„ყველა მაჟორიტარი, ვინც ბუნტში მონაწილეობს, შანტაჟით მოითხოვს და მიიღებს კიდეც იმას, რაზეც სხვა შემთხვევაში ვერც კი იოცნებებდა - გაუვათ თუ არა მაჟორიტარებს ბიძინას შანტაჟი?“

დავით ზარდიაშვილის ბლოგი:

 

მმართველ პარტიაში "მაჟორიტარების ბუნტმა" შეიძლება გამოუვალი, აქამდე არნახული კრიზისი შექმნას, თუ სასწრაფოდ რაიმე კონსენსუსი არ გამოინახა. ასეთ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო კანონპროექტი ჩავარდება, დიდი ალბათობით დაიშლება საპარლამენტო უმრავლესობაც და რაც მთავარია, დისკრედიტირებული იქნება ამ საკონსტიტუციო ცვლილების უპირველესი ინიციატორი - პარტიის თავმჯდომარე, ასევე დაშლის პირას შეიძლება აღმოჩნდეს მთლიანად მმართველი პარტიაც! აღმოჩნდება, რომ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ყველას ქვეყნის "არაფორმალური მმართველი" ჰგონია, სინამდვილეში არავითარ რეალურ ძალაუფლებას თურმე არ ფლობს და იმდენიც კი არ შეუძლია, რომ საკუთარ პარტიაში ელემენტარული წესრიგი დაამყაროს და უშუალოდ კენჭისყრის წინა დღეს არ აღმოჩნდეს ამგვარი ბუნტის მსხვერპლი! რასაკვირველია, მაჟორიტარების არგუმენტი, რომ პროპორციული სისტემა საპარლამენტო მმართველობისას სტაბილურობის რისკს შეიცავს, ასე თუ ისე, ანგარიშგასაწევია, მაგრამ მათი ეს არგუმენტი ხომ სასაცილოდაც არა ღირს გაცილებით მასშტაბური დესტაბილიზაციის იმ პირდაპირ საფრთხესთან შედარებით, რაც მათ ამ ბუნტით შექმნეს!

 

...თუ საკონსტიტუციო პროექტი ჩავარდა, შევდივართ სინგულარობის პერიოდში, როცა არჩევნებამდე ნებისმიერი რამ, რისი წარმოდგენაც კი ამჟამად შეუძლებელიცაა, შეიძლება მოხდეს! ეს სწორედ ის არის, რასაც ასე დაჟინებით ცდილობდნენ ნაცები ამდენი ხანია: ამღვრეულ წყალში თევზაობის დრო არა მხოლოდ ნაცებისთვის, არამედ ყველა ჯურის ნაძირალასთვისაც, დადგება! არადა, არსებობს უგუნურობით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად გონივრული კომპრომისის თეორიული გზაც: ეს არის ე.წ. "გერმანული მოდელი", ანუ პერსონალიზებულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა (დაწვრილებით იხ. ჩემი ქვემოთ მოყვანილი ბლოგი: https://for.ge/…/Rirseuli-arCevani-saqarTvelosaTvis---perso…) . ანდა რეგიონულ-პროპორციული სიებით არჩევნები - ბოლო-ბოლო, ესეც რიგიანი გამოსავალია! თუმცა ეს თეორიული გზა გონივრული კომპრომისისა, ვინაიდან აქამდე ვერ გამოინახა, არა მგონია - ბოლო დღეს გამოჩნდეს...

 

გონივრული კომპრომისის გარდა, რჩება მაჟორიტარების "არაგონივრული" (რბილად რომ ვთქვათ) გარიგების გზაც ბიძინასთან, როცა თითოეული მაჟორიტარი, ვინც ბუნტში მონაწილეობს, შანტაჟის ხერხით მოითხოვს და მიიღებს კიდეც იმას, რის მიღებაზეც სხვა შემთხვევაში ვერც კი იოცნებებდა. ხშირად ასეთ გარიგებას "ბინძურ გარიგებასაც" უწოდებენ ხოლმე... . გაუვათ თუ არა მაჟორიტარებს ბიძინას შანტაჟი? "კენჭისყრა და ხვალეო!" არ გაგიგონიათ?! მოვითმინოთ ხვალემდე და ამასაც ვნახავთ. დიდი ეჭვი მაქვს, იმასაც მალე მოვესწრებით, რასაც ჯერ არ მოვსწრებივართ. თუმცა: "კარგი რამ მჭირდეს - გიკვირდეს, ავი რა საკვირველიაო?! " - ესეც დიდი ხნის ნათქვამია კარგი ქართველისაგან...





მსგავსი სიახლეები
„თუ ისევ პარტიებისგან შემოსულ აჟიოტაჟს ავყვებით, პოლიტიკოსთა მარიონეტები გამოვალთ, რადგან პროპორციული სისტემა, ფინანსურადაც და პოლიტიკურადაც, პარტიებს აწყობთ და არა მოქალაქეებს“
ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
„უხერხულობა იცით რა არის? ჩვენი მთავრობა სამი დღის განმავლობაში „ტროლებს“ რომ ამუშავებდა და ისტერიკა იყო იმაზე, რომ ვიღაცას გამბედაობა აქვს, ელაპარაკოს პრობლემების მქონე მეორე მხარეს“
საქართველოს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს
„მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულები - გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“
„კალაძეს რომ მხარდამჭერები ჰყავს, იმდენს სიზმარში ვერ წარმოიდგენთ, თქვე უბადრუკებო - კახა კალაძის მსგავსი მერი არ ღირსებია თბილისს“
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს
„ნინო ბურჯანაძეს კონსტანტინე კოსაჩოვთან შეხვედრისას დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო ბოდიში არ მოუხდია“
"ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა" - გია ვოლსკი
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე განცხადებას ავრცელებს
"უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას მე გაძლევთ!" - მამუკა მდინარაძე
"შეუძლებელია, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეამ პარლამენტში მხარდაჭერა მოიპოვოს" - მამუკა მდინარაძე
"ხელისუფლება თვლის, რომ თუ მეორე მხრიდან უფრო რადიკალურად შეუტევს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იდეას, ამით იმ დიდ უბედურებას გადააგორებს"
უმრავლესობის სხდომაზე ე.წ. ამერიკულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივას განიხილავენ
„სააკაშვილი სწორად იქცევა საქართველოსთან მიმართებაში - როცა რუსეთის საგარეო დაზვერვის გენერალ-ლეიტენანტი ასეთ განცხადებას აკეთებს, საზოგადოებისთვის მიმინდვია განსჯა, რა დონის შეთქმულებასთან გვაქვს საქმე“
„არაა ეს ხალხი ფსიქიურად ჯანმრთელი, მეტიც – საშიში გიჟები არიან, ფულით, საინფორმაციო საშუალებებით და თავისნაირებთან საერთაშორისო კავშირებით“
„პოლიტიკოსებმა, პარტიებმა, ერთმანეთში გაარკვიეთ საქმეები, ძალოვნებს დაანებეთ თავი - ნუ ცდილობთ ქვეყნის სისტემურ შერყევას!“
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოსა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„ბრმა უნდა იყო, ვერ მიხვდე, რომ საარჩევნო სისტემაზე გამოკიდება აქ არაფერ შუაშია, იგი სასარგებლო იდიოტების აგდებაზეა გათვლილი - არეულობა და დესტაბილიზაციაც ამ მიზნებს ემსახურება“
“გაბედეს“ წევრები სოფო კილაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან აქციას ჩაფხუტებით მართავენ