პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დანიშნა

საქართველოს ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა. ახალი ბიზნესომბუდსმენი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

 

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ ვამბობთ - ძლიერი ქართული ბიზნესი არის ჩვენი ყველაზე დიდი ეკონომიკური გამოწვევების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ჩვენ უნდა დაგვეხმაროს შევქმნათ დამატებით ახალი სამუშაო ადგილები და ამით დავამარცხოთ სოციალური სიდუხჭირე, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ბიზნესის მხარდაჭერა, იქ, სადაც ამის საშუალებას კანონი გვაძლევს, იქნება ბატონი მიხეილის ძირითადი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ღირსეულად გაართმევს თავს ამ ამოცანას. ამასთან ერთად, თოთოეული ბიზნესმენს, ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენელს, მსხვილი ბიზნესი იქნება ეს, საშუალო თუ წვრილი ბიზნესი, მინდა დავპირდე, რომ ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიხეილ დაუშვილთან მიტანილი, რამდენიმე წუთის განმავლობაში მოხვდება პრემიერ-მინისტრის კაბინეტში. ამიტომ, ეფექტური თანამშრომლობა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ომბუდსმენის აპარატს შორის არის ძალზედ მნიშვნელოვანი და კოლეგებო, სამინისტროებში მინდა გთხოვოთ, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ ბიზნეს ომბუდსმენის აპარატთან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ბიზნესომბუდსმენობამდე მიხეილ დაუშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო მანამდე ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და შინაგან საქმეთა სამინისტროს  ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.

 

სამართალმცოდნეობის მაგისტრი მიხეილ დაუშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, ასევე - სამართლებრივი მრჩეველი ეკონომიკური საბჭოს აპარატში.

 

2010-2015 წლებში მიხეილ დაუშვილი კერძო და არასამთავრობო სექტორში საქმიანობდა. ხოლო, 2015 წლიდან არის მიწვეული ლექტორი საჯარო და კერძო უნივერსიტეტებში. 2013 წლიდან მიხეილ დაუშვილი არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში.

 

 

 





მსგავსი სიახლეები
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალზე 2019 წლის საუკეთესო ავიაკომპანიად გერმანული Lufthansa დასახელდა
გიორგი გახარია ბათუმში ციტრუსის ექსპორტის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
"ტურიზმი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ გამწევ ძალად იქცა"- ნათია თურნავა
„ჩვენ ვერ დავუშვებთ ანაკლიის პროექტის მეტად დაგვიანებას - სასურველი იყო, რომ ამ ინვესტორთან ერთად გაკეთებულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად სავარაუდოა“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 6 დეკემბრის 17:00 საათისთვის
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
"დეკემბრის ეფექტი" სავალუტო კურსზე და ინფლაციაზე - გიორგი ცუცქირიძე სტუმრად რადიო "იმედის" ეთერში
ხვალ, Welcome to Georgia - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართება
"დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია - ეს არ არის ის მომავალი, რაც მოსახლეობას სწყურია"
Mastercard-ის დაუჯერებელი მოგზაურობის ისტორია
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 4 დეკემბრის 17:00 საათისთვის
„ერთი სტენტი თუ სინამდვილეში ღირდა 1800 ლარი, კერძო კლინიკები ითხოვდნენ 3250 ლარს და ცალკე ჯანდაცვას არიცხინებდნენ ნახევარს და შემდეგ ადამიანებს აყიდინებდნენ ყველაფერს “
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
საერთაშორისო შრომის ბაზრისა და შრომითი მიგრაციის შესახებ - თედო ისაკაძე
ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ამ დროისათვის
„TANAP-ის გაზსადენით პირველ ეტაპზე საქართველო 1,1 მლრდ. კუბურ მეტრ აირს, ანუ გატარებულის თითქმის 7%-ს მიიღებს - დღეს ქვეყანა დაახლოებით 2,7 მლრდ კუბურ მეტრ აირს მოიხმარს“
„ხელისუფლება ეკონომიკის ამოქაჩვაზე მუშაობს და ვხედავთ, რომ ოქტომბერში 5.7%-იანი ზრდა დადო „ოცნების“ ახალმა მთავრობამ“
XX საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი - ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით!
XX საიუბილეო ბიზნეს რეიტინგი - ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით!