოს აღორძინებისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს, არის ერთიანი მარკეტინგული სტრატეგიაც.

 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რადგან, როგორი მსხვილიც არ უნდა იყოს კურორტის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელებული ერთი კონკრეტული საინვესტიციო პროექტი,  ვერც ერთი ცალკე აღებული ინვესტორი ვერ აიღებს მხოლოდ თავის თავზე კონკრეტული საკურორტო არეალის და მიზიდულობის ცენტრის მთლიანად საერთაშორისო ბაზარზე მარკეტინგს და მისი ცნობადობის ამაღლებას. ეს არის ჩვენი საერთო საზრუნავი, პირველ რიგში კი სახელმწიფოს საზრუნავი", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა სასტუმრო „რედისონში" გამართულ შეხვედრაზე, სადაც წყალტუბოს განვითარების გეგმა საჯაროდ განიხილეს. შეხვედრაში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ასევე ბიზნესისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

„ჩვენს მიერ შეიქმნება და დამუშავდება ერთიანი მარკეტინგული სტრატეგია და ამ სტრატეგიას აქტიურად განვახორციელებთ, რათა რეალურად, წყალტუბო გხდეს ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი, ცნობილი ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში" - განაცხადა მინისტრმა.

 

ნათია თურნავას შეფასებით, კურორტის ერთ-ერთი უპირატესობა არის სამკურნალო წყალი, თუმცა  წყალტუბოს გააჩნია ბევრი სხვა უპირატესობაც - მათ შორის ბუნება, ჰაერი და ასე შემდეგ, თუმცა, სამკურნალო წყალი არის ის უპირატესობა, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს ცნობადობას, თუნდაც, პოსტსაბჭოთა სივრცეში. „სწორი მართვის და მარკეტინგის პირობებში წყალტუბოს სამკურნალო წყალი გახდება კურორტის ერთ-ერთი უძლიერესი უპირატესობა, რომელიც მოიზიდავს ახალ დამსვენებელს, ახალ ტურისტებს.  აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ერთიანი, სწორი მოდელი, თუ რა პირობებით იქნება კერძო ინვესტორისთვის ხელმისაწვდომი ეს რესურსი," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს ახლებურად განვითარების საქველმოქმედო ინიციატივა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა. პროექტი  წყალტუბოს კურორტის  სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.





მსგავსი სიახლეები
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალზე 2019 წლის საუკეთესო ავიაკომპანიად გერმანული Lufthansa დასახელდა
გიორგი გახარია ბათუმში ციტრუსის ექსპორტის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
"ტურიზმი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ გამწევ ძალად იქცა"- ნათია თურნავა
„ჩვენ ვერ დავუშვებთ ანაკლიის პროექტის მეტად დაგვიანებას - სასურველი იყო, რომ ამ ინვესტორთან ერთად გაკეთებულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად სავარაუდოა“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 6 დეკემბრის 17:00 საათისთვის
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"დეკემბრის ეფექტი" სავალუტო კურსზე და ინფლაციაზე - გიორგი ცუცქირიძე სტუმრად რადიო "იმედის" ეთერში
ხვალ, Welcome to Georgia - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართება
"დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია - ეს არ არის ის მომავალი, რაც მოსახლეობას სწყურია"
Mastercard-ის დაუჯერებელი მოგზაურობის ისტორია
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 4 დეკემბრის 17:00 საათისთვის
„ერთი სტენტი თუ სინამდვილეში ღირდა 1800 ლარი, კერძო კლინიკები ითხოვდნენ 3250 ლარს და ცალკე ჯანდაცვას არიცხინებდნენ ნახევარს და შემდეგ ადამიანებს აყიდინებდნენ ყველაფერს “
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
საერთაშორისო შრომის ბაზრისა და შრომითი მიგრაციის შესახებ - თედო ისაკაძე
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
„TANAP-ის გაზსადენით პირველ ეტაპზე საქართველო 1,1 მლრდ. კუბურ მეტრ აირს, ანუ გატარებულის თითქმის 7%-ს მიიღებს - დღეს ქვეყანა დაახლოებით 2,7 მლრდ კუბურ მეტრ აირს მოიხმარს“
„ხელისუფლება ეკონომიკის ამოქაჩვაზე მუშაობს და ვხედავთ, რომ ოქტომბერში 5.7%-იანი ზრდა დადო „ოცნების“ ახალმა მთავრობამ“
XX საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი - ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით!
XX საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი - ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით!