„რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა - იმისათვის, რომ ქვეყანა სტაბილურად ვითარდებოდეს, მნიშვნელოვანია, არჩევნები სათანადო ვადებში ტარდებოდეს“

ოპონენტებს უნდათ ვითარების გამძაფრება. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ რადიკალიზმისგან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე საუბარი არ არის. ამასთან კობახიძე ყველას რადიკალიზმისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

 

„ყველაფერი კარგად იქნება, ბიუჯეტიც აუცილებლად იქნება მიღებული, კონსულტაციები გაგრძელდება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გუნდის ერთიანობა იყოს უზრუნველყოფილი. რიგგარეშე არჩევნებზე არავითარი საუბარი არაა. იმისათვის, რომ ქვეყანა სტაბილურად ვითარდებოდეს, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები სათანადო ვადებში ტარდებოდეს, თუ რაიმე განსაკუთრებული მოვლენა არ არის. ოპონენტებს უნდათ ვითარების გამძაფრება. ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ რადიკალიზმისგან. რადიკალიზმი არ წაადგება არაფერს. სახელმწიფოსა და ეკლესიაზე თავდასხმისგან ყველამ უნდა შეიკავოს თავი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

რაც შეეხება უმრავლესობიდან დღეს წასულ დეპუტატებს, კობახიძე დარწმუნებულია, რომ კონსულტაციების შემდეგ ისინი აზრს შეიცვლიან. „კონსულტაციები გრძელდება დეპუტატებთან, მათ შორის იმ დეპუტატებთანაც, რომლებმაც უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე განცხადება გააკეთეს. იმედი მაქვს და დიდწილად დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონსულტაციები წარმატებული იქნება. ეს დეპუტატები პირადად ჩემთვის არიან როგორც კოლეგები, ასევე მეგობრები. ვისაუბრებთ დღეს, ვისაუბრებთ ხვალ და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. ვეცდებით, დავარწმუნოთ ისინი, რომ მათი დაბრუნება სჭირდება იმ საქმეს, რომელიც ქვეყანას წაადგება,“ - განაცხადა კობახიძემ.





მსგავსი სიახლეები
„თუ ისევ პარტიებისგან შემოსულ აჟიოტაჟს ავყვებით, პოლიტიკოსთა მარიონეტები გამოვალთ, რადგან პროპორციული სისტემა, ფინანსურადაც და პოლიტიკურადაც, პარტიებს აწყობთ და არა მოქალაქეებს“
ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
„უხერხულობა იცით რა არის? ჩვენი მთავრობა სამი დღის განმავლობაში „ტროლებს“ რომ ამუშავებდა და ისტერიკა იყო იმაზე, რომ ვიღაცას გამბედაობა აქვს, ელაპარაკოს პრობლემების მქონე მეორე მხარეს“
საქართველოს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს
„მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულები - გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“
„კალაძეს რომ მხარდამჭერები ჰყავს, იმდენს სიზმარში ვერ წარმოიდგენთ, თქვე უბადრუკებო - კახა კალაძის მსგავსი მერი არ ღირსებია თბილისს“
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს
„ნინო ბურჯანაძეს კონსტანტინე კოსაჩოვთან შეხვედრისას დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო ბოდიში არ მოუხდია“
"ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა" - გია ვოლსკი
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე განცხადებას ავრცელებს
"უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას მე გაძლევთ!" - მამუკა მდინარაძე
"შეუძლებელია, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეამ პარლამენტში მხარდაჭერა მოიპოვოს" - მამუკა მდინარაძე
"ხელისუფლება თვლის, რომ თუ მეორე მხრიდან უფრო რადიკალურად შეუტევს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იდეას, ამით იმ დიდ უბედურებას გადააგორებს"
უმრავლესობის სხდომაზე ე.წ. ამერიკულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივას განიხილავენ
„სააკაშვილი სწორად იქცევა საქართველოსთან მიმართებაში - როცა რუსეთის საგარეო დაზვერვის გენერალ-ლეიტენანტი ასეთ განცხადებას აკეთებს, საზოგადოებისთვის მიმინდვია განსჯა, რა დონის შეთქმულებასთან გვაქვს საქმე“
„არაა ეს ხალხი ფსიქიურად ჯანმრთელი, მეტიც – საშიში გიჟები არიან, ფულით, საინფორმაციო საშუალებებით და თავისნაირებთან საერთაშორისო კავშირებით“
„პოლიტიკოსებმა, პარტიებმა, ერთმანეთში გაარკვიეთ საქმეები, ძალოვნებს დაანებეთ თავი - ნუ ცდილობთ ქვეყნის სისტემურ შერყევას!“
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოსა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„ბრმა უნდა იყო, ვერ მიხვდე, რომ საარჩევნო სისტემაზე გამოკიდება აქ არაფერ შუაშია, იგი სასარგებლო იდიოტების აგდებაზეა გათვლილი - არეულობა და დესტაბილიზაციაც ამ მიზნებს ემსახურება“
“გაბედეს“ წევრები სოფო კილაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან აქციას ჩაფხუტებით მართავენ